რა მოხდა გასულ კვირას? — 10 ამბავი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს
ფოტო: CBS / ABC
ჯერ სულ რაღაც ორი კვირაა, რაც 2024 წელი დაიწყო, მაგრამ პოპკულტურაში უკვე უამრავი სიახლეა. მაგალითად, წინა კვირაში გავიგეთ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოდაჯილდოების, ოქროს გლობუსის, გამარჯვებულების ვინაობა. ვნახეთ წელს გამოსაშვები რამდენიმე ფილმისა და სერიალის ტრეილერი. ჰო, მართლა, არიანა გრანდეც დაუბრუნდა კარიერას. მოკლედ, რამე რომ არ გამოგვრჩეს, პოპკულტურის მთელ კვირას, ტრადიციულად, ერთ სტატიად შეჯამებულს გთავაზობთ.
1. ოქროს გლობუსი 2024-ის გამარჯვებულები დასახელდნენ
ფოტო: HFPA
ჩვენი დროით 8 იანვარს, რიგით 81-ე ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა და ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ გამარჯვებულები დაასახელა. როგორც ბევრი ვარაუდობდა, დრამის მიმართულებით საუკეთესო მხატვრული ფილმის კატეგორიაში Oppenheimer-მა გაიმარჯვა, კილიან მერფი კი კაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა.
გამარჯვებულების სრული სია ნახე აქ.
2. ცნობილი გახდა შინეიდ ო'კონორის გარდაცვალების მიზეზი
ფოტო: Donal Moloney
2023 წლის 26 ივლისს ცნობილი ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო'კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახლახან ცნობილი გახდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მომღერალი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და სხვა საეჭვო გარემოებები არ დაფიქსირებულა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
3. რიზ უიზერსპუნმა დაადასტურა, რომ Big Little Lies-ის მე-3 სეზონზე მუშაობენ
ფოტო: HBO
ოქროს გლობუსი 2024-ის დაჯილდოების ცერემონიას სხვა ვარსკვლავებთან ერთად მსახიობი რიზ უიზერსპუნიც ესწრებოდა. უიზერსპუნმა ღონისძიებაზე დამსწრე ჟურნალისტებს დაადასტურა, რომ Big Little Lies-ის მე-3 სეზონზე უკვე აქტიურად მუშაობს და ჩვენი საყვარელი სერიალი ნამდვილად დაგვიბრუნდება.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
4. GOT-ის შემქმნელების ახალი საი-ფაი სერიალის ტრეილერი გამოვიდა
ფოტო: Netflix
3 Body Problem ("სამი სხეულის ამოცანა") ნეტფლიქსის ახალი საი-ფაი დრამა და ამავე სახელწოდების მქონე ჩინური ბესტსელერი წიგნის ეკრანიზაციაა. სერიალი HBO-ის სამეფო კარის თამაშების შემქმნელებმა, დევიდ ბენიოფმა და დ.ბ. ვაისმა გადაიღეს. ამასთან, ის ნეტფლიქსის ყველაზე ძვირადღირებულ პროექტადაცაა შეფასებული.
ნახე სერიალის ტრეილერი აქ.
5. ევროკომისიამ არჩევნებისთვის ახალგაზრდების მობილიზებაში ტეილორ სვიფტს სთხოვა დახმარება
ფოტო: Jordan Strauss / Invision
ევროპარლამენტის არჩევნები 2024 წლის 6-9 ივნისს ჩატარდება და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარგარიტის შინასის თქმით, ახალგაზრდების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. შინასის აზრით, ახალგაზრდების მოტივირება მათ თანატოლებს შეუძლიათ, რის მაგალითადაც პოპვარსკვლავი ტეილორ სვიფტი მოიყვანა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
6. ცნობილი გახდა, რომ ახალ ბიოგრაფიულ ფილმში მაიკლ ჯექსონის როლს მისი ძმისშვილი შეასრულებს
ფოტო: Getty Images
მალე მაყურებელი მაიკლ ჯექსონის შესახებ ახალ ბიოგრაფიულ ფილმს, სახელად Michael-ს, იხილავს. ფილმში ჯექსონის როლს მომღერლის ძმისშვილი, ჯაფარ ჯექსონი, ითამაშებს. ფილმზე მუშაობის პროცესში მაიკლ ჯექსონის ოჯახიც ჩართულია, გადაღებები კი 22 იანვარს დაიწყება.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
7. არიანა გრანდემ ახალი სინგლი Yes, And? გამოუშვა
ფოტო: Shutterstock
არიანა გრანდე რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მომღერალმა ბოლო ალბომი 2020 წელს გამოუშვა, ახლა კი სიმღერით Yes, And? გულშემატკივრებს ახალი მუსიკალური ერის დაწყება ამცნო.
მოისმინე სიმღერა აქ.
8. ემი ვაინჰაუსზე გადაღებული ფილმის პირველი ტრეილერი გამოვიდა
ფოტო: YouTube
სულ მალე ცნობილ ინგლისელ მომღერალზე, ემი ვაინჰაუსზე, გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმს ვიხილავთ. ფილმის სახელწოდება ვაინჰაუსის ერთ-ერთი ჰიტიდანაა აღებული — Back to Black ("წყვდიადში დაბრუნება"). კინოსურათში მთავარ როლს მარისა აბელა ასრულებს, რეჟისორი კი სემ ტეილორ-ჯონსონი გახლავთ.
ნახე ფილმის ტრეილერი აქ.
9. Bedford Falls-ის წამყვანმა ვოკალისტმა სადებიუტო სოლო ალბომის გამოშვება დააანონსა
ფოტო: qajitodia / Instagram
პოპულარული ქართული ინდი-როკ ჯგუფის, Bedford Falls-ის, წამყვანი ვოკალისტი დათო ჯიქია მსმენელს მალე სადებიუტო სოლო ალბომს შესთავაზებს. FULLMETAL GEORGIA — ასე ჰქვია ალბომს, რომელსაც 27 წლის მუსიკოსი QAJITODIA-ის სახელით გამოუშვებს.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
10. ევროვიზია 2024-ზე საქართველოს წარმომადგენლად ნუცა ბუზალაძე დასახელდა
ფოტო: Nutsa Buzaladze / Instagram
წლევანდელ ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირი გზით, შიდაშესარჩევი კონკურსის გარეშე დაასახელა. ჯერჯერობით უცნობია, რა სიმღერას შეასრულებს 26 წლის მუსიკოსი შვედეთში დაგეგმილ კონკურსზე.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები