ღაზაში დაღუპული პალესტინელების რაოდენობამ 25 ათასს გადააჭარბა
ფოტო: Reuters
მოკლედ: პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში, ისრაელის შეტევებს, საერთო ჯამში, 25 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
- მათი ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დაიღუპა 178 ადამიანი.
დეტალები: ბრძოლის ფონზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვლავ უარი განაცხადა პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე.
- თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-სა და ისრაელს განსხვავებული ხედვები აქვთ, როდესაც საქმე ეხება კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტას.
სტრიქონებს შორის: ამ პრინციპით, ისრაელის გვერდით უნდა შეიქმნას პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ორივე ერს საკუთარი ტერიტორია უნდა ჰქონდეს.
ოქტომბრის თავდასხმებს გუშინ ჰამასმა უწოდა "აუცილებელი ნაბიჯი“ ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ და პალესტინელი ტყვეების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
- ისრაელის საჰაერო და სახმელეთო ოპერაცია, ამჟამად, ფოკუსირებულია ღაზის სამხრეთით. შეიარაღებულ ძალებში დარწმუნებულები არიან, რომ ჰამასის უმაღლესი მეთაურები ხან-იუნისში, ან მის ქვეშ, მიწაში მდებარე კომპლექსში არიან გამაგრებული.
- კონფლიქტის დაწყებიდან სამ თვეზე მეტი გავიდა და ისრაელი, რომლის არმიის შესაძლებლობები ბევრად აღემატება ჰამასისას, კვლავ აწყდება მნიშვნელოვან წინააღმდეგობას ღაზაში.
აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების ცნობით, ისრაელის არმიამ მოკლა ჰამასის მებრძოლების 20-30%, რაც ბევრად ჩამოუვარდება ნეთანიაჰუს გაცხადებულ მიზანს შეიარაღებული ჯგუფის "სრული განადგურების" შესახებ.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ჰამასს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი საბრძოლო მასალა, რათა განაგრძოს ისრაელსა და მის ძალებზე თავდასხმა თვეების განმავლობაში, რაც ომის გაჭიანურების საფუძველს აჩენს.
რას განწყობებია ისრაელში: ჰამასის ტყვეობაში მყოფი ადამიანების ნათესავების პროტესტი გრძელდება, ისინი მოუწოდებენ ნეთანიაჰუს, უპირატესობა მიანიჭოს არა ჰამასის განადგურებას, არამედ — მძევლების გათავისუფლებას.
- ასევე, ჩამოყალიბდა ომის წინააღმდეგი ჯერ კიდევ შედარებით მცირე მოძრაობა, რომელიც შეძრწუნებულია ღაზისთვის მიყენებული ზარალით .
- ბოლო გამოკითხვის თანახმად, ისრაელში მოსახლეობის მხოლოდ 15%-ს მიაჩნია, რომ ომის დასრულების შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუ თანამდებობაზე უნდა დარჩეს.
ბოლო ხაზი: ისრაელმა თავდასხმა ღაზაზე 7 ოქტომბერს დაიწყო — მას შემდეგ, რაც ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ ჰამასის ტერორისტები, მოკლეს 1300 და ტყვედ აიყვანეს 240-ზე მეტი ადამიანი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები