ჩეჩნეთის სამხედრო დანაყოფმა რუს მოსწავლეებს, "მადლიერების" ნიშნად, საჩუქრები გადასცა
ფოტო: სკოლის ტელეგრამ-არხი
მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ ქალაქში, მეოთხე კლასის მოსწავლეებს, ჩეჩნეთის სამხედრო სპეცდანიშნულების რაზმმა საახალწლო საჩუქრები გადასცა, ქვედანაყოფის მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად.
აფტი ალაუდინოვმა, სპეცრაზმ "ახმატის" მეთაურმა, 3 იანვარს თავის Telegram არხზე განაცხადა, რომ ბავშვები დაასაჩუქრეს კოლომნას სკოლაში. ეს ქალაქი მოსკოვიდან 100 კმ-ის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.
სწრაფი რეაგირების დანაყოფი "ახმატი" რუსეთის ეროვნული გვარდიის შემადგენლობაშია, რომელიც მოქმედებს ჩეჩნეთში, ამჟამად იბრძვის უკრაინაში. დანაყოფი ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ახმატ კადიროვის სახელს ატარებს. ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის თქმით, უკრაინაში რაზმის 30 000-ზე მეტი ჯარისკაცი იბრძვის.
ალაუდინოვმა დაწერა, რომ სკოლის მოსწავლეები "დიდი ხნის განმავლობაში“ ამზადებდნენ სხვადასხვა ნივთს — მათ შორის, კამუფლაჟის ბადეებს, წერდნენ წერილებს და უგზავნიდნენ რბილ სათამაშოებს უკრაინაში მებრძოლ "ახმატის" ჯარისკაცებს.
"საახალწლოდ მათთვის საჩუქრები მოვაგროვეთ, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი ქცევა უნდა წახალისდეს და ვაჩვენოთ, რომ მათი შრომა ფუჭი არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია“, - წერს ალაუდინოვი და აქვეყნებს დროშის ფონზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც ბავშვებს ხელში საჩუქრები უჭირავთ.
მოსწავლეებს დაურიგეს ფინჯნები ახმატ კადიროვის პორტრეტით და ლოზუნგით "ახმატი ძალაა! ფრონტზე დახმარებისთვის და გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის!“, რუსეთის დროშა "ახმატით“, ასევე, Danone-ს მიერ წარმოებული პროდუქტები, რომლის რუსულ შვილობილ კომპანიას ხელმძღვანელობს იაკუბ ზაკრიევი, რამზან კადიროვის ძმისშვილი, რომელიც, ასევე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრია.
გავრცელებული ინფორმაციით, ალაუდინოვი მონაწილეობდა ჩეჩენი უფლებადამცველის რუსლან კუტაევის წამებაში, რესპუბლიკაში ათობით დაკავებულის სიკვდილით დასჯასა და დაკავებული ახალგაზრდების ნათესავების ცემაში. 2014 წელს ალაუდინოვი მოხვდა აშშ-ის მაგნიტსკის სანქციების იმ პირთა სიაში, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების დარღვევაში, ან მნიშვნელოვან კორუფციულ საქმეებში.
"ახმატის" დანაყოფის წევრები ჩეჩნეთში აქტივისტების წამებაშიც არიან ბრალდებულები.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები