რუსული სამხედრო ბაზა აფხაზეთში, "შესაძლოა, წელს გაიხსნას"
ფოტო: Sputnik
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
აფხაზეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსული საზღვაო ბაზა აფხაზეთში, უკვე მიმდინარე წელს შეიძლება ამოქმედდეს.
სერგეი შამბამ რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რიას" 12 იანვარს უთხრა, რომ ოჩამჩირეში დაგეგმილი პორტის მშენებლობა ჯერ კიდევ დიზაინის შედგენის ეტაპზეა. მან, ასევე, განაცხადა რომ ბაზა აფხაზეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
"2008 წლიდან ჩვენ არ გვქონია არანაირი ინციდენტი ზღვაზე გემების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, სიტუაცია სასაზღვრო ზონაში მშვიდია“, — განაცხადა შამბამ.
აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბაზის მშენებლობის შესახებ პირველად 2023 წლის ოქტომბერში განაცხადა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომლის შტაბ-ბინა ოკუპირებულ ყირიმშია, არაერთხელ გახდა უკრაინული თვითმფრინავების და რაკეტების სამიზნე.
ბჟანიას მიერ საზღვაო ბაზის შესახებ განცხადების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ დაარტყამს აფხაზეთში განლაგებულ რუსულ სამხედრო ხომალდებს.
"რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა გამოეცხადებინა ახალი ბაზის შექმნის შესახებ შავი ზღვის ფლოტისთვის […] რაც შეიძლება შორს უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო თვითმფრინავებისგან, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით“, — თქვა ზელენსკიმ.
ამის საპასუხოდ, ბჟანიამ უკრაინა დაადანაშაულა იმაში, რომ სურს "კავკასიაში სამხედრო სიტუაციის პროვოცირება და ახალი სისხლიანი ომის დაწყება“.
ბაზა გააპროტესტეს ქართველმა ოფიციალურმა პირებმაც, თუმცა, რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება "სპუტნიკის" ჟურნალისტი, ალექსანდრე ხროლენკო წერს, რომ რუსეთი "არ აპირებს ვინმეს დაემუქროს“ ამ საზღვაო ბაზიდან. ის, ასევე, აღნიშნავს, რომ ბაზა თბილისიდან 300 კილომეტრის დაშორებით განთავსდება.
ოჩამჩირის პორტი 2009 წლიდან რუსეთის კონტროლის ქვეშაა; მას რუსეთი იყენებს მისი გემებისა და ნავების ასაშენებლად, პორტს რუსული საზღვრის დაცვა იცავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები