სამოგზაურო ტურების დაგეგმვის პლატფორმა TourTour Impact Hub პრე-აქსელერატორის პროექტის ფარლებში ესტონეთში გაემგზავრება
ფოტო: თიბისი
სამოგზაურო ტურების დაგეგმვის პლატფორმა TourTour Impact Hub პრე-აქსელერატორის ფინალისტი სტარტაპია, რომელიც პროდუქტის კიდევ უფრო განვითარების მიზნით, პროექტის ფარგლებში, ესტონეთში გაემგზავრება.
საქართველოში არსებული უამრავი სამოგზაურო კომპანიის მიუხედავად, მოგზაურობის მსურველთათვის საკმაოდ რთულია მოგზაურობის ეფექტურად, საინტერესოდ და ბიუჯეტურად დაგეგმვა. TourTour-ის დაარსების იდეაც სწორედ მას შემდეგ გაჩნდა, რაც დამფუძნებლები თავად გადააწყდნენ მოგზაურობის დაგეგმვასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მიხვდნენ, რომ კარგი იქნებოდა, ერთი მხრივ, ტურისტულ კომპანიებს დახმარებოდნენ საინტერესო პაკეტების შედგენაში და მომხმარებლის მოზიდვაში, მეორე მხრივ კი, ტურისტებისთვის გაემარტივებინათ ოპტიმალური არჩევანის გაკეთება.
"ჩვენს პლატფორმაზე ტურისტებს საშუალება აქვთ, ერთიან სივრცეში დაათვალიერონ უამრავი შეთავაზება, შეადარონ ერთმანეთს სხვადასხვა ტური თუ პაკეტი, მიიღონ ინფორმაცია ფასების შესახებ, შეადარონ ერთმანეთს რამდენიმე სააგენტო და ამ ყველაფრის საფუძველზე შეარჩიონ მათზე მორგებული, ბიუჯეტური და საინტერესო პაკეტი. მეორე მხრივ, ჩვენს პლატფორმაზე სააგენტოებს უჩნდებათ შესაძლებლობა, განათავსონ საკუთარი შეთავაზებები, მოიზიდონ ტურისტები, შექმნამ მიმზიდველი პაკეტები, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები და შესაბამისად, კიდევ უფრო განვითარდნენ", — ამბობს Tour Tour-ის დამფუძნებელი, თემო ჭეიშვილი.
ტურისტული სააგენტოებისთვის TourTour- ზე რეგისტრაცია, ისევე, როგორც ყველა სხვა სერვისი, უფასოა. ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ სააგენტოს შეუძლია თვალი ადევნოს სტატისტიკას და დააკვირდეს, რამდენმა ადამიანმა დაათვალიერა მისი შეთავაზებები. სააგენტოები საკომისიოს მხოლოდ მას შემდეგ იხდიან, რაც საიტზე მათი ტური გაიყიდება. შესაბამისად, გამართული, მრავალფეროვანი ციფრული პლატფორმა სააგენტოებისთვის საკუთარი მომსახურების გაყიდვის დამატებით არხს წარმოადგენს.
"გარდა იმისა, რომ პლატფორმაზე უფასოდ ვათავსებთ სააგენტოების შეთავაზებებს, ვზრუნავთ მათ პრომოუშენზეც სოციალურ ქსელებსა და იუთუბ არხზე. ამ ყველაფერზე ჩვენი მარკეტინგის გუნდი დამატებით მუშაობს. ამით, ერთი მხრივ, თავად მათ ვეხმარებით პოპულარიზაციაში, მეორე მხრივ კი, საკუთარ პროდუქტზეც ვზრუნავთ, რადგან ჩვენი წარმატება პირდაპირ უკავშირდება ტურისტული სააგენტოების წარმატებას. შესაბამისად, ბუნებრივად ხდება იმ კომპანიების წინ წამოწევა და პოპულარიზაცია რომლებიც სხვებზე უკეთეს პაკეტს სთავაზობენ მომხმარებელს. ამით იზრდება ჯანსაღი კონკურენციაც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრის განვითარებისთვის."
ტურების დაგეგმვის ციფრული პლატფორმა TourTour რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა და ბაზარზე ჯერ არ დატესტილა, თუმცა კომპანია უკვე ესაუბრა ქართულ ბაზარზე მომუშავე ტურისტულ სააგენტოებს, რომელთაგანაც 52 სააგენტო მზადაა, TourTour-ის ამუშავებისთანავე დარეგისტრირდეს პლატფორმაზე. სტარტაპი ბაზარზე მარტის თვიდან გავა, მანამდე კი დამფუძნებლები ბოლო დეტალების დახვეწაზე მუშაობენ.
სწორედ პროდუქტის დახვეწის მიზნით მონაწილეობს TourTour Impact Hab პრე-აქსელერატორის პროექტში, რომელიც ოქტომბრის თვიდან ეხმარება მონაწილე სტარტაპებს თავიანთი პროდუქტების განვითარებაში.
"როცა პრე-აქსელერატორში მოვდიოდით, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, განგვევითარებინა უნარები, რომლებიც აუცილებელია ერთი მხრივ ინვესტორებთან, მეორე მხრივ კი მომხმარებელთან ურთიერთობისას. პროექტი ამაში ძალიან დაგვეხმარა. საბოლოოდ, მარკეტინგული კვლევა სწორედ ჩვენი მენტორის რჩევების შედეგად ჩავატარეთ. გარდა ამისა, გავიცანით უკვე წარმატებული სტარტაპერები, საინტერესო სპიკერები და მენტორები, რომლებთან ურთიერთობასაც მომავალშიც გავაგრძელებთ. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მოვხვდით იმ სტარტაპების გუნდში, რომელიც იანვარში ტალინში მიემგზავრება ბუტკემპზე, სადაც გვექნება საშუალება, უკვე საერთაშორისო ბაზარზე წარვადგინოთ ჩვენი პროდუქტი. ეს დაგვეხმარება, დავგეგმოთ -— როგორ უნდა შევიდეთ საერთაშორისო ბაზარზე და მოვიზიდოთ იქაური ინვესტორები."
სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა და პროგრამა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროექტს დაარსების დღიდან მხარს უჭერს თიბისის პროგრამა სტარტაპერი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო სამი ნაკადი, ჯამში 60 სტარტაპი და მთლიანობაში
გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები