პორშეს ახალი სრულად ელექტრო მაკანი მსოფლიო პრემიერამდე ექსტრემალურ პირობებში გამოსცადეს
ფოტო: თეგეტა
- პორშეს სრულად ელექტრო SUV-ის მსოფლიო პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება
- ელექტრო მაკანმა ტესტზე უკვე 3,5 მილიონი კილომეტრი გაიარა
Porsche Macan-ის ბაზარზე გამოსვლიდან 10 წლის შემდეგ ბრენდი მოდელის ახალი, მეორე თაობის წარდგენისთვის ემზადება. სრულად ელექტრო პორშე მაკანი არის პირველი პორშე ახალ პლატფორმაზე, რომელსაც Premium Platform Electric ეწოდება. პორშემ თავისი ახალი მოდელი, რთული და ინტენსიური სატესტო პროგრამით გამოსცადა, რათა წარმატებული SUV-ის შემცვლელი მსოფლიო პრემიერას აბსოლუტურ მზადყოფნაში შეხვდეს. განახლებული მაკანი სავსებით შეცვლილი, ახალი პროდუქტია, შესაბამისად, პორშეს ინჟინრებმა მის განვითარებასა და გამოცდაში დიდი რესურსი ჩადეს.
ახალი მოდელის პროტოტიპის რეალურ გამოცდას პორშესთვის ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამას ემატება სიმულაციები ვირტუალურ სამყაროში და ტესტები აეროდინამიკურ მილებში, რომლებიც ჰაერის ნაკადის ობიექტთან ურთიერთქმედების მოდელირებისათვისაა განკუთვნილი. ახალი პორშე არა მხოლოდ უფრო სპორტული, არამედ უფრო ეფექტიანიც უნდა იყოს.
ფოტო: თეგეტა
ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტი 0,25 — დიზაინერებისა და აეროდინამიკოსების წარმატება
პორშეს ახალ მოდელზე მუშაობის მთავარი გამოწვევა აღმოჩნდა, შეენარჩუნებინათ მაკანის, როგორც წარმატებული პროდუქტის, იდენტობა და ამავდროულად შეესრულებინათ აეროდინამიკის ის მოთხოვნები, რაც მნიშვნელოვანია მაღალეფექტიანობისთვის, რათა ელექტრომობილმა ერთი დამუხტვით მაქსიმალურად დიდი მანძილი გაიაროს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო დიზაინისა და აეროდინამიკის განყოფილებების ურთიერთშეთანხმებული მუშაობა.
იორგ კერნერი, პორშე მაკანის წარმოების ხელმძღვანელი: "როდესაც ახალ მოდელზე ვმუშაობთ, სვლის დინამიკას, რა თქმა უნდა, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ — ეს ხომ პორშეა?! სწორედ ეს არის ჩვენი დნმ. თუმცა ეფექტიანობაც ყოველთვის მნიშვნელოვანია, ისევ, როგორც დიზაინი. ჩვენი გუნდი მუშაობდა თითოეულ მილიმეტრზე, რათა ესთეტიკასა და ფუნქციურობას შორის ოპტიმალური ბალანსი მიგვეღო".
პორშეს გუნდმა შეძლო და იპოვა ოქროს შუალედი დიზაინის დნმ-სა და ერთი დამუხტვით გასავლელი რესურსისთვის აუცილებელ აეროდინამიკას შორის. აეროდინამიკის აქტიური ელემენტები ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის მიხედვითაა ოპტიმიზებული. ახალი მოდელი აღჭურვილია ავტომატურად მოძრავი უკანა სპოილერითა და გაგრილების აქტიური სარქვლებით ჰაერის წინა შემშვებებზე.
ახალი შედეგით კი პორშე მაკანს მსოფლიოში ხელმისაწვდომ SUV-ებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო აეროდინამიკა აქვს. კლასიკური, კრუიზირების ტიპის მართვის დროს მაკანი ავტომატურად იღებს აეროდინამიკისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ასეთ დროს უკანა სპოილერი ეკოპოზიციაში გადადის, ჰაერის სარქვლები იხურება, სავალი ნაწილის დონე იწევა. ამ შემთხვევაში ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტი 0,25-ია, რაც გაუმჯობესებული შედეგია და დიდ გავლენას მოახდენს ეფექტიანობაზე, ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი, WLTP-ის მიხედვით, მინიმუმ, 500 კილომეტრით განისაზღვრა.
ფოტო: თეგეტა
სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობა ყველა ბაზარზე
ახალი მაკანის ელექტროძრავები ენერგიას იატაკში განთავსებული ლითიუმ-იონური ელემენტებისგან იღებს, რომელთა 100 კვ.სთ ტევადობიდან 95 კვ.სთ-ია გამოყენებადი. ახალი პლატფორმის 800-ვოლტიანი არქიტექტურა ელექტრო მაკანს საშუალებას აძლევს, სწრაფად დაიტენოს და ეს პროცესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადის გამოცდას.
იორგ კერნერი, პორშე მაკანის წარმოების ხელმძღვანელი: "სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავდება დატენის სტანდარტები. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ ახალი მოდელის პროტოტიპები განსხვავებულ პირობებში, ადგილზევე გამოვცადოთ და ტექნოლოგია ჩვენი რეალიზაციის ბაზრებს მაქსიმალურად მოვარგოთ. ავტომობილის დატენა ყველგან და ყოველთვის უპრობლემოდ უნდა იყოს შესაძლებელი“.
800-ვოლტიან სვეტებზე ახალი მაკანის DC-დამუხტვის სიმძლავრე 270 კილოვატამდეა, რაც საშუალებას იძლევა, რომ ავტომობილი 10-დან 80 პროცენტამდე 22 წუთზე ნაკლებ დროში დაიტენოს. 400-ვოლტიან სვეტებზე საქმეში ერთვება მაღალვოლტიანი გადამრთველი, რომელიც 800-ვოლტიან ბატარეას ორი, 400-400-ვოლტიანი სისტემით მუხტავს. ამით შესაძლებელია განსაკუთრებით ეფექტიანი დამუხტვა დამატებითი HV-ბუსტერის გარეშე, 150-კილოვატიანი სიმძლავრით, ხოლო AC-დამუხტვა 11-კილოვატიანი სიმძლავრითაა შესაძლებელი.
ფოტო: თეგეტა
ტესტები ექსტრემალურ პირობებში
პორშეს ახალი მაკანი შექმნილია მისთვის დამახასიათებელი სვლის დინამიკითა და მოხვევის დროს სიმძლავრის პრინციპებით. ხანგრძლივი ტესტების დროს ავტომობილის ფუნქციონირების სრული ციკლის სიმულირება იმაზე გაცილებით რთულ პირობებში მიმდინარეობს, ვიდრე მომხმარებლებს რეალურ პირობებში მოუწევთ. ახალი მაკანის პროტოტიპებმა დღემდე სატესტო რეჟიმში 3,5 მილიონზე მეტი კილომეტრი დაფარეს, თანაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ტესტები მოიცავს ნებისმიერ ამინდსა და ტემპერატურას, სკანდინავიის -30 გრადუსით დაწყებული, კალიფორნიის Death Valley-ს +50 გრადუსამდე. რათა SUV გზის ნებისმიერი სახის ზედაპირზე უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს, ელექტრომობილი ტესტირებას გადის უგზოობის, ტალახიანი, თოვლიანი და ყინულიანი გზის პირობებშიც კი.
ფოტო: თეგეტა
უგზოობის პირობებში თავის შესაძლებლობებს ამტკიცებს პორშე მაკანის სრული ამძრაობის 4x4 სისტემა, რომელიც უკანა ღერძზეა ორიენტირებული. პორშე აქცენტს აკეთებს წინა და უკანა ღერძებზე განთავსებულ, უახლესი თაობის PSM მოტორებზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება 450 კვ-ზე მეტი Overboost-სიმძლავრე.
გარდა ამისა, იმ მიზნით, რომ ახალი მაკანი სპორტულობისა და კომფორტულობის იდეალურ შერწყმას წარმოადგენდეს, ინჟინრებმა ახალი მოდელის დაკიდების აქტიური სისტემის მენეჯმენტი ამორტიზაციის 2-სარქვლიანი ტექნოლოგიით აღჭურვეს. ამას ემატება პნევმატიკური საკიდარი, უკანა ღერძის გვერდული ბლოკირება და რაც ყველაზე საინტერესოა, პირველად უკანა ბორბლების მოხვევა 5 გრადუსამდე.
Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები