კახა კალაძე

17 Jan. 2024, 11:37

მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურა, იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული და მოძრაობა აღდგენილი, და ეს პირობა, რა თქმა უნდა, აუცილებლად შესრულდება.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის აპრილის ბოლოს დავიწყეთ.
მოსახლეობას დავპირდით, რომ საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად, 2024 წლის იანვრის ბოლოს აღდგებოდა. რა თქმა უნდა, სამუშაოები მასშტაბურია, რადგან ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ზედაპირული რეაბილიტაციით და გვინდა, ყველაფერი ფუნდამენტურად გავაკეთოთ. წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაც, თავდაპირველად, მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებით დავიწყეთ, რადგან არსებობის განმავლობაში, აღნიშნულ გამზირზე მსგავსი ტიპის სამუშაოები არ განხორციელებულა. რეაბილიტაციის პროცესში იყო გარკვეული პრობლემები, რადგან კონტრაქტორი კომპანიები, ძალიან ხშირად, ვერ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. ამჯერადაც მსგავსი ფაქტი გვქონდა და მოგვიწია, პროექტზე მომუშავე ორივე კომპანიას დავმშვიდობებოდით.

ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, რომელსაც აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე, მნიშვნელოვანია საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იანვრის ბოლოს აღდგეს. ამიტომ, შერჩეულია უკვე კომპანიები, ხელშეკრულებებიც გაფორმებულია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…