ახალი „მაკდონალდსი“ ქუთაისის ცენტრში და თემურ ჭყონიას სამომავლო გეგმები
უკვე 18 წელია, რაც საქართველოში გლობალური სარესტორნო ქსელი „მაკდონალდსი“ წარმატებით ოპერირებს და სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: კომპანიის რუკას, რომელიც საქართველოს 5 ქალაქში 11 რესტორანს აერთიანებს, დღეიდან ქუთაისის კიდევ ერთი რესტორანი უერთდება: ამჯერად ქალაქის ცენტრში — აღმაშენებლის მოედნის #1-ში.
თუმცა, რესტორნების ქსელთან ერთად, საქართველოში „მაკდონალდსის“ მასშტაბებიც იზრდება: ქუთაისის ახალი ობიექტი უპრეცედენტო პროექტია, რომელსაც „მაკდონალდსის“ სტანდარტული რესტორნებისგან განსხვავებით, გაორმაგებული ინვესტიცია — 6 171 000 ლარი მოხმარდა. იქ კადრების გადამზადების ცენტრიც განთავსდება, რომელიც ქუთაისის, ბათუმის და ზუგდიდის ობიექტების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იმუშავებს.
სულ ცოტა ხნის წინ კი „მაკდონალდსი საქართველოს“ ბაზაზე, ევროპის „მაკდონალდსსა“ და მის ოფიციალურ პარტნიორთან — გერმანულ ლოჯისტიკურ კომპანია „ჰავისთან“ ერთად, საქართველოში ლოგისტიკური ჰაბი გახსნა, რომელსაც დღეში 1500 ტონა პროდუქციის გადამუშავების და მთელი ამიერკავკასიის რეგიონის მომარაგების პოტენციალი აქვს; ხოლო კომპანიის წარმომადგენლები სალათის ფურცლების ადგილობრივ წარმოებასთან ერთად პურ-ფუნთუშეულის საწარმოს შესახებაც აანონსებენ, რაც ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტზე გასვლის პერსპექტივაზე მიგვანიშნებს.
„მაკდონალდსი საქართველოს“ პრეზიდენტმა — თემურ ჭყონიამ ბრენდის განვითარების ხედვასა და სამომავლო გეგმებზე საუბრისას იმ სირთულეების შესახებაც ისაუბრა, რომელთა გადალახვას კომპანია წარმატებით ახერხებს:
„ყოველი ახალი რესტორნის გახსნისას ვიღაც პლაკატებით მოდის და გვეჩხუბება, თუმცა ამას ბოლომდე სირთულედ არ მივიჩნევთ; პირიქით — იმდენად მივეჩვიეთ, თუ არავინ გამოჩნდა, ვკითულობთ კიდეც, რა ხდება-თქო :) ისე კი, სირთულეები ადრე უფრო იყო, ახლა პოლიტიკოსების თაობა შეიცვალა. პოლიტიკოსებმა ხომ რეალურად ბიზნესის განვითარებაში უნდა შეგვიწყონ ხელი. ამიტომაც, ჩვენთვის ყველაზე დიდი მიღწევა იქნება, როდესაც დიდი პოლიტიკოსები იმ თაობის წარმომადგენლები გახდებიან, ვისაც „მაკდონალდსში“ დაბადების დღეები გადაუხდიათ — სახაშეში გარზდილი პოლიტიკოსი პროგრესულად ვერ იაზროვნებს!
არსებობს საზოგადოების ჯგუფიც, რომელიც მუდმივად გვაკრიტიკებს, თითქოს „მაკდონალდსი“ არაჯანსაღ საკვებს გვთავაზობს, თუმცა ჩვენ ეს არ გვწყინს — მიგვაჩნია, რომ ის ადამიანები ზოგადად ყველაფერს კრიტიკულად უყურებენ. წარმოიდგინეთ, ჩიკაგოში ჰამბურგერის უნივერსიტეტიც კი არსებობს, სადაც სპეციალური ინგრედიენტების შემუშავება ხდება, ჰამბურგერის პურის შემადგენლობა სასარგებლოც რომ იყოს და გემრიელიც, რათა ერთხელ გასინჯვის შემდეგ ადამიანს მისი დაგემოვნების სურვილი კიდევ გაუჩნდეს. აღარაფერს ვამბობ უამრავ ცნობილ და გავლენიან ადამიანზე, მაგალითად — ბილ გეითსსა და ცნობილ ამერიკელ ბიზნეს-მაგნატ, ინვესტორ და ფილანტროპ უორენ ბაფეტზე: ბაფეტი ამბობს, რომ ყოველ დილას „მაკდონალდსის“ საუზმით იწყებს, გეიტსი კი „კოლა ლაითს“ მიირთმევს.
სუნელების ბოლოდროინდელი ინციდენტიც გავიხსენოთ: ამან ცხადყო, რომ ნებისმიერი საკვები — როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტირებული, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. ჩვენს ახალ ლოჯისტიკურ ცენტრში სპეციალური კლიმატური პირობებია შექმნილი, იქ შენახულმა პროდუქტმა პირვანდელი სახე რომ შეინარჩუნოს, თანაც მას სისტემატურად ამოწმებს ევროპის „მაკდონალდსის“ ლაბორატორიული ცენტრი. გარდა ამისა, „მაკდონალდსი“ საკვების მომზადების ყველა პროცესს აკონტროლებს: ფერმებს, რომლებიც რესტორნებს ხორცით ამარაგებენ, იქაური ცხოველების საკვებ რაციონს — ხორცში ცხიმის ბალანსი რომ დაცული იყოს და ა.შ. ადამიანები „მაკდონალდსის“ პროდუქციით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ სუქდებიან, რომ ის გემრიელია და შესაბამისად, ბევრს მიირთმევენ. რაღა დაგიმალოთ, ერთი „ბიგ მაკი“ არც მე მყოფნის.
საკვების მაღალ ხარისხს „მაკდონალდსის“ უახლესი დანადგარებიც განაპირობებს: მაგალითად, ჩვენ მიერ გამოცვლილი ზეთი კვების სხვა ობიექტების მიერ გამოყენებულ პირველადი მოხმარების ზეთს ჯობია: ზეთის შეცვლის პროცესებში ადამიანები არც კი ერევიან — როგორც კი სითხე კონსისტენციას კარგავს, დანადგარი მას ავტომატურად ღვრის. ზეთის კონტროლი აუცილებელია, რადგან მოგეხსენებათ, გარკვეული ეტაპების შემდეგ შემადგენლობას იცვლის და კანცეროგენი ხდება“.
„მაკდონალდსი საქართველოს“ ამიერკავკასიის რეგიონზე გათვლილი ლოჯისტიკური ცენტრი და ბრენდის განვითარების გეგმები უახლოესი წლების განმავლობაში
თემურ ჭყონია: „ახლა უკვე პურის ქარხნის მშენებლობაც დავიწყეთ, რომელსაც 30 მილიონი პურის წარმოების პოტენციალი ექნება. მას შემდეგ, რაც წარმოების პროცესები დალაგდება, პროდუქციის ექსპორტსაც დავიწყებთ.
ასევე, თუ ვინმეს მოუნდება, საქართველოში ძალიან სერიოზული ბიზნესი — ხორცის წარმოება დაიწყოს, რა თქმა უნდა, ხარისხის იმ სტანდარტების დაცვით, რომლებსაც „მაკდონალდსი“აწესებს, ჩვენ დიდი სიამოვნებით გავუწევთ რეკომენდაციას. სწორედ ამ გზით უნდა წავიდეს ნებისმიერი დამწყები ბიზნესმენი — ინვესტიცია იმ საქმეში ჩადოს, რომლის მომხმარებელიც უკვე გამზადებული ჰყავს. საქართველოში სამომავლოდ კიდევ 10 რესტორნის გახსნას ვგეგმავთ, ლოჯისტიკური ცენტრი კი საწყის ეტაპზე სომხეთის (როდესაც სომხეთში „მაკდონალდსი“ შევა), შემდეგ კი უკვე სხვა ქვეყნების „მაკდონალდსებსაც“ მოემსახურება.
სასალათე მეურნეობაც ხელსაყრელი პერსპექტივაა, თუმცა ჩვენ ამის სპეციალისტები არ ვართ. ამ საკითხის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრს ვესაუბრე და საკმაოდ დაინტერესებულია. როდესაც 22 რესტორანი გვექნება, „მაკდონალდსის“ გარშემო სხვადასხვა მცირე ბიზნესის განვითარების მოთხოვნა საგრძნობლად გაიზრდება: 22 რესტორანი დღეში 50 000 ადამიანს და 200-მილიონზე მეტ ბრუნვას ნიშნავს, რაც საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ გააძლიერებს“.
ჭყონიამ სახელმწიფო სექტორის მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი
„მაკდონალდსის“ მნიშვნელობა ჩვენს ეკონომიკის სამინისტროს ძალიან კარგად ესმის, ამიტომაც ადგილების გამოყოფის თუ ყიდვის პროცესებში მინიმალური რაოდენობის პრობლემები გვექმნება. კვირიკაშვილთან ჯენტლმენური ხელშეკრულება მაქვს გაფორმებული, რომლის თანახმადაც საქართველოში კიდევ 10 რესტორანი უნდა გავაკეთოთ, რაც ტურიზმის და სარეკლამო ბიზნესის განვითარებას, ინფრასტრუქტურის ზრდას და დასაქმებას შეუწყობს ხელს.
ასევე, მხარდაჭერა გამოგვიცხადა ქუთაისის მერმა — შოთა მურღულიამაც. ის საოცრად მაღალ დონეზე საუბრობს გერმანულად და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენს პროექტანტზე, რომელიც გერმანულენოვანი ავსტრიელია; მათ შორის მართლაც განსაკუთრებული კომუნიკაცია დამყარდა და შოთამ ძალიან ბევრი იშრომა, ჩვენთვის სასურველი ტერიტორია რომ დაეთმოთ. მლიქვნელობაში არ ჩამითვალით, ეს ჩემი სტილი არაა, უბრალოდ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ადგილბრივ ხელისუფლებასთან ასეთი ურთიერთგაგება მყარდება, ბიზნესმენს უდიდესი სტიმული ეძლევა, სწრაფად და ხარისხიანად წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწიოს“.
ინვესტიციების მოზიდვის გზები
თემურ ჭყონიას განცხადებით, „მაკდონალდსი საქართველო“ აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის სახაზინო ფონდ OPIC-თან: „მათ რეალურად დაინახეს ჯანსაღი ფინანსური სტრუქტურა და ადამიანები, რომლებიც მას ხელმძღვანელობენ; გამჭვირვალე ინფორმაცია და ადგილობრივ ბაზარზე უდიდესი გამოცდილება. სექტემბერში ხელშეკრულებასაც დავასრულებთ და ზრდის შედეგად წარმოუდგენელ მასშტაბებს მივაღწევთ.
მთავარი კი ისა, რომ „მაკდონალდსში“ გაზრდილი ბავშვები გვჭირდება, რომ დაინახონ, თუ რამდენად დიდია ბრენდის მნიშვნელობა იმასთან შედარებით, ვიდრე დღეს აქვს მინიჭებული. „მაკდონალდსის“ გარეშე განვითარება გამორიცხულია, მაგიური M-ი ყველგან უნდა ანათებდეს, რადგან სწორედ ისაა ჩვენი გზამკვლევი დასავლური სამყაროსა და ეკონომიკური განვითარებისკენ!“
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები