Emmy 2017: ნომინანტთა პირველი კომენტარები
გუშინ ამერიკის სატელევიზიო აკადემიამ ემის ნომინანტები დაასახელა, რომელიც ბევრმა უკვე შერაცხა, როგორც ყველაზე კონკურენტუნარიანი დაჯილდოება ემის ისტორიაში.
დრამატული სერიალის კატეგორიაში რომ დიდი კონკურენცია იქნებოდა ეს ყველასთვის თავიდანვე ნათელი იყო, აქ ერთმანეთ Better Call Saul, The Crown, The Handmaid's Tale, House of Cards, Stranger Things, This Is Us და Westworld დაუპირისპირდებიან.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ქალი მსახიობების ნომინაციაც, სადაც ერთმანეთის კონკურენტები ნიკოლ კიდმანი, რიზ უიზერსპუნი, სუზან სარანდონი, ჯესიკა ლენგი და კლერ ფოი იქნებიან.
გთავაზობთ მსახიობების პირველ კომენტარებს, რომლებიც მათ გავლენიან გამოცემა Variety-ის მისცეს.
ნიკოლ კიდმანი, სერიალისთვის Big Little Lies
"ძალიან გამამართლა და შესანიშნავ გუნდთან აღმოვჩნდი. სცენარისტები, რეჟისორი, პარტნიორები, ყველა არაჩვეულებრივი, ერთმანეთზე უკეთესი ადამიანები და პროფესიონალები არიან. ძალიან გახარებული ვარ ამ ნომინაციით, ვულოცავ ჩემს კოლეგებსაც და ვეტყვი, რომ დიახ, ჩვენ ეს შევძელით".
მილი ბობი ბრაუნი, სერიალისთვის Stranger Things
"ეს არაჩვეულებრივი და გადასარევი ამბავია ჩემთვის. გასული წლის ემიზე მე და ჩემი კოლეგები ძალიან კარგად გავერთეთ. ძალიან ბედნიერები ვართ, ეს ნომინაცია ჩემთვის ბევრს ნიშნავს და მიხარია ისიც, რომ მხოლოდ მე არ ვარ ნომინირებული, ჩვენ ყველა ერთმანეთს ვუზიარებთ დიდ წარმატებას".
ევან რეიჩელ ვუდი, სერიალისთვის Westworld
"ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს ეს შოუ და გვჯეროდა, რომ ასეც იქნებოდა. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი პერსონაჟით და სიმართლე გითხრათ იმედიც კი მქონდა, რომ ნომინაციას მივიღებდი. მადლობა ყველას, ვინც მენდო და ასეთი საპასუხისმგებლო დავალება მომცა".
კლერ ფოი, სერიალისთვის The Crown
"ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის და ემოციებს ვერ ვმალავდი. ვულოცავ ჩემს თავსაც და პირველ რიგში მთელს შემოქმედებით გუნდს, რომლებმაც ასეთი სერიალი შექმნეს"
ჯესიკა ლენგი, სერიალისთვის Feud
"ძალიან ბედნიერი ვარ ამ ყველაფრის გამო, რადგან ჯოანი [ჯოან კროუფორდი] ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და უდიდესი ბედნიერება იყო მისი როლის შესრულება. ბევრი რამე არ ვიცოდი და ამ სერიალმა საშუალება მომცა, უფრო მეტი გამეგო ამ არაჩვეულებრივი, გენიალური ქალის შესახებ. ამ ამბავში კი ყველაზე დიდი წვლილი სცენარის ავტორს მიუძღვის, რომელმაც არაჩვეულებრივი პერსონაჟი შექმნა და მისი განსახიერების საშუალება მე მომცა".
ელიზაბეტ მოსი, სერიალისთვის The Handmaid's Tale
"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სულ მცირე წვლილი მაინც მიუძღვის ამ სერიალის შექმნაში. არაჩვეულებრივი იყო მათთან ერთად მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ყოფილა შემთხვევები, რომ გადაბმულად რამდენიმე დღეც კი არ გვეძინა. თუმცა საბოლოოდ ეს ყველაფერი დაფასდა და მაყურებლის რეაქციაც შესაბამისი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ".
კევინ სპეისი, სერიალისთვის House of Cards
"თუ არ გიმართლებს, უნდა სცადო, სცადო, სცადო, სცადო, სცადო და სცადო რამდენჯერაც შეძლებ. შემდეგ კი შედეგიც მოდის".
Emmy-ს 69-ე დაჯილდოება 17 სექტემბერს გაიმართება და მას სტივენ კოლბერტი გაუძღვება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი







კომენტარები