ღარიბაშვილი-ჩინეთის ელჩს შეხვდა და ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნები "ეგრეთ წოდებულად" მოიხსენიეს — რა ვიცით
ფოტო: საქართველოს მთავრობა
მოკლედ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
- ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
დეტალები: მთავრობის ადმინისტრაციის მიხედვით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო:
- ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, "რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე — თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს".
- მხარეებმა დადებითად შეაფასეს 2023 წელს, ქალაქ პეკინში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის — სი ძინ პინს შორის გამართულ შეხვედრა.
- ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ რელიზში წერია, რომ ჩინეთის ელჩმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ტაივანში გამართული ე.წ. არჩევნების შესახებ, რაზეც პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი.
- "მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა", — წერს საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში.
კონტექსტი: ტაივანი თვითმმართველი დემოკრატიაა, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
- 74 წელია, ის ჩინეთის სახალხო რესუბლიკისგან დამოუკიდებლად იმართება.
- "საქართველოს მთავრობა არ არის მეგობრულად განწყობილი ტაივანის მიმართ" — დაწერა 2023 წლის დეკემბერში ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა თავის საიტზე.
- ტაივანის საგარეო მინისტრმა კი საქართველოს მთავრობას მოუწოდა, ქვეყანაში მოგზაურობის საშუალება მისცეს ტაივანელებს.
- რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის კითხვაზე, ჰქონია თუ არა ტავივანს საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხზე კომუნიკაცია, მინისტრი ჯოზეფ ვუ აცხადებს, რომ მართალია, ტაივანს ფორმალური კომუნიკაცია არასოდეს ჰქონია საქართველოს მთავრობასთან, თუმცა მცდელობა არ დაუკლია.
ტაივანის საკითხი დაძაბულობას იწვევს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის: აშშ ტაივანის მთავარ საერთაშორისო მხარდამჭერია. ამის გამო, მისი ურთიერთობები ჩინეთთან, წლების განმავლობაში, გართულებულია.
- ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ტაივანს, ინდო-წყნარ ოკეანეში მთავარ პარტნიორად ასახელებს.
-
იმის მიუხედავად, რომ აშშ-ს ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, მათ შორის არაოფიციალური ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება.
-
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-სა და ტაივანს აქვთ საერთო ღირებულებები, ღრმა სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები.
-
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მმართველობის დროს შეერთებულმა შტატებმა გაზარდა მხარდაჭერა და იარაღის მიყიდვა ტაივანისთვის.
-
ბაიდენმა, ასევე, არაერთხელ თქვა, რომ აშშ დაიცავს ტაივანს, თუ ჩინეთი მის ტერიტორიაზე შეიჭრება.
- 2022 წლის აგვისტოში ტაივანში ვიზიტით ჩავიდა ნენსი პელოსი, რომელიც იმ დროისათვის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი იყო.
- ამ ვიზიტს წინ უძღოდა ჩინეთის გაფრთხილება ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ, რომ თუ დაგეგმილი ვიზიტი შესრულდებოდა, სახალხო განმათავისუფლებელი არმია ზომებს მიიღებდა.
არქივიდან: რატომ ვხელმძღვანელობ კონგრესის დელეგაციას ტაივანში — ნენსი პელოსის ოპ-ედი
საპრეზიდენტო არჩევნები ტაივანში: ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა 2024 წლის 13 იანვარს და გაიმარჯვა საპრეზიდენტო კანდიდატმმა უილიამ ლაიმ — საპრეზიდენტო კანდიდატმა დემოკრატიული პროგრესული პარტიიდან (DPP), რომელიც მმართველი პარტიაა ტაივანში.
ბოლო ხაზი: ჩინეთი ღიად ეწინააღმდეგება ტაივანის ამჟამინდელ მმართველ პარტიას და აცხადებს, რომ ეს არის არჩევნები "ომსა და მშვიდობას, კეთილდღეობასა და უკუსვლას შორის".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები