10 გზა, როგორ ვიზეიმოთ ახალი წელი პიროტექნიკის გარეშე
ფოტო: ABC
რამდენიმე წლის წინ, ახალი წლის დილას, სოციალურ ქსელებში შემაძრწუნებელი ამბავი გავრცელდა თანდართული აპოკალიფსური ფოტოთი — როგორ დაიფარა რომის ქუჩები დახოცილი ჩიტებით სადღესასწაულო ფეიერვერკის შემდეგ. ზოგს ეს ამბავი ყალბი ინფორმაციაც ეგონა, მაგრამ ყველა ეჭვი მალევე გაიფანტა და დადასტურდა, რომ ასობით ფრინველის დახოცვა სწორედ საახალწლოდ ატეხილ ბათქაბუთქს მოჰყვა.
მხოლოდ ეს შემთხვევაც გამოდგებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ ფეიერვერკი ცოცხალ სამყაროს უზარმაზარ ზიანს აყენებს. გარეული ცხოველები ხმაურზე ხშირად ტოვებენ საცხოვრებელს და გზააბნეულნი გარბიან; მათი ნაწილი იღუპება: ზოგი შიშით, ზოგიც — პიროტექნიკით გაჩენილი ხანძრით. არც გადარჩენილები არიან კარგ დღეში: უზიანდებათ სმენა და მხედველობა. ამასთან, ფეიერვერკის ხმა ძალიან სტრესულია შინაური ცხოველებისთვის, განსაკუთრებით — მიუსაფარი ცუგებისა და ფისოებისთვის. ამ ყველაფერთან ერთად კი, პიროტექნიკა, რა თქმა უნდა, ვნებს ადამიანსაც, რადგან მისი გამოყენების შედეგად გამოყოფილი ქიმიური და მომწამვლელი ნივთიერებები ხვდება ჩვენს სასუნთქ ჰაერში, წყალსა და საკვებშიც კი.
- რატომ და როგორ უნდა დაიცვათ თქვენი შინაური ცხოველები ახალი წლის ღამეს
- 8 გზა, როგორ ვიზრუნოთ დაუცველ ცხოველებზე ზამთარში
რადგან შევთანხმდით, რომ პიროტექნიკის გამოყენება არ ღირს, დროა, ალტერნატივის მოძიებაზეც ვიზრუნოთ. ეს კი სულაც არაა რთული ამბავი: ახალი წლის აღსანიშნად იმაზე მეტ სახალისო გზა არსებობს, ვიდრე გგონია. მათგან რამდენიმე ქვემოთაა ჩამოთვლილი.
1. იცეკვე, იმღერე...
ფოტო: Giphy
არაფერი ქმნის სადღესასწაულო განწყობას ისე, როგორც მუსიკა. თუმცა, უფრო გაერთობი, თუკი მხოლოდ მოსმენას არ დასჯერდები და იცეკვებ, ან სულაც კარაოკეზე იმღერებ. და სულ არ აქვს მნიშვნელობა, როგორი პლასტიკა ან ვოკალი გაქვს, ეს ხომ ახალი წელია!
2. მოაწყვე კოსტიუმირებული წვეულება
ფოტო: Giphy
კიდევ იცი, რა უხდება ახალ წელს განსაკუთრებულად? კარნავალი! თემატური კოსტიუმირებული წვეულების მოწყობა სადღესასწაულოდ მისწრებაა: განსაკუთრებით, თუ დიდი ოჯახი გყავს ან სამეგობროსთან ერთად ზეიმობ. წვეულების თემატიკა კი იმდენნაირი შეიძლება იყოს, რამდენიც გსურს: ზღაპრები, ბეჭდების მბრძანებელი, ჰარი პოტერი...
3. ყველაფერი კონფეტით დაფარე
ფოტო: Giphy
კონფეტი, იგივე ფერადი ფურცლების წვიმა, ნებისმიერი წვეულების განუყრელი ნაწილია, ასე რომ, საყიდლების სიას აუცილებლად უნდა მიამატო. თანაც, ფეიერვერკის მშვენიერი ალტერნატივაა — უსაფრთხო გამოსაყენებელია, მათ შორის, შიდა სივრცეში. ერთი ისაა, რომ მერე ყველაფრის დალაგება მოგიწევს...
4. ოთახი ორიგინალური განათებით მორთე
ფოტო: Giphy
საახალწლოდ სახლს ისედაც ვრთავთ გირლანდებითა და კედლებზე ჩამოკონწიალებული "ჯონჯოლისებური" განათებით, მაგრამ საქმეს თუ უფრო კრეატიულად მიუდგები, უკეთეს შედეგს მიიღებ: რას იტყვი, მაგალითად, კოსმოსური სანათის შეძენაზე? ეს ჯადოსნური ნივთი მთელ შენს ოთახს გალაქტიკებსა და ვარსკვლავებს შორის მოაქცევს. ამის ფონზე კი საჩუქრებიც შეგიძლიათ გახსნათ.
///
5. მოიმარაგე სასუსნავი და მოაწყვე საყვარელი ფილმების მარათონი
ფოტო: Giphy
როცა საახალწლო სუფრაც მოგბეზრდება, ცეკვაც და საჩუქრების გახსნასაც მოამთავრებ, შეიძლება მოიწყინო. სწორედ მაშინ დგება საყვარელი საახალწლო ფილმების მარათონის მოწყობის დრო; შესაძლოა, მარტო სახლში უკვე ზეპირად იცი, მაგრამ მერე რა?! ან თუ არჩევანს ჰარი პოტერზე შეაჩერებ, ბედობასაც ჰოგვორტსში შეიძლება შეხვდე...
6. გაერთე სამაგიდო თამაშებით
ფოტო: Giphy
შეიძლებოდა გვერჩია, საყვარელ ვიდეოთამაშს ჩაუჯექიო, მაგრამ რადგან ახალი წელი ის იშვიათი დღეა, როცა მთელი ოჯახი ან სამეგობრო იკრიბება, თამაშიც ერთად ჯობს. იაპონური ჯოკერი იქნება ეს, მაგიდის ფეხბურთი თუ სულაც ნარდი — ნებისმიერი მათგანი ბევრად სახალისოა, როცა საყვარელ ადამიანებთან ერთად თამაშობ (რასაკვირველია, ჯუმანჯის გარდა). სამაგიდო თამაშების შერჩევაში თუ დახმარება გჭირდება, ამ სტატიას შეგიძლია მიაკითხო.
7. გაისეირნე ქუჩებში (ცხელი სასმლით ხელში)
ფოტო: Giphy
რა ჯობია სადღესასწაულოდ მორთულ ქუჩებში სეირნობას?! არ ვიცით, შენს ქალაქში თუ ითოვებს ახალი წლის ღამეს, მაგრამ გასეირნება მაინც მშვენიერი აზრია. თან, გზად შეიძლება კონცერტზეც აღმოჩნდე. რაც მთავარია, თბილად ჩაცმა და საიმედოდ დახურული ჭურჭლით ცხელი შოკოლადის გაყოლება არ დაგავიწყდეს.
8. შუშხუნები, ბევრი შუშხუნა!
ფოტო: Giphy
შუშხუნები პიროტექნიკის კიდევ ერთი მშვენიერი შემცვლელია. მათი (სწორად) გამოყენებით არც შენ დაშავდები და გარემოსაც არ მიაყენებ ზიანს. ახალ წლამდე დარჩენილი წამების უკუათვლისას აელვარებული შუშხუნები კი ამ განსაკუთრებულ მომენტს კიდევ უფრო მეტ ჯადოსნურობას შესძენს.
///
9. გაიხსენე გასული წელი ფოტოებით
ფოტო: Giphy
შეიძლება განვლილი წლით მაინცდამაინც კმაყოფილი არ იყო, მაგრამ ბოლო თორმეტ თვეში უთუოდ მოიძებნება ისეთი მომენტები, რომელთა გახსენებაც ღირს. განსაკუთრებულ მომენტებს კი ყველაზე უკეთ ფოტოები ინახავს, ასე რომ, ჩაუჯექი შენი ტელეფონის ფოტოალბომს და გადაარჩიე სურათები. ამ დროს შეიძლება ისეთ ფოტოსაც გადააწყდე, რომელიც უკვე დავიწყებული გქონდა, მისმა გახსენებამ კი ღიმილი მოგგვაროს. ისე, სურათების ამობეჭდვა და ალბომის გაკეთება ან დღიურში მათი ჩაწებებაც არაა ურიგო აზრი...
10. ჩამოწერე ახალი წლის გეგმები
ფოტო: Giphy
რაც უნდა იყოს, ახალ წელს მაინც უკეთესის იმედით და გეგმების უცილობლად შესრულების დაპირებით ვხვდებით ხოლმე. ჰოდა, მთელი ამ სადღესასწაულო ორომტრიალის ფონზე, შეგიძლია მშვიდად ჩამოჯდე და მომავალი წლის გეგმები ჩამოწერო. მაგალითად, ახალი ენის შესწავლაზე რას იტყოდი?
ბონუსი: თუ მაინც ვერ ელევი ფეიერვერკს, ვიდეოდ ჩართე
ფოტო: Giphy
რატომღაც თუ მაინც მოგწონს მთელი ეს ბათქაბუთქი, შეგიძლია იუთუბზე მოიძიო ფეიერვერკის კადრები (თანაც, 4K ხარისხში) და ის ჩართო ტელევიზორში. სხვა თუ არაფერი, ამით საკუთარ თავსაც გაუფრთხილდები, სხვებსაც და გარემოსაც.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ბედნიერი ახალი წელი გისურვოთ!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები