რიზ უიზერსპუნმა დაადასტურა, რომ Big Little Lies-ის მე-3 სეზონზე მუშაობს
ფოტო: HBO
ოქროს გლობუსი 2024-ის დაჯილდოების ცერემონიას სხვა ვარსკვლავებთან ერთად მსახიობი რიზ უიზერსპუნიც ესწრებოდა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ჟურნალისტებს მსახიობთან ჰქონდა, ცნობილი სერიალის, Big Little Lies-ის (დიდი პატარა ტყუილები) მე-3 სეზონი იყო. უიზერსპუნმა დაადასტურა, რომ მე-3 სეზონზე უკვე აქტიურად მუშაობს და ჩვენი საყვარელი სერიალი ნამდვილად დაგვიბრუნდება.
Big Little Lies-ის მე-3 სეზონი თავდაპირველად მსახიობმა ნიკოლ კიდმანმა ფანებთან შეხვედრისას დააანონსა:
"დიდი პატარა ტყუილები მიყვარდა. [ეს პროექტი] ჩემს ცხოვრებაში მაშინ გამოჩნდა, როცა უკვე შვილები მყავდა და კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი. თუმცა, მერე მე და რიზ უიზერსპუნს ამ სერიალის შექმნის შესაძლებლობა მოგვეცა. შემდეგ თქვენ ის ნახეთ და ასეთი წარმატებული გახადეთ. ჩვენ კი, რომ იცოდეთ, მესამით დაგიბრუნდებით", — განაცხადა მან.
ჯერჯერობით, სერიალთან დაკავშირებული სხვა დეტალები და გამოსვლის თარიღი უცნობია.
მინისერიალად ჩაფიქრებული დიდი პატარა ტყუილები, ვარსკვლავური სამსახიობო შემადგენლობის — რიზ უიზერსპუნის, ნიკოლ კიდმანის, შეილინ ვუდლის, ლორა დერნისა და ზოი კრავიცის — მონაწილეობით, 2017 წელს იხილა მაყურებელმა. 2019 წელს გამოსულ მეორე სეზონში სერიალს მერილ სტრიპიც შეუერთდა. პრესტიჟული ჯილდოებით დახუნძლულ შოუს მილიონობით მაყურებლის აღფრთოვანებული გამოხმაურებაც ხვდა წილად.
///
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბევრჯერ ყოფილა საუბარი სერიალის გაგრძელებაზე. თავად კიდმანმაც აღნიშნა 2020 წელს, რომ მე-3 სეზონის გადაღება განიხილებოდა. თუმცა, მას შემდეგ სერიალის შემოქმედებით გუნდს რეჟისორი გამოაკლდა — ჟან-მარკ ვალე 2021 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. ამის გამო, ზოი კრავიცს ეეჭვებოდა, რომ დიდი პატარა ტყუილები გაგრძელდებოდა.
"არ მგონია, რომ სერიალი დაბრუნდეს", — განაცხადა მსახიობმა ტიკტოკზე შარშან, — "მესამე სეზონის გადაღებაზე ბევრს ვლაპარაკობდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჟან-მარკ ვალე, ჩვენი შესანიშნავი რეჟისორი, გასულ წელს დაიღუპა, მე კი მის გარეშე გაგრძელება ვერც წარმომიდგენია".
Big Little Lies ავსტრალიელი მწერლის, ლიან მორიარტის, 2014 წელს გამოცემულ ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება. წიგნი ათობით ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ქართულად. ბესტსელერად ქცეული ნაწარმოების ეკრანიზაციის უფლების მოპოვებაზე ნამდვილი ომი იყო გაჩაღებული, რომელიც, საბოლოოდ, ნეტფლიქსმა წააგო, სცენარი კი HBO-ის ხელში აღმოჩნდა.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები