რუსული "როსატომი“ სომხეთის მეწამორის ატომური სადგურის ფუნქციონირებას გაახანგრძლივებს
ფოტო: Iravban
სომხეთმა დადო ხელშეკრულება რუსეთის სახელმწიფო ატომურ სააგენტოსთან, "როსატომთან", მეწამორის ატომური ელექტროსადგურის ფუნქციონირების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები "მიმდინარეობს" მოძველებულ ობიექტზე ახალი რეაქტორის აშენებაზე.
პარასკევს ერევანში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი ესწრებოდა, მეწამორის ატომური ელექტროსადგურის წარმომადგენელმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას "როსატომთან", ქარხნის მუშაობის 2036 წლამდე გახანგრძლივების შესახებ.
რუსლი სახელმწიფო საინფორმაციო სააგეტო "რია" წერს, რომ გარიგება 65 მლნ დოლარის ღირებულებისაა.
კონტრაქტი გულისხმობს მეწამორის მეორე რეაქტორის ფუნქციონირების გახანგრძლივებას, რომელიც ამოქმედდა 1980 წელს, მისი მუშაობის ხანგრძლივობა 30 წლით იყო განსაზღვრული და ამჟამად ერთადერთი რეაქტორია, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს მეწამორში. რეაქტორი 2026 წელს უნდა გათიშულიყო.
გარემოსდაცვითმა აქტივისტებმა, ასევე, თურქეთმა და ევროკავშირმა გამოხატეს შეშფოთება ამჟამინდელი რეაქტორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და მოუწოდეს მთავრობას მისი დახურვისკენ.
ოვერჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს სომხეთთან ქარხანაში ახალი რეაქტორის აშენებაზე. მეწამორში ახალი რეაქტორის მშენებლობის შესახებ მსჯელობა სომხეთში ათ წელზე მეტია მიმდინარეობს.
მეწამორმა, რომელიც ერთადერთი ატომური ელექტროსადგურია სამხრეთ კავკასიაში, 2021 წელს სომხეთის ელექტროენერგიის 26%-ს გამოიმუშავა.
ოვერჩუკმა ასევე გამოთქვა ინტერესი სომხეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესახებ, "სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ტვირთების გადაზიდვის ახალი მარშრუტების გახსნის" გზით.
"სამწუხაროდ, როგორც ვიცით, ზემო ლარსი ვერ უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას მთელი წლის განმავლობაში, კლიმატური მიზეზების გამო, რაც სერიოზულად აფერხებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას”, - თქვა ოვერჩუკმა რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო პუნქტის შესახებ, რომელზეც, რუსეთში პროდუქტის გადაზიდვის თვალსაზრისით, სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
პარასკევს ბრიფინგზე ოვერჩუკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა განაგრძოს შუამავლობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სატრანსპორტო კავშირების აღდგენის შესახებ.
"პირველ რიგში, საუბარია სარკინიგზო კავშირის განბლოკვაზე", — განაცხადა მან.
პარასკევს საღამოს, "როსატომმა", ასევე, განაცხადა, რომ ელიან კონტრაქტის გაფორმებას, რათა გაწმინდონ ერევნის საბჭოთა პერიოდის რეზინის ქარხანა საშიში ნარჩენებისგან, იუწყება TASS-ი. მათი თქმით, წინადადებები გასულ წელს წარადგინეს, მას შემდეგ, რაც სომხეთის ხელისუფლებამ ითხოვა ტერიტორიის შემოწმება.
რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობის გაუარესება
კონტრაქტის გაფორმება სომხეთის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით მოხდა იმ პერიოდში, როდესაც რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობა ყველაზე დაძაბულ ფაზაშია, ვიდრე ოდესმე.
პარასკევს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა წაიკითხა საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, რომელშიც ის დასავლეთს ადანაშაულებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესებაში.
გალუზინმა დასძინა, რომ "გარკვეული დროებითი სირთულეები" გადაულახავი არ არის და ამის შემდეგ, მრავალფეროვანი კავშირები კიდევ უფრო განვითარდება.
საპასუხოდ, დეპუტატმა მმართველი პარტია "სამოქალაქო ხელშეკრულებიდან", არტურ ჰოვანისიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ურთიერთობები რუსეთთან იძაბება, მაგრამ არა გარე გავლენის გამო.
"ამ კონტექსტში შეიძლება ვისაუბროთ CSTO-ზეც (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია), რადგან არის კონტრაქტები და შეუსრულებელი ვალდებულებები, ანუ ეს საკონტრაქტო ურთიერთობები ახლა გამოცდას გადის, ჩვენ უნდა გავიგოთ, არის თუ არა ეს კონტრაქტები მოქმედი”, — განუცხადა რადიო თავისუფლებას ჰოვანისიანმა.
სომხეთი, რომელიც CSTO-ს წევრია, აკრიტიკებს ბლოკს, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს იმის გამო, რომ არ გაუწევია სამხედრო დახმარება სომხეთისთვის, აზერბაიჯანის თავდასხმების ფონზე.
თუმცა, ორშაბათს, მერ გრიგორიანი, სომხეთის ვიცე-პრემიერი, დაესწრო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამიტს მოსკოვში.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები