თიბისის მხარდაჭერით ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის — CCA წევრი კომპანიების შეხვედრა ჩატარდა
ფოტო: თიბისი
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ, თიბისის მხარდაჭერით, ახალი წევრი კომპანიების ტრადიციულ პრეზენტაციას უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში, ასოციაციის ახალი წევრი კომპანიები წარადგინეს, რომლებიც სამშენებლო ინდუსტრიაში სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებენ: ელსაიდი, ჰიდროდიაგნოსტიკა, ბემონი ინჟინერია და მშენებლობა, ვორტექსი, სელფორდი, აპარტ ქონსთრაქშენი, სპეცკომფორტი.
"ღონისძიება, რომელსაც ასოციაცია, უკვე არაერთი წელია ტრადიციულად მართავს, საშუალებას გვაძლევს დავინახოთ სექტორის, ერთი მხრივ, მრავალფეროვნება და, მეორე მხრივ, აძლიერებს ჩვენს ხმას — ინდუსტრიის ხმას, როგორც ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი სექტორისა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ინდუსტრიამ თანამედროვე მიდგომები გაითავისოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ღონისძიების თემად შეგვერჩია მდგრადი მშენებლობა, რადგან ვთვლი, რომ აღნიშნული საკითხი არის სექტორის განვითარების აქტუალური ნაწილი. აქვე, უნდა აღვნიშნო, რომ ამ დღის ფარგლებში გამგეობის ახალ წევრს ავირჩევთ", — ანა საბახტარიშვილი — ICCA ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
"მოხარული ვართ, რომ ტრადიციულად ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ღონისძიების მხარდამჭერები ვართ. ინფრასტრუქტურის სექტორი თიბისისთვის ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც მთელი ქვეყნისთვის, ვინაიდან ამ სექტორს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი უკავია. ინფრასტრუქტურული პროექტები სამუშაო ადგილებს აჩენს, ახალი ტექნოლოგიები შემოაქვს და განვითარების პოტენციალს ქმნის, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ვინაიდან, ბოლო წლებში, საქართველო ყალიბდება როგორც რეგიონული სავაჭრო, სატრანსპორტო და ტურისტული ცენტრი. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი პირველ რიგში სწორედ თანამედროვე, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას გულისხმობს. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ადგილობრივ ბიზნესებს საშუალებას აძლევს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი, ენერგოეფექტური პროდუქცია შექმნან ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“, — გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე მენტორინგის პროგრამის დახურვის ღონისძიება შედგა. მენტორინგის პროგრამის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, როგორც მენტორები, აქტიურად ეხმარებოდნენ რეგიონებში არსებულ სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებს სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციების გაცემითა თუ ტექნოლოგიური და სხვა ტიპის განვითარების მიმართულებით. მენტორებს წარმატებული საქმიანობისათვის სერტიფიკატები გადაეცათ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები