რესპუბლიკურის მედპერსონალი პროტესტს აანონსებს, ხელისუფლებას კი მათთან შეთავაზებები აქვს — რა ხდება
მოკლედ: 22 იანვარს, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დაინგრევა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა და მის ბაზაზე ახალი საავადმყოფო აშენდება.
- ამ ფაქტს საავადმყოფოს თანამშრომლები აპროტესტებენ და საპროტესტო აქციებს გეგმავენ.
დეტალები: მედპერსონალი ამბობს, რომ დაპირების მიუხედავად, არ აქვთ გარანტია, რომ მიიღებენ იმ კომპენსაციებს, რასაც მათ ჯანდაცვის სამინისტრო სთავაზობს.
- ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ახალი საავადმყოფოს აშენების საკითხსაც. შიშობენ,რომ შესაძლებელია, ეს ტერიტორია სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ.
- "ტერიტორია, რომელზეც დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოა, ძალიან კარგი ადგილია დეველოპერებისთვის, საკმაოდ პოტენციურია და დიდი შემოსავალი იქნება, ამიტომ, ბუნებრივია, ეს ეჭვი არის", — ეუბნება On.ge-ს ქირურგი მალხაზ გოგუა.
- კლინიკის თანამშრომლების უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ როგორც თავად ამბობენ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ყოფილან ჩართულები.
- ექიმები 2 საპროტესტო აქციას გეგმავენ — ერთი ხვალ, 25 იანვარს 11 საათზე საავადმყოფოს ტერიტორიაზე გაიმართება, მეორე კი — პარასკევს, 26 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროსთან.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რესპუბლიკურის თანამშრომლებისთვის კომპენსაციებთან დაკავშირებით, შეთავაზებების პროცესი დაიწყო.
შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:
- ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი;
- თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს;
- სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იმავე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს;
- სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ჩამოთვლილ შეთავაზებებს შორის არჩევანი 14 დღის განმავლობაში უნდა გააკეთონ.
კონტექსტი: ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციაზე საუბრობს. ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში ითქვა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო დაინგრეოდა, მისი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით.
- ამას, 2023 წლის მარტში, რესპუბლიკურის თანამშრომლების მოთხოვნა მოჰყვა, არ შეცვლილიყო კლინიკის ადგილმდებარეობა: "გვინდა შეგახსენოთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველთვის იყო და არის ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების მიმღები მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცენტრი. ამის დასტურია 9 აპრილი, თბილისის სამოქალაქო, აფხაზეთის და აგვისტოს ომები. მარტო ის გარემოება რად ღირს, რომ კოვიდ პანდემიის დროს კლინიკამ ფორსმაჟორულ რეჟიმში გაატარა 20 000 პაციენტი", — აცხადებდნენ კლინიკაში.
- ასევე, თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა შენობის ნგრევის შესახებ გადაწყვეტილება მათთვის სრულიად მოულოდნელად, ახალი მდებარეობისა და კონცეფციის გაურკვევლად დააანონსა და ეს დროში საეჭვოდ დაემთხვა მედპერსონალის დისკრედიტაციის მცდელობას.
მსგავსი: რას უპირებს მთავრობა რესპუბლიკურ საავადმყოფოს — დეტალები
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები