პოლიციამ კეკელიძის ქუჩაზე დღეს 20 პირი დააკავა — შსს-ს განცხადება
მოკლედ: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს კეკელიძის ქუჩაზე, სადაც სააღსრულებო ბიუროს მიერ ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად მათი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა, 20 პირი დააკავეს.
დეტალები: შსს-ს განცხადებაში წერია, რომ აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა და პროცესის განხორციელების საშუალებას არ აძლევდნენ.
- პოლიციას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა;
- სამართალდამცველების მიმართ გამოიყენეს დაუდგენელი საშუალება, სპრეის სახით.
- ასევე, შეკრებილებმა დააზიანეს აღსრულების პოლიციის მანქანა, ამ ფაქტზე 2 პირია დაკავებული.
- პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, ადმინისტრაციული წესით ასევე, დაკავებულია 18 პირი.
მანქანის დაზიანებაზე დაიწყო გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
სამართალდამცველების მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის ფაქტზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353- ე მუხლით დაიწყო.
რა ხდებოდა დღეს კეკელიძის ქუჩაზე: აღსრულების პოლიცია ხატიაშვილების სახლთან, დაახლოებით, 10 საათზე მივიდა.
- საცხოვრებელ კორპუსთან შეიკრიბა მოქალაქეების ჯგუფი, რომელიც გამოსახლების პროცედურებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა.
- აქტივისტები, რომლებიც ხატიაშვილების ბინაში იმყოფებოდნენ, ამბობდნენ, რომ შენობაში გაუშვეს დაუდგენელი გაზი, რის გამოც სუნთქვა უჭირდათ.
- საბოლოოდ, პოლიციამ ბინიდან გამოიყვანა როგორც ხატიაშვილების ოჯახი, ასევე იქ მყოფი აქტივისტები.
ამ თემაზე: სად იმყოფება გამოსახლების შემდეგ და რა მდგომარეობაშია მარინა ხატიაშვილი
რა ვიცით ხატიაშვილების ოჯახის პრობლემაზე: აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, მათი გამოსახლების პროცესი, აღსრულების პოლიციის მიერ, 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული.
- "ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი", — აღნიშნულია ბიუროს განცხადებაში.
ხატიაშვილების მსგავსად, 24 და 26 იანვარს, აღსრულების ეროვნული ბიურო კაკიაშვილებისა და ბალახაძეების ოჯახების გამოსახლების გეგმავს.
- "აღსანიშნავია, რომ, როგორც ირკვევა, სამივე ოჯახი თანახმაა, დაფაროს ძირითადი ფინანსური დავალიანება, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამის საშუალება არ ეძლევათ", — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC).
ორგანიზაცია, ასევე, წერს, რომ მსგავსი შემთხვევები საქართველოში გამონაკლისს არ წარმოადგენს: "მანკიერ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში კრედიტორთა უმთავრესი ინტერესი იპოთეკით დატვირთული ქონების დაუფლებაა — მევახშეები ბოროტად სარგებლობენ მსესხებლის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, რასაც წლების განმავლობაში, სასესხო ხელშეკრულებების კაბალური პირობებით დადება და საცხოვრისის დაკარგვის მომეტებული რისკები მოჰყვება", — ნათქვამია მათ განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები