საპატრიარქო ამბობს, რომ დეკანოზი ევროკავშირის დროშის დაწვის გამო კი არა, მღვდლების შეურაცხყოფისთვის დასაჯა
ფოტო: საპატრიარქო
მოკლედ: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ფეისბუქზე წერს, რომ ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურმა, სპირიდონ ცქიფურიშვილმა, საეკლესიო სასჯელი ევროკავშირის დროშის დაწვის გამო არ მიიღო.
- მათი განცხადებით, მღვდელმსახური დასაჯეს "სასულიერო პირების შეურაცხყოფისთვისა და ცილისმწამებლური განცხადების გამო".
სტრიქონებს შორის: "საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომაზე, "დისციპლინური და ეთიკური დარღვევებისთვის, მოციქულათა 55,56 და კართაგენის 79-ე კანონის საფუძველზე, დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს შეუჩერდეს ყოველგვარი მღვდელმოქმედების უფლება",— წერია 26 დეკემბრის სონოდალური კომისიის დასკვნაში.
რატომ წვავენ მღვდლები ევროკავშირის დროშებს: ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, 16 დეკემბერს, პრორუსული, ძალადობრივი მოძრაობის, ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა შარუხიამ, მცხეთის გამგეობის შენობაზე აღმართული ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა დაწვა.
შარუხია ადმინისტრაციულ შენობაზე თავდასხმის ბრალდებით, პროკურატურამ დააკავა და ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით.
- სასამართლომ უარი განაცხადა შარუხიას გირაოთი გათავისუფლებაზე და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
- ლაშა შარუხიას ბრალდება წაყენებული აქვს ქონების დაზიანება-ცეცხლის წაკიდების მუხლით, რაც 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა შარუხიას ძალადობრივი პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის რამდენიმე ლიდერი და საქართველოს საპატრიარქოს მღვდელმსახურები, სოლიდარობის ნიშნად, ევროკავშირის დროშების დაწვით გამოეხმაურნენ.
მათ შორის იყვნენ, მღვდლები: ბასილ ახვლედიანი, სპირიდონ ცქიფურიშვილი და იაკობ მესტვირიშვილი.
- 22 დეკემბერს კონსერვატიული მოძრაობის ლიდერებმა, ზურაბ მახარაძემ და ირაკლი მარტინენკომ, თბილისის მერიის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხნეს და დაწვეს. ვიდეოკადრები კი ალტ ინფოს გვერდზე გააზიარეს.
- პოლიციამ ისინი ადგილზე დააკავა. ირაკლი მარტინენკო 1000 ლარით დააჯარიმეს, ზურაბ მახარაძის მიმართ კი ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო, რაც გულისხმობს დროშის ხელმეორედ დაწვის გამო, 2000 ლარით დაჯარიმებას, ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
- 23 დეკემბერს პარტიის ორივე ლიდერი გაათავისუფლეს.
რას ამბობს კანონი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ფიზიკური პირი, დროშების დაწვის გამო, დაჯარიმდება იმ შემთხვევაში თუ
"საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა — გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.
დროშის ან გერბის ხელმეორედ შებღალვის ფაქტი გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით", — წერია კოდექსში.
ბოლო ხაზი: პრორუსული ძალების მიერ ევროკავშირის დროშიც ჩამოხსნის და დაწვის ფაქტი პირველი არ არის. მაგალითად, 2023 წლის მარტში კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ზურა მახარაძემ, ოთხ ადამიანთან ერთად, საქართველოს პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და დაწვა.
- ისინი 1000 ლარით დაჯარიმდნენ და მათზე სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები