"კუნთებს ვეღარ იმორჩილებს" — სელინ დიონის და მომღერლის მძიმე მდგომარეობაზე
ფოტო: ABC News
ლეგენდარული კანადელი მომღერლის, სელინ დიონის, ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობაზე მისი და საუბრობს. ფრანგულენოვან გამოცემასთან უახლეს ინტერვიუში კლოდეტ დიონი ამბობს, რომ უიშვიათესი ნევროლოგიური დაავადება, რომლის დიაგნოზიც პოპვარსკვლავს შარშან დაუსვეს, პროგრესირებს.
"სელინი მასთან გამკლავებას ცდილობს, მაგრამ საკუთარ კუნთებს ვეღარ იმორჩილებს", — აღნიშნავს კლოდეტი, — "ყველაზე მეტად გულს ის მტკენს, რომ იგი ყოველთვის ძალიან მოწესრიგებული და შრომისმოყვარე გახლდათ. [...] ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი და მისი ოცნებაც სცენაზე დაბრუნებაა. მაგრამ რა მდგომარეობაში? არ ვიცი. ხმის იოგები კუნთებია, ისევე, როგორც გული".
სელინ დიონმა გასული წლის მიწურულს განაცხადა, რომ გაშეშებული ადამიანის სინდრომი (Stiff Person Syndrome) დაუდგინდა. ეს იშვიათი ნევროლოგიური დაავადება თანდათან პროგრესირებს და იწვევს ტკივილს, კრუნჩხვებს და კუნთოვან გაშეშებას. სინდრომი, რომელიც პირველად 1950-იან წლებში აღიწერა, მილიონში ერთ ადამიანს ემართება. ამის გამო, დაავადებაზე სათანადო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები არაა ჩატარებული. ცოდნის ნაკლებობის პრობლემას უსვამს ხაზს კლოდეტიც.
"ძალიან აღმაშფოთებს ეს. რადგან მსგავსი შემთხვევა მილიონში ერთია და ბევრ ადამიანს არ ემართება, მეცნიერებს კარგად გამოკვლეული არც კი აქვთ დაავადება", — ამბობს სელინ დიონის და და დაავადების სიმპტომებსაც მოკლედ აღწერს, — "ხომ იცით, ადამიანებს ძილში ფეხის გაკავების გამო რომ ეღვიძებათ? აი, ოდნავ მაგას ჰგავს, ოღონდ ეს მდგომარეობა ყველა კუნთს ემართება. სელინის დასახმარებლად, მისი ტკივილის შესამსუბუქებლად ცოტა რამის გაკეთება თუ შეგვიძლია".
შარშანდელ განცხადებაში პოპშემსრულებელმა აღნიშნა, რომ კრუნჩხვები ყოველდღიურობაში ბევრ სირთულეს უქმნიდა, უძნელდებოდა სიარული და უწინდებურად სიმღერაც კი. შესაბამისად, გაუქმდა წელს დაგეგმილი ევროპული ტურნე.
55 წლის სელინ დიონი თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ვოკალისტად მიიჩნევა. მუსიკოსის კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო, საყოველთაო აღიარება კი მან 1988 წელს მოიპოვა, როცა შვეიცარია წარადგინა ევროვიზიაზე და გაიმარჯვა. დიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალიცაა — მსოფლიოში მისი ჩანაწერების 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ამასთან, ჩანაწერების გაყიდვის მაჩვენებლით, იგი ყველა დროის ყველაზე პოპულარულ კანადელ და ფრანგულენოვან შემსრულებლადაც მიიჩნევა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები