მიხეილ სააკაშვილი

19 Jan. 2024, 11:30

ის, რომ მე პოლიტპატიმარი ვარ, იცის მთელმა მსოფლიომ. გამასამართლეს და მასამართლებენ თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი, გამოგონილი ბრალდებებით.

მე, კარგის გარდა, არაფერი გამიკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის. მასამართლებენ იმისთვის, რომ საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გავიტანე, ქვეყანა კრიმინალისა და სიღარიბის ჭაობიდან გამოვიყვანე, გავანათე და სახელმწიფო ჩამოვაყალიბე.

მასამართლებენ იმისთვის, რომ 2008 წელს არ გავიქეცი და სახელმწიფო შევინარჩუნე.

ახლა, ყოველდღე მტანჯავენ იმისთვის, რომ უზომოდ მიყვარს ჩვენი ხალხი და მინდა, მას დავეხმარო.

პუტინმა დამაპატიმრა იმისთვის, რომ არამხოლოდ საქართველო არ ჩავაბარე, არამედ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, მისთვის ასეთ სასურველი ოდესის ოლქი კლანჭებიდან გამოვგლიჯე.

დამაპატიმრა იმისთვის, რომ წარმატების მაგალითები შევქმენი საქართველოსა და უკრაინაში.

დამაპატიმრა იმისთვის, რომ მე ვარ ერთ-ერთი მთავარი რეგიონალური ლიდერი და თავისუფალი სამყაროს ლიდერი ზელენსკის თანამებრძოლი.

ქართველმა ხალხმა უნდა გაითავისუფლოს თავი და უნდა გამათავისუფლოს მეც. ახლავე უნდა დამიხსნას პატიმრობიდან, რათა შევძლო უფრო ეფექტურად დახმარება, მაგრამ რა ტყვეობაშიც არ უნდა მამყოფონ, ვიბრძოლებ ბოლომდე, საქართველოს და უკრაინის სრულ გამარჯვებამდე!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…