Back to Black — ნახეთ ემი ვაინჰაუსზე გადაღებული ფილმის პირველი ტრეილერი
ფოტო: YouTube
სულ მალე ცნობილ ინგლისელ მომღერალზე, ემი ვაინჰაუსზე, გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმს ვიხილავთ. ფილმის სახელწოდება ვაინჰაუსის ერთ-ერთი ჰიტიდანაა აღებული — Back to Black ("წყვდიადში დაბრუნება"). კინოსურათში მთავარ როლს მარისა აბელა ასრულებს, რეჟისორი კი სემ ტეილორ-ჯონსონი გახლავთ.
Back to Black-ის აღწერიდან ვიგებთ, რომ ფილმი "აქამდე უცნობი მხრიდან გვანახებს ვაინჰაუსის პოპულარობის ადრეული ეტაპს და რევოლუციური სტუდიური ალბომის გამოშვებას".
"ამბავი ემის პერსპექტივიდანაა მოყოლილი, ფილმი კი შეულამაზებლად გვაჩვენებს ფენომენად ქცეულ ქალს და მის ურთიერთობას, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ ალბომს დაედო საფუძვლად".
ფილმის პირველი ტრეილერი სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. მუსიკას იმიტომ არ ვწერ, რომ ცნობილი გავხდეო, ამბობს ვაინჰაუსად გარდასახული მარისა აბელა ვიდეოში.
"სიმღერებს იმიტომ ვწერ, რომ არ ვიცი, რას ვიზამდი, ასე რომ არ ვიქცეოდე".
Back to Black გრემის მფლობელი ემი ვაინჰაუსის ცხოვრების შესახებ გადაღებული პირველი მხატვრული ფილმია. მარისა აბელას გარდა, მასში ასევე მონაწილეობენ ჯეკ ო'კონელი (მომღერლის ქმრის, ბლეიკ ფილდერ-სივილის როლში), ედი მარსანი (მიჩ ვაინჰაუსის, ემის მამის როლში), ჯულიეტ ქოუენი (ემის დედის, ჯენის ვაინჰაუს-კოლინზის როლში) და ლესლი მენვილი (მუსიკოსის ბებიის, სინთია ვაინჰაუსის როლში).
თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკოსად მიჩნეული ვაინჰაუსი 2011 წელს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა ალკოჰოლური მოწამვლის შედეგად. გამორჩეული ტემბრისა და შესრულების მანერით ცნობილი ვაინჰაუსი პირადი ცხოვრებითაც ხშირად ექცეოდა მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მომღერლის სიკვდილის შემდეგ, სირთულეებით სავსე მის ცხოვრებაზე არაერთი დოკუმენტური ნამუშევარი შექმნეს, მათ შორის 2015 წლის ბრიტანული ფილმი ემი, რომელმაც ოსკარიც დაიმსახურა.
რაც შეეხება Back to Black-ს, ფილმი ემი ვაინჰაუსის მემკვიდრეობისა და მუსიკოსის ლეიბლის, Universal Music Group-ის, ფინანსური მხარდაჭერით გადაიღეს. ნამუშევარს პირველად ბრიტანელი მაყურებელი იხილავს 12 აპრილს.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები