სელფი მობაილმა გალტ & თაგარტის და თიბისი კაპიტალის დახმარებით, 65 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა
ფოტო: საქართველოს ბანკი
სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც 1.3 მლნ აბონენტზე მეტს ემსახურება, წარმატებით განათავსა 65 მილიონი ლარის მოცულობის უზრუნველყოფილი ობლიგაციები. განთავსების აგენტები იყვნენ გალტ & თაგარტი და თიბისი კაპიტალი. ობლიგაციები ლარშია დენომინირებული, ვადა 3 წელს შეადგენს, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 6-თვიან TIBR + 3.5%-ია. ფასიანი ქაღალდი უზრუნველყოფილია კომპანიის უძრავი და მოძრავი ქონებით. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ტრანზაქცია იყო კომპანიის სადებიუტო განთავსება კაპიტალის ბაზარზე.
2023 წლის ოქტომბერში სელფი მობაილს, გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, გერმანული სააგენტოსგან, Scope Ratings-ისგან მიენიჭა BB- საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით. მოცემული რეიტინგი საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორში ყველაზე მაღალ რეიტინგს წარმოადგენს. შედეგად, კომპანიის ობლიგაციების განთავსებაზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. ფასიანი ქაღალდი შეიძინეს საქართველოს წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა და საქართველოს საპენსიო სააგენტომ.
"სელფი მობაილმა ახლახანს დაასრულა მის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება, 65 მლნ ლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსების სახით. მოზიდული ფინანსური რესურსი მოხმარდება არსებული ვალდებულებების დაფარვას და სელფის ქსელის გაუმჯობესებისა და გაფართოების პროექტს. მიღებული დაფინანსებით, სელფი ასევე გააგრძელებს 5G ტექნოლოგიის დანერგვას, რისთვისაც კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში მიმდინარე წლის აგვისტოში გაიმარჯვა. ცალკე აღნიშვნის ღირსია სელფის ობლიგაციების მიმართ დაფიქსირებული მაღალი მოთხოვნა, რაც განპირობებულია სელფის სტაბილური პოზიციით ბაზარზე, კარგი მომგებიანობით და სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივით. მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო გალტ & თაგარტსა და თიბისი კაპიტალს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ჩემს კოლეგებს სიბიეს ჯგუფში და სელფის გუნდს ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებისთვის", — თამარ გახარია, “სიბიეს ჯგუფის” ფინანსური დირექტორი.
"მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტის მხარდაჭერით სელფი მობაილმა მოახერხა მოეპოვებინა თავის სექტორში უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი და წარმატებით გამოეშვა სადებიუტო ლარის უზრუნველყოფილი ობლიგაციები. მოპოვებული მაღალი რეიტინგის შედეგად, კომპანიამ შეძლო ფინანსური ინსტიტუტების დივერსიფიცირებულ ინვესტორთა წრეზე ტრანზაქციის ხელსაყრელ პირობებში განთავსება. შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა დაფინანსების სტრუქტურა, საპროცენტო განაკვეთი და დააფინანსა 5G-ს ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული პროექტები. ასევე მოხარულები ვართ, რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანმა ინსტიტუციურმა ინვესტორმა, საპენსიო სააგენტომ, მორიგ ადგილობრივ ტრანზაქციაში მიიღო მონაწილეობა", — ლევან შავკაციშვილი, გალტ & თაგარტის მმართველი დირექტორი.
"მოხარული ვართ, რომ თიბისი კაპიტალი სელფი მობაილის სადებიუტო ემისიის მხარდამჭერია. ობლიგაციების გამოშვებით, კომპანიამ შეძლო ფინანსური რესურსების დივერსიფიკაცია და საპროცენტო ხარჯის გაუმჯობესება. ამასთან ერთად, კომპანიას მომავალში შესაძლებლობა ექნება გამოათავისუფლოს მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები, რითიც დააფინანსებს მსხვილ კაპიტალურ დანახარჯებს. შედეგად კი, უზრუნველყოფს ბიზნესის უწყვეტ განვითარებასა და მომხმარებლებისთვის გამოცდილების გაუმჯობესებას. სელფი მობაილის სადებიუტო ობლიგაციები გამყარებულია Scope Ratings-ის მიერ მინიჭებული BB- რეიტინგით (სტაბილური პერსპექტივით), რამაც ასევე შეუწყო ხელი ობლიგაციებისადმი ინტერესის ზრდას. შედეგად, ობლიგაციების შეძენის მიმართ დაინტერესება დაახლოებით 25%-ით აღემატებოდა ემისიის მოცულობას. ტრანზაქცია CBS ჯგუფისა და თიბისის 15 წლიანი წარმატებული პარტნიორობის მორიგი დასტურია. აღნიშნული ობლიგაციები თიბისი კაპიტალისთვის წელს მე-16 განთავსებაა და ბაზარზე ვინარჩუნებთ მოწინავე საინვესტიციო ბანკის პოზიციას", — მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
სელფის შესახებ
„სელფი მობაილი“ ქართული ტელეკომ კომპანიაა, რომელიც დღეს 1,3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. მისი განვითარებული ციფრული ეკოსისტემის დამსახურებით, კომპანია დგას დიჯითალ ტრანსფორმაციის სათავეში, რომლის არსიც ტექნოლოგიური მიღწევებით მომხმარებლების საჭიროებების მხარდაჭერაა. „სელფი მობაილი” აქტიურად ვითარდება და არსებული ქსელის საფუძვლიან განახლებასთან და გაფართოებასთან ერთად, ერთადერთი ქართული მობილური ოპერატორია, რომელიც საქართველოში 5G ტექნოლოგიას ნერგავს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
სს გალტ & თაგარტის შესახებ:
სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
შპს თიბისი კაპიტალის შესახებ:
თიბისი ბანკის შვილობილი – თიბისი კაპიტალი, საქართველოს წამყვანი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც კლიენტებს ფინანსური მიზნების მიღწევაში ეხმარება. თიბისი კაპიტალი საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ემსახურება კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტურირებითა და კონსულტაციებით უზრუნველყოფს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები