წყალი ნაბეღლავი და UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი პარტნიორები გახდნენ
ფოტო: წყალი ნაბეღლავი
ქართველების საყვარელი წყალი ნაბეღლავი და ქართველების საყვარელი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი, მეტსახელად მანქანა პარტნიორები გახდნენ.
ნაბეღლავი სპორტისთვის კამპანიის ფარგლებში UFC-ის ყველაზე რეიტინგული ათლეტი ნაბეღლავთან ითანამშრომლებს და არა მხოლოდ ქართული მინერალური წყლის სახელს გაიტანს საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე, არამედ სპორტულ ცხოვრებაში ჰიდრატაციის მნიშვნელობის პოპულარიზაციას მოახდენს.
"დაარსების დღიდან, ჩვენი კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ქართულ სპორტსა და სპორტსმენებს, ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და ამ მიზნით, წლების განმავლობაში არა ერთი კამპანია და აქტივობა აქვს განხორციელებული. ამჯერად დავიწყეთ კამპანია ნაბეღლავი სპორტისთვის“, რათა ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა, ქართველ ნიჭიერ სპორტსმენებს ახალი მიზნებისა და წარმატების მიღწევაში. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში ვითანამშრომლებთ მერაბ დვალიშვილთან და მის გვერდით ვიქნებით უდიდესი წარმატების მიღწევის გზაზე. მოხარულები ვართ, რომ ამიერიდან, UFC-ის ყველაზე რეიტინგული მებრძოლი საერთაშორისო ასპარეზზე ნაბეღლავის ბრენდირებული ფორმით იბრძოლებს და ქართველების საყვარელი წყ„ლის სახელს საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზეც გაიტანს", — აცხადებს ნაბეღლავის მარკეტინგის ხელმძღვანელი ანა ბერიშვილი.
მერაბ დვალიშვილისა და ნაბეღლავის კოლაბორაციის ფარგლებში, ნაბეღლავი მომხმარებელსა და სპორტის, უშუალოდ მერაბ დვალიშვილის გულშემატკივრებს სხვადასხვა აქტივობებს შესთავაზებს. მათ შორის, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ UFC-ის ქართველი მებრძოლის ბრენდირებული სპორტული ინვენტარი და ექსკლუზიური ნივთების კოლექცია შეიძინონ.
"ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობა, რომელიც ჩვენი და მერაბ დვალიშვილის პარტნიორობის ფარგლებში შედგება. თუმცა, ამის გარდა, გულშემატკივრებს ექნებათ შესაძლებლობა გახდნენ მერაბის გუნდის წევრები. ამისთვის მათ აქტიურად უნდა ადევნონ თვალი ნაბეღლავის სოციალური ქსელების გვერდზე ქართველი მებრძოლის შესახებ გათამაშებას, უპასუხონ შეკითხვებს და მოიგონ სასურველი, ექსკლუზიურად ბრენდირებული აქსესუარები", — აღნიშნავს ანა ბერიშვილი.
ნაბეღლავთან დამეგობრებასა და პარტნიორობის დაწყებას სართველოსთან კავშირების კიდევ უფრო გამყარებას უწოდებს თავად ქართველი მებრძოლი, რომლის თქმითაც, რაც ამერიკაში გადავიდა, ცდილობს, სულ უფრო მეტი და ძლიერი კავშირი ჰქონდეს სამშობლოსთან.
"ბავშვობიდან მახსოვს ქართული წყლის — ნაბეღლავის გემო, რომელსაც მარტივად ვცნობ და გამოვარჩევ სხვა მინერალური წყლებისგან. რაც ამერიკაში გადმოვედი, ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი და ძლიერი კავშირი მქონდეს სამშობლოსთან, რომლის სახელის გატანას და პოპულარიზაციასაც ვცდილობ მთელს მსოფლიოში. ნაბეღლავი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ქართული პროდუქტია და ყველა იმ სასიამოვნო, ნოსტალგიურ ასოციაციებს აღძრავს, რაც ჩემს საქართველოს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ამიერიდან მე და ნაბეღლავი დავმეგობრდით და ვეცდებით, ერთმანეთი კიდევ უფრო გავაძლიეროთ", — ამბობს მერაბ დვალიშვილი.
ქართველი მებრძოლი ასევე ხაზს უსვამს სპორტსმენებისთვის ჰიდრატაციის და ზოგადად, წყლის მნიშვნელობას და ამბობს, რომ სპორტსმენებისთვის, განსაკუთრებით UFC-ის მებრძოლებისთვის სწორი ჰიდრატაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
"ამას დიდ ყურადღებას ვაქცევთ როგორც ინტენსიური ვარჯიშების დროს, ასევე უშუალოდ აწონვების პერიოდში. ნევადაში ონკანიდან წყალს თითქმის არ სვამენ, არ აქვთ ისეთი ფუფუნება, როგორც ჩვენ ქართველებს. მაგრამ სამაგიეროდ, ჩემი მუდმივი მეგზური, აქამდეც იყო და ახლა მით უმეტეს არის ნაბეღლავი, რომელიც მეხმარება სრულად შევივსო დახარჯული მინერალები და საჭირო ენერგია როგორც ვარჯიშებზე, ისე ზოგადად ცხოვრებაში ", — აღნიშნავს მერაბ დვალიშვილი
18 თებერვალს (საქართველოს დროით) UFC-ის ქართველ მებრძოლს, ნაბეღლავის ახალ სახეს კარიერის ერთ-ერთი უმთავრესი ბრძოლა აქვს — მანქანა UFC-ის მებრძოლს ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება. გადამწყვეტი ბრძოლისთვის მერაბ დვალიშვილი ქართველების საყვარელ წყალთან ერთად ემზადება და გულშემატკივრებს დაუვიწყარ ბრძოლას ჰპირდება. ნაბეღლავი კი მანამდე კამპანია #ნაბეღლავისპორტისთვის და მერაბ დვალიშვილთან თანამშრომლობის ფარგლებში, გულშემატკივრებს სოციალურ მედიაში სხვადასხვა აქტივობასა და სპეციალურ პრიზებს შესთავაზებს.
გასულ წელს ქართველების საყვარელმა მინერალურმა წყალმა მომხმარებელს უნიკალური პროექტი — კამპანია ნაბეღლავი მუსიკისთვის შესთავაზა, რომელიც ნაბეღლავისა და ქართველი არტისტების ერთობლივ თანამშრომლობას გულისხმობდა. წელს კი პროექტი კამპანიით ნაბეღლავი სპორტისთვის გრძელდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები