ჩეჩენი ჯარისკაცები რუს სამხედროს თავს დაესხნენ
ჩეჩნეთის რუსული სამხედრო ნაწილის მეთაური, ნაწილის სხვა წევრებთან ერთად, თავს დაესხა რუს სამხედრო პოლიციის ოფიცერს, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე.
ინციდენტში მონაწილეობდნენ ვოსტოკ-ახმატის ბატალიონის წევრები. დაპირისპირება, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში მოხდა. მიზეზი რუსი ოფიცრის მცდელობა იყო, მანქანაში მსხდომი ჯარისკაცებისთვის საბუთები შეემოწმებინა.
Telegram-ზე გავრცელებულ კადრებში ჩანს რუსი ჯარისკაცი, რომელიც აჩერებს რამდენიმე მანქანას, მათ შორის, შავი ფერის მერსედესს, რომლითაც ჩეჩენი ჯარისკაცები გადაადგილდებოდნენ.
ვიდეოკადრებში ოფიცერი ეკითხება მანქანაში მსხდომებს, არიან თუ არა ისინი სამხედრო მოსამსახურეები და საბუთებს სთხოვს. შემდეგ, ოფიცერი აცხადებს, რომ მათი საბუთების თარიღი და მოქმედების ვადა არ იყო სწორი, რაზეც ჩეჩენი ჯარისკაცი აცხადებს, რომ მათ საშვს "განუსაზღვრელი ვადა" აქვს.
"არ მაინტერესებს, რას ითვლი. ბატალიონის მეთაური ვარ, პოლკის მეთაურმა მომცა [საბუთი]", — თქვა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც მანქანაში იჯდა.
ამის შემდეგ ოფიცერმა მათ მოსთხოვა, შემოებრუნებინათ მანქანა და გაჩერებულიყვნენ.
კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ჯარისკაცი გადმოდის მანქანიდან, ისინი პისტოლეტებს ურტყამენ ოფიცერს და აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც.
რუსული ანტისამთავრობო ტელეგრამ-არხის VChK-OGPU-ს ცნობით, კადრებში ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის პირადი დაცვის წევრები ჩანან. მათ ამოიცნეს ბატალიონის მეთაური ვახა "ასხაბ" ხამბულატოვიც, რომელიც ოდესღაც ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მტკიცე მხარდამჭერი იყო. მათი თქმით, ხამბულატოვს ჯერ კიდევ აქვს "ნეგატიური დამოკიდებულება ფედერაციების მიმართ".
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარები, ჯერჯერობით, არ გაკეთებულა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები