ფაშინიანი ალიევს სამშვიდობო პროცესისთვის სერიოზული დარტყმის მიყენებაში ადანაშაულებს
ფოტო: სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენებაში დაადანაშაულა და ამას "სამშვიდობო პროცესზე სერიოზული დარტყმა" უწოდა.
შაბათს, აღმოსავლეთით მდებარე გეღარქუნიკის პროვინციის ქალაქ გავარში, მმართველი პარტია "სამოქალაქო კონტრაქტის“ შეხვედრისას, ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე შეთანხმდნენ ალმატის პროტოკოლის საფუძველზე საზღვრების დელიმიტაციაზე.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმეტესობა, მათ შორის, სომხეთი და აზერბაიჯანი, ერთმანეთის მაშინდელი საბჭოთა საზღვრების აღიარებაზე 1991 წლის პროტოკოლით შეთანხმდნენ.
ფაშინიანი გამოეხმაურა ალიევის 10 იანვარს გაკეთებულ განცხადებებს, რომლის მიხედვით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ ერევნის დაჟინებული მოთხოვნა, გამოეყენებინათ 1975 წლის საბჭოთა რუკა — სავარაუდოდ, უკანასკნელი, რომელიც შეიქმნა სსრკ-ს დაშლამდე, "არის ის, რაზეც მხარეები ვერასოდეს შეთანხმდებიან".
მან, ასევე, თქვა, რომ წინა ათწლეულების განმავლობაში, დიდი ტერიტორიები, მათ შორის — სომხეთის სამხრეთ სიუნიკის პროვინცია და დედაქალაქი ერევანი, გადაეცა სომხეთს აზერბაიჯანისგან, რასაც მან "მძიმე ისტორიული დანაშაული" უწოდა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ გააპროტესტა აზერბაიჯანმა 1975 წლის რუკის გამოყენება და განაცხადა, რომ ან ადრინდელი რუკები უნდა გამოიყენონ, ან "სამუშაოები არცერთ რუკაზე არ უნდა დააფუძნონ".
ალიევმა, ასევე, თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა არ უნდა იყოს მიბმული დელიმიტაციის პროცესთან, მაგალითად მოიყვანა აზერბაიჯანის ხანგრძლივი დემარკაციის პროცესები რუსეთთან და საქართველოსთან. მისი თქმით, საქართველოსთან "მხოლოდ 70% იყო იდენტიფიცირებული და დადასტურებული".
"თუ ამ ორ თემას ავურევთ, მაშინ სამშვიდობო შეთანხმება, შესაძლოა, 30, 50 წლით. გადაიდოს. ჩვენ გვჯერა, რომ სამშვიდობო შეთანხმება უნდა გაფორმდეს, რაც მალე, მით უკეთესი“, — განაცხადა მან.
ალიევმა ასევე მოითხოვა ოთხი აზერბაიჯანული სასაზღვრო სოფლის "უპირობო" დაბრუნება, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში სომხეთის კონტროლის ქვეშაა.
საბჭოთა კავშირის დაშლისა და 1990-იანი წლების დასაწყისში, მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დაწყების შემდეგ, როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის რამდენიმე ტერიტორია, საზღვრის გასწვრივ, მოწინააღმდეგე მხარის კონტროლის ქვეშ მოექცა.
ალიევის მოთხოვნის საპასუხოდ, ფაშინიანი დათანხმდა და განაცხადა, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა იყოს ოკუპირებული ტერიტორიები, თუმცა ეს "არ შეიძლება განხორციელდეს ურთიერთშეთანხმებული რუკის გარეშე“.
"როგორ შეიძლება განვსაზღვროთ, ეს ტერიტორია სომხეთს ეკუთვნის, თუ აზერბაიჯანს? ამისთვის ორი გზა არსებობს — დავეყრდნოთ 1991 წლის ალმატის დეკლარაციას და დე იურე რუკებს, რომლებიც გამოხატავენ მის მდგომარეონას და წავიდეთ, შევხედოთ რეალობას ადგილზე და შევადაროთ რეალობა რუკებს”, —თქვა მან.
ფაშინიანი შიშობს, რომ აზერბაიჯანი ცდილობს შექმნას საფუძველი მომავალი ომებისთვის.
"ზოგჯერ, აზერბაიჯანის წინადადებების გაცნობისას, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ხდება დოკუმენტის შექმნა, რომელიც მოახდენს მომავალი ომების ლეგიტიმაციას. ეს სცილდება ლოგიკას", — თქვა მან.
დერეფანი ნახჭევანში
ფაშინიანმა ასევე გააკრიტიკა ალიევის კომენტარები „ზანგეზურის დერეფნის“ შესახებ, შემოთავაზებული დერეფანი, რომელიც დააკავშირებს დასავლეთ აზერბაიჯანს მის ექსკლავთან ნახჩევანთან სომხეთის სამხრეთ სიუნიკის პროვინციის გავლით.
დერეფანი ნახიჩევანისკენ
ფაშინიანმა, ასევე, გააკრიტიკა ალიევის განცხადებები "ზანგეზურის დერეფნის“ შესახებ. დერეფანმა დასავლეთ აზერბაიჯანი მის ექსკლავთან, ნახიჩევანთან უნდა დააკავშიროს, სომხეთის სამხრეთით მდებარე სიუნიკის პროვინციის გავლით.
მან თქვა, რომ სომხეთი არ იყო წინააღმდეგი გახსნილიყო გზა დასავლეთ აზერბაიჯანსა და მის ექსკლავს შორის, მაგრამ აღნიშნა, რომ სომხეთი აზერბაიჯანს მისცემს გზას "იმავე პირობით, რომლითაც ირანი უზრუნველყოფს ამ კავშირს" — იგულისხმება მაგისტრალი და რკინიგზა, რომელსაც აზერბაიჯანი აშენებს ირანის გავლით ნახიჩევანამდე.
დასავლეთ აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის დამაკავშირებელი გზის შექმნა საკამათო საგანი იყო სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, 2020 წლის ნოემბრის მეორე მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ.
აზერბაიჯანს ეყრდნობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომ გზა უნდა მოექცეს რუსეთის კონტროლის ქვეშ, სომხეთი კი ამტკიცებს, რომ გზაზე ზედამხედველობა სომხეთის ხელისუფლებამ უნდა აიღოს.
შეთანხმება ადგენს, რომ სომხეთ უნდა იყოს გარანტორი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკის შორის სატრანსპორტო კომუნიკაციის უსაფრთხოებისთვის", ხოლო "კონტროლი სატრანსპორტო კომუნიკაციაზე უნდა გამახორციელოს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის ორგანოების მიერ".
"არსად წერია, რომ რუსეთმა უნდა უზრუნველყოს კომუნიკაციის უსაფრთხოება სომხეთის ტერიტორიაზე. პირიქით, წერია, რომ სომხეთი თავის ტერიტორიაზე უსაფრთხოების გარანტიას იძლევა და ბუნებრივია, სხვა ვინ უნდა უზრუნველყოს ეს“, — განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანი, ასევე, გამოეხმაურა ალიევის კომენტარებს სომხეთის იარაღის იმპორტის შესახებ.
"ის ეჭვქვეშ აყენებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, მეორეს მხრივ კი, ამბობს, რომ სომხური არმია იარაღს საფრანგეთიდან და ინდოეთიდან ყიდულობს. რა ლოგიკაა აქ? აზერბაიჯანის შეხედულებით, სომხეთს არ უნდა ჰყავდეს ჯარი? თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს, რომ სომხეთის არსებობის უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რაც აბსოლუტურად მიუღებელია".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები