კახა კალაძე

21 Dec. 2023, 15:04

როგორ შეიძლება პარტიას ჰქონდეს მზარდი რეიტინგი, როდესაც ვხედავთ, ვინ არიან პარტიის ლიდერები. ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუმცა ეს არ არის ჩვენი საქმე და გასარჩევი. ჩვენ გვაქვს საკუთარი პარტია, ვართ ქვეყნის ხელისუფლებაში, არის ბევრი გამოწვევა, ბევრი პრობლემა, რომელსაც მოგვარება სჭირდება. მთელი ძალისხმევა და ყურადღება ამისკენ გვაქვს მიმართული, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, კონკრეტული საქმეებით და გადადგმული ნაბიჯებით, ღირსეული პასუხი გაეცეს იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც დღეს მოსახლეობას აწუხებს. 

გამიჭირდება შეფასება გავაკეთო და გავარჩიო ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე დაპირისპირებები, თუ ვის რა ინტერესი აქვს, ვინ რისთვის იბრძვის. ერთი რამ ცხადია, რომ გუნდი არ არსებობს, ჩამოშლილი და დაშლილია. ხაბეიშვილი რომ გეყოლება პარტიის თავმჯდომარედ, ყველაფერი ნათელია. არ ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვის რა თანამდებობა ექნება ნაციონალურ მოძრაობაში, ეს მათი პარტიული გასარჩევია. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…