სომხეთის დედაქალაქს თეგეტა ჰოლდინგის მიერ მიწოდებული თანამედროვე ავტობუსები ემსახურება
ფოტო: თეგეტა
- თეგეტამ გერმანული კომპანიის, MAN-ის, ავტობუსები ერევანს საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში მიაწოდა.
- სატრანსპორტო რეფორმა სომხეთის დედაქალაქში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით ხორციელდება.
ერევნის მილიონზე მეტ მოსახლეს MAN-ის ბრენდის ავტობუსები ემსახურება. თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები სომხეთის დედაქალაქს თეგეტა ჰოლდინგმა მიაწოდა. ქართული კომპანია, რომელიც გერმანული ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია, ერევნის მერიის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულია. უსაფრთხოებითა და თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლებით გამორჩეული ავტობუსებით ერევნის მთავრობამ დედაქალაქის მცხოვრებლებს მომსახურების ახალი სტანდარტი შესთავაზა, რაც ქალაქის სატრანსპორტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. MAN Lion’s City 12C ტიპის 87 ავტობუსი ერევნის არსებული სატრანსპორტო ქსელის ძირითად მარშრუტებზე გადაადგილდება.
ვაზგენ არუთინიანი, ერევნის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი: "მოხარულები ვართ, რომ თეგეტასთან წარმატებული თანამშრომლობით ჩვენი დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ. შედეგად, ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ერევნის მცხოვრებლები ევროპული სტანდარტის, კომფორტული ავტობუსებით მგზავრობენ. ასევე ხაზგასასმელია, რომ MAN Lion’s City 12C ტიპის სატრანსპორტო საშუალებები, სხვა მოდელებთან შედარებით, გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიის შემცირებას. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა, თეგეტამ, შემოგვთავაზა ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა — ხარისხიანი, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული ავტობუსები მისაღებ ფასად. კომპანიამ ტრანსპორტი გათვალისწინებულზე ექვსი თვით ადრე მოგვაწოდა, რაც ძალიან სასიამოვნოა. ერევნის მთავრობა განაგრძობს მუნიციპალური პარკის განვითარებას და იმედი გვაქვს, რომ წარმატებული თანამშრომლობა თეგეტასთან მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება".
ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი აირის ძრავაზე (CNG) მომუშავე ავტობუსები 94 მგზავრზეა გათვლილი, არის თანამედროვე დიზაინის, უსაფრთხო, სრულად ადაპტირებული და კომფორტული შშმ პირებისათვის. სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად, თეგეტასა და ერევნის მერიას შორის გაფორმებული სატენდერო ვალდებულების ნაწილია ავტობუსების ექსპლუატაციის შემდგომი სერვისის მიწოდებაც. ავტობუსების გამართული და შეუფერხებელი ოპერირებისათვის, თეგეტა ყველა საჭირო მომსახურებას გერმანული სტანდარტის შესაბამისად ახორციელებს.
ირაკლი პაპიაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული ბიზნესმიმართულების დირექტორი: "საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, ეს პირველი საერთაშორისო ტენდერია, რომლის თანახმადაც ავტობუსები ქვეყნის გარეთ მივაწოდეთ. როგორც იცით, სატრანსპორტო რეფორმა სომხეთის დედაქალაქში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით ხორციელდება. EBRD-ს ძალიან გამჭვირვალე და სამართლიანი შეფასება აქვს, რომელიც, ფასთან ერთად, ხარისხისა და მიწოდების კომპონენტსაც მოიცავს. თეგეტამ ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლო. 25 მილიონი ევროს ოდენობის ტენდერის პირობები ვადაზე ადრე შევასრულეთ. ამისათვის ჩვენს პარტნიორს, MAN-ს, ლოტები ტენდერის შედეგების გამოცხადებისთანავე დავუკვეთეთ. ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ჯერ პოლონეთში, MAN-ის ერთ-ერთ ქარხანაში, შემდეგ კი უკვე თბილისში ჩაუტარდა ინსპექტირება. ჩვენი დედაქალაქიდან კი MAN-ის 12-მეტრიანი ტრანსპორტი უშუალოდ ერევნის მერმა და ვიცე-მერმა ჩაიბარეს. ახლა კი ეს ავტობუსები მოსახლეობას წარმატებით ემსახურება. ჩვენი გამოცდილება, საერთაშორისო ბიზნესკავშირები და მნიშვნელოვან პარტნიორებთან თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას, კონკურენტუნარიანები ვიყოთ რეგიონის მასშტაბით. ერევნის მუნიციპალური ტრანსპორტის ტენდერი სწორედ ამის დასტურია".
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული, თეგეტა, ერევნის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის აპრილში გამოავლინა.
28-წლიანი საქმიანობის განმავლობაში ჰოლდინგს რეგიონის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. 2016 წლიდან კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები, MAN-ისა და სხვა ევროპული ბრენდების 500-ამდე ავტობუსი მიაწოდა. ამჯერად კი კომპანია მორიგი სატენდერო პირობების შესასრულებლად ემზადება, რომლის ფარგლებშიც „თეგეტა“ საქართველოს დედაქალაქს 160 ერთეული ევროპული წარმოების MAN-ის უახლესი 18-მეტრიანი ავტობუსებით მოამარაგებს. თბილისის მუნიციპალური პარკისთვის MAN Lion’s City 18C-ს მიწოდება კომპანიამ უკვე დაიწყო.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია Tegeta Truck & Bus 2006 წლიდან ბავარიული კომპანიის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. ცენტრალური ფილიალის ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული და სრულად შეესაბამება გერმანული კომპანიის მოთხოვნებს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს ჰოლდინგი გეგმავს MAN-ის სტანდარტებით ახალი, მასშტაბური სერვისცენტრის მშენებლობას, რომელშიც ყველა ის სერვისი იქნება ხელმისაწვდომი, რომლებსაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები