შსს რუსთავი 2–ის ჟურნალისტს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიაში ტელეკომპანია რუსთავი 2–ის ის ჟურნალისტის, ლადო მენაბდის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და პოლიციელის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს. გამოძიება ასევე დაწყებულია მენაბდის ავტომობილის დაზიანების ფაქტზე.
შსს–ს ვერსიით, ჟურნალისტი ლადო მენაბდე ურეკში 8 ივნისს აწარმოებდა ვიდეოგადაღებას, რა დროსაც მას შელაპარაკება მოუვიდა ადგილობრივ მცხოვრებლებთან, რომლებიც საკუთარი სახლის წინ სადილობდნენ. ადგილობრივებმა მენაბდის მიერ მათი უნებართვოდ გადაღების ფაქტი გააპროტესტეს. ინციდენტის ადგილზე მივიდა გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის სამმართველოს ურეკის განყოფილების უბნის ინსპექტორი, რომელიც ახლომდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ შემოვლას აწარმოებდა.
"პოლიციის თანამშრომელმა კონფლიქტის განმუხტვა სცადა და ინციდენტის მონაწილე პირებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ამ დროს ჟურნალისტმა, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, სამართალდამცველს შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარი კონფლიქტის დეტალების გარკვევის მიზნით, უბნის ინსპექტორმა ჟურნალისტის შეყოვნება სცადა და მას პოლიციის განყოფილებაში მისვლა სთხოვა. თუმცა, ლადო მენაბდე არ დაემორჩილა სამართალდამცველის მოთხოვნას და წინააღმდეგობა გაუწია. მან უბნის ინსპექტორს ხელი ჰკრა, რა დროსაც სამართალდამცველი დაეჯახა ჟურნალისტის ავტომანქანის საქარე მინას და ხელი დაიზიანა. დაზიანდა საქარე მინაც. ადგილზე მივიდნენ გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის სამმართველოს თანამშრომლები და კონფლიქტში მონაწილე მხარეები, გამოკითხვის მიზნით, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს", – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მომხდარის შესახებ სხვა ვერსიას ყვება თავად ჟურნალისტი. მის განმარტებას გურიის მოამბე ავრცელებს, რომლის დამფუძნებელიც არის თავად ლადო მენაბდე:
„ჩვენ შემოგვივიდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნებიდან, სცემეს. სოციალურ ქსელშიც ბევრი სტატუსი აიტვირთა, რომ კურორტზე სეზონის დაწყების წინ დაიწყო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუშლის სეზონის წარმატებით ჩატარებას. ამ თემაზე ვაკეთებდით სიუჟეტს, დასრულებული გვქონდა მუშაობა, მოვდიოდით უკან. ოპერატორს დამატებით კადრები სჭირდებოდა, ამ დროს მოვიდა პიროვნება მუქარითა და შეურაცხყოფით, პიროვნულად არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა, პრეტენზია ქონდა რუსთავი2-ზე, რომ ჩვენ ყველაფერს არასწორად ვაშუქებთ და აგვიკრძალა გადაღება. არ მისცა ოპერატორს იმის უფლება, რომ გზა გადაეღო. ჩვენ ვერ გავიგეთ, ვინ იყო ეს ადამიანი, ის გაგვეცნო, როგორც ზური ოთხოზორია. დავაზუსტეთ შემდეგ და აღმოჩნდა, რომ მოიტყუა ეს სახელი და გვარი, აღმოვაჩინეთ, რომ ეს იყო ივანიშვილის ოჯახის ახლობელი გვარად ქიმუცაძე, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს.
შემდეგ ადგილზე მოვიდა პოლიცია, რომელსაც რამდენჯერმე მივმართე და ნაცვლად იმისა დავეცავი, მითხრა რომ ვიყავი დაკავებული, შემდეგ მოვიდნენ სხვა პოლიციელები. როგორც ურეკის, ასევე ოზურგეთის განყოფილებიდან. შემდეგ მოვიდნენ გურიის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ქიმუცაძე ხელმძღვანელობდა ამ პოლიციელებს, მისი დირექტივის ქვეშ იქცეოდნენ. აგრძელებდა ეს ადამიანი შეურაცხყოფას და მუქარას.
მიუხედავად ჩემი არაერთგზის მოწოდებისა, პოლიცია არანაირ ზომებს არ ღებულობდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა ამირან ჩეთკურიშვილმა, რომელიც მე გამეცნო ურეკის პოლიციის უფროსად, ადგილიდან გააპარა ეს ქიმუცაძე. არანაირი შეხლა - შემოხლა არ მქონია პოლიციასთან. პოლიციელმა სცადა მეხსიერების ბარათის წართმევა, მე დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება, ამ დროს მან ჩაამტვრია ჩემი მანქანის სარკე. უბრალოდ ვეუბნებოდი გამარკვიეთ რა ხდება. არ გამარკვიეს, არაფერი არ მითხრეს".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები