რა მოხდა გასულ კვირას? — 7 ამბავი, რომელიც შეიძლება გამოგრჩა
ოსკარის ნომინაციები, შემწვარი კბილის ჩხირები, ChatGPT-ის მიერ დაწერილი წიგნი და სხვა — წინა კვირა მნიშვნელოვანი, სახალისო თუ უცნაური ამბებით იყო დატვირთული. თუ კვირის განმავლობაში ახალ ამბებს თვალი ვერ მიადევნე, ეს სტატია დაგეხმარება, მოვლენებს დაეწიო.
1. ცნობილი გახდა ოსკარი 2024-ის ნომინანტების ვინაობა
ფოტო: Universal Pictures
ცოტა ხნის წინ ოსკარი 2024-ის ნომინანტების სია გამოქვეყნდა. ნომინაციების რაოდენობით კრისტოფერ ნოლანის ოპენჰაიმერი ლიდერობს. საზოგადოების დიდი ნაწილის გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში ბარბის რეჟისორი გრეტა გერვიგი ვერ მოხვდა. საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაცია ვერც ბარბის როლის შემსრულებელმა მარგო რობიმ მიიღო.
წაიკითხე ვრცლად აქ.
2. რაიან გოსლინგი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ მარგო რობიმ და გრეტა გერვიგმა ოსკარზე საუკეთესო მსახიობისა და რეჟისორის ნომინაციები ვერ მიიღეს
ფოტო: Warner Bros
ბარბიში შესრულებული კენის როლისთვის რაიან გოსლინგმა ოსკარის ნომინაცია მიიღო და გრეტასა და მარგოს შესახებ შემდეგი რამ განაცხადა:
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემი კოლეგები შესანიშნავი ფილმების ასეთ გამორჩეულ მსახიობებთან ერთად სხვადასხვა კატეგორიაში დასახელდნენ. არასდროს მიფიქრია, რომ ამის თქმა მომიწევდა, მაგრამ ვამაყობ და დიდი პატივია, რომ პლასტმასის თოჯინა კენის განსახიერებისთვის ნომინაცია მოვიპოვე. არ არსებობს კენი ბარბის გარეშე და არ არსებობს ბარბის ფილმი მარგო რობისა და გრეტა გერვიგის გარეშე. ისტორიული და გლობალურად წარმატებული ფილმის შექმნა ყველაზე მეტად სწორედ ამ ორი ადამიანის დამსახურებაა".
წაიკითხე ვრცლად აქ.
///
3. ახალ საშინელებათა ფილმში სიდნი სვინი ორსული მონაზვნის როლს ასრულებს
ფოტო: NEON
საშინელებათა ჟანრის მოყვარულებს სიდნი სვინი იდუმალებით მოცულ იტალიურ მონასტერში გეპატიჟებათ. ეიფორიის ვარსკვლავი ახალ ფილმში, სახელად Immaculate, მორწმუნე მონაზვნის როლს ასრულებს. ფილმის მსოფლიო პრემიერა კინოთეატრებში 22 მარტსაა დაგეგმილი.
წაიკითხე ვრცლად აქ.
4. სამხრეთ კორეის მთავრობა ხალხს სთხოვს, შემწვარი კბილის ჩხირები აღარ ჭამონ
ფოტო: b_chuchu_ / @hee_2458/X/Reuters
ახლახან სამხრეთ კორეის საკვებისა და მედიკამენტების უსაფრთხოების სამინისტრომ მოსახლეობას მოუწოდა, რომ სახამებლისგან დამზადებული შემწვარი კბილის ჩხირები აღარ შეჭამონ. ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც სახამებლისგან დამზადებულ კბილის ჩხირებს სხვადასხვა სანელებელთან ერთად ჭამენ.
წაიკითხე ვრცლად აქ.
5. "ამ სულელური აქცენტის გამო როლების არჩევანი შეზღუდული მაქვს" — სოფია ვერგარა
ფოტო: Watch What Happens Live With Andy Cohen / Youtube
სერიალში, რომელიც ნამდვილი ნარკომოვაჭრის, "შავ ქვრივად" და "კოკაინის ნათლიად" წოდებული გრისელდა ბლანკოს ცხოვრებაზე გვიყვება, ვერგარა მთავარ როლს ასრულებს. მსახიობის თქმით, მსგავსი შესაძლებლობა იშვიათად ეძლევა და ამის მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, კოლუმბიური აქცენტია.
"შესასრულებლად საინტერესო პერსონაჟების ძიებაში ვარ სულ, რადგან ამ სულელური აქცენტით მაინცდამაინც ბევრ როლს ვერ ვითამაშებ", — ეუბნება ვერგარა გამოცემა LA Times-ს, — "ვერ ვითამაშებ, მაგალითად, მეცნიერს ან როლს ფილმში შინდლერის სია. როლების არჩევანი, ასე თუ ისე, შეზღუდული მაქვს".
წაიკითხე ვრცლად აქ.
///
6. ტომ ჰოლანდერის თქმით, ერთხელ ტომ ჰოლანდში აერიათ და მილიონიანი ბონუსი დაურიცხეს
ფოტო: Getty Images
ტომ ჰოლანდერი ცნობილი ბრიტანელი მსახიობია, რომელმაც კარიერა ჯერ კიდევ 1981 წელს დაიწყო — თავისი კოლეგის, ტომ ჰოლანდის, დაბადებამდე 15 წლით ადრე. ჰოლანდერი ცოტა ხნის წინ სეთ მაიერსის შოუში იყო სტუმრად, სადაც წამყვანმა წინასწარვე გააფრთხილა, უხერხულ საკითხს უნდა შევეხოო და ჰკითხა, ტომ ჰოლანდში თუ ერეოდათ იგი. ჰოლანდერმა გაიხსენა, როგორ ჩაურიცხეს ერთხელ შეცდომით ჰოლანდისთვის განკუთვნილი თანხა, როცა ორივე მათგანს ცოტა ხნით ერთი აგენტი ჰყავდა.
"თეატრში ვიყავი", — ჰყვება მსახიობი, — "ახალდასრულებული მქონდა BBC-ის სერიალზე მუშაობა, რომლისთვის 30 ათასამდე [გირვანქა სტერლინგი] გადამიხადეს. ვფიქრობდი, ავშენდი, მომავალ წლამდე მაინც გავიტან თავს-მეთქი. მერე კი, შესვენებაზე, ელფოსტა შევამოწმე და აგენტის წერილი დამხვდა, The Avengers-ის შემოსავლიდან პირველი ბონუსის ჩეკს გიგზავნითო".
წაიკითხე ვრცლად აქ.
7. ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულმა აღიარა, რომ წიგნი ChatGPT-ის დახმარებით დაწერა
ფოტო: The Asahi Shimbun / Getty Images
იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსის, აკუტაგავას პრემიის, გამარჯვებულმა განაცხადა, რომ წიგნი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაწერა. 33 წლის მწერლის, რიე კუდანის, რომანს ტოკიოს თანაგრძნობის კოშკი პრემიის ჟიურის წევრებმა "პრაქტიკულად უნაკლო" ტექსტი უწოდეს და პერსპექტიული ახალი ავტორის საუკეთესო ნამუშევრის ტიტულიც მიანიჭეს.
წაიკითხე ვრცლად აქ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები