ღაზაში ცეცხლი გაუხსნეს გაეროს თავშესაფარს, რომელიც უსაფრთხო ზონად მიიჩნეოდა — არიან დაღუპულები
ფოტო: New York Times
რა ხდება: ღაზის სექტორში, სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან-იუნისში, გაერო-ს მოსამზადებელ ცენტრზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, 75 კი დაშავდა.
- მოსამზადებელ ცენტრს დევნილები აფარებენ თავს.
- გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს (UNRWA) ინფორმაციით, თავშესაფარს ორი სატანკო ჭურვი ესროლეს.
დეტალები: გაერომ "ომის ძირითადი წესების აშკარა უგულებელყოფა" დაგმო.
- გაეროს მოსამზადებელი ცენტრი, UNRWA-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავშესაფარია. მის ტერიტორიას თავს 30-დან 40 ათასამდე ადამიანი აფარებს.
- UNRWA-ს განცხადებით, ინფორმაცია მიაწოდეს ისრაელის ხელისუფლებასაც, რომ თავშესაფარი და ადამიანები, რომლებიც იქ აფარებენ თავს, საერთაშორისო სამართლის მიხედვით უნდა იყვნენ დაცული.
- UNRWA-ს ღაზის წარმომადგენლობის დირექტორი, თომას უაითი ამბობს, რომ შენობაში, რომელსაც ჭურვები მოხვდა, ღაზის ჩრდილოეთიდან გამოქცეული 800-მდე ადამიანი აფარებდა თავს.
- "ახლა მთავარი გამოწვევაა, ვცადოთ დაშავებულების სამედიცინო დახმარება, იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რომ ღაზის მთავარი საავადმყოფოები ლიმიტირებული შესაძლებლობებით მუშაობენ", — თქვა მან.
- უაითი, ასევე, აღნიშნავს, რომ UNRWA-ს წარმომადგენლები მუდმივ კონტაქტზე იყვნენ ისრაელელ სამხედრო პირებთან და მათ ჰქონდათ პირობა მიღებული, რომ თავშესაფარს საფრთხე არ დაემუქრებოდა.
- "ასე რომ, მიუხედავად მთელი ამ კოორდინაციისა, რეალობა ის არის, რომ ისრაელის არმია არ ასრულებს თავის ვალდებულებებს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, არ ავლენს სათანადო სიფრთხილეს იმ ადგილებში მოქმედებისას, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა", — ამბობს უაითი.
- UNRWA-ს განცხადებებს ისრაელის თავდაცვის ძალებში უპასუხეს — მათი თქმით, მდგომარეობის შესწავლის შემდეგ დაადგინეს, რომ ინციდენტის მიზეზი ისრაელის საჰაერო, ან საარტილერიო დარტყმა არ ყოფილა.
- მათივე თქმით, მიმდინარეობს უფრო ღრმა მოკვლევაც და IDF-ი, ასევე, განიხილავს შესაძლებლობას, რომ ეს ჰამასის მიერ გახსნილი ცეცხლი ყოფილიყო.
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა ღაზაში უმნიშვნელოვანესია.
- "ვგმობთ თავდასხმას გაეროს ხან-იუნისის მოსამზადებელ ცენტრზე", — თქვა მან და მომხდარს "უკიდურესად შემაშფოთებელი" უწოდა.
რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე: ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) ხან-იუნისი ალყაში ჰყავს მოქცეული.
- ინტენსიურად იბომბება ქალაქის ორი მთავარი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია. ამ საავადმყოფოებში ათასობით პაციენტი და მედპერსონალია, მათ შენობების დატოვების საშუალება არ აქვთ.
- ისრაელმა ხან-იუნისის დასავლეთით მყოფ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა, საევაკუაციო ზონაშია ორი ყველაზე დიდი საავადმყოფო — ნასერი და ალ-ამალი.
- გაეროს ვარაუდით, საუბარია 88 ათას ადგილობრივ მაცხოვრებელსა და 425 ათას დევნილ ადამიანზე.
- უაითმა BBC-ს უთხრა, რომ კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი ახლა ქალაქ რაფასკენ მიიწევს, რომელიც ეგვიპტეს ესაზღვრება.
- რაფას თავს ახლა 1.4 მლნ ადამიანი აფარებს.
ისრაელის თავდასხმების შედეგად, ომის დაწყებიდან დღემდე ღაზაში 25 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც, 7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე ჰამასის ტერორისტები შეიჭრნენ, მოკლეს, დაახლოებით 1300 ადამიანი, 250 კი — ტყვედ აიყვანეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში


კომენტარები