არა ფობიას!: უცხოელებისგან მტრის ხატის შექმნამ, შესაძლოა, სოციალური კონფლიქტები წარმოშვას
სამოქალაქო პლატფორმა არაფობიას წევრი ორგანიზაციები, ხელისუფლებას სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ, რათა დღეს დაგეგმილ ე.წ. ქართველთა მარშზე არ მოხდეს ძალადობის გამოვლინება რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე და უზრუნველყოფილი იყოს მანიფესტაციის კანონის ჩარჩოებში დარჩენა.
არაფობიას წევრი ორგანიზაციების განცხადებით, სანდრო ბრეგაძე ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნისას გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით უმცირესობების ჯგუფების მიმართ.
"მის მიერ გავრცელებულ მიმართვაში ასევე ვხვდებით ფსევდო-ეროვნულ სენტიმენტებს და მოსახლეობისადმი მოწოდებას, მონაწილეობა მიიღონ საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად ირანელი, არაბი, აფრიკელი და ა.შ. ადამიანების ქვეყნიდან გაძევების მოთხოვნით დაგეგმილ ე.წ. ქართველთა მარშში. აღსანიშნავია, რომ მარშს სხვა რადიკალური ულტრანაციონალისტური ჯგუფებიც შეუერთდნენ," - ნათქვამია არა ფობიას წევრი ორგანიზაციების განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ახალისებს ქვეყანაში არსებულ რასისტულ განწყობებს, ხოლო უცხოელებისგან მტრის ხატის შექმნამ, შესაძლოა სოციალური კონფლიქტები წარმოშვას:
"მცდელობა, საქართველოში მცხოვრები უცხოელებისაგან შეიქმნას მტრის ხატი, ხელს უწყობს საზოგადოებაში ქსენოფობიური და რასისტული განწყობების გაძლიერებას, რაც არსებითად ეწინააღმდეგება დემოკრატიული, პლურალური, სოლიდარული საზოგადოების მშენებლობას და იმ ღირებულებათა წესრიგს, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული საერთაშორისო აქტებით. საქართველო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქვეყანაა და ქსენოფობიურ და რასისტულ დისკურსს შეუძლია არსებითად დააზიანოს არადომინანტი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ინტეგრაციის პროცესი და სოციალური კონფლიქტები წარმოშვას".
არა ფობიას! წევრი ორგანიზაციები არიან:
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
- ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი - საქართველო (BBSA-Georgia);
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
- თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI);
- იდენტობა;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები