საქართველოს ბანკის დასაქმების პროგრამა ლიდერატორის შესახებ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის დასაქმების ყოველწლიური პროგრამა — ლიდერატორი იწყება. ახალგაზრდებისთვის პროექტის უკეთ გასაცნობად და მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე საქართველოს ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის შექმნილი შესაძლებლობების, ბენეფიტების და მომავალი პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. ლიდერატორის მონაწილეებმა კი პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებს მიღებული გამოცდილება და განაცხადების წარმატებულად შესავსებად საჭირო რჩევები გაუზიარეს.
ლიდერატორის პროგრამაზე მიღება უკვე დაიწყო. წელს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სასურველი სფერო 14 პროგრამიდან შეარჩიონ, რომელიც 40 მიმართულებას აერთიანებს. პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო პროცედურებისა და მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება ბაკალავრის საფეხურის მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.
ლიდერატორის ფარგლებში, ახალგაზრდები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს, სფეროს პროფესიონალების დახმარებით დააგროვებენ სასურველი მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას, მიიღებენ მენტორებისგან მუდმივ უკუკავშირს, შეიძენენ ახალ კონტაქტებს და განივითარებენ სასურველი პროფესიისთვის საჭირო უნარებს.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა როტაციით გაეცნონ სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკას, შეიძინონ პროფესიული უნარები, რაც მათ დაეხმარება, სწორად განსაზღვრონ კარიერული ინტერესები და აირჩიონ მომავალი პროფესია.
აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა თითოეული ლიდერატორისთვის ინდივიდუალურად, მათი აკადემიური განრიგის გათვალისწინებით ხდება. ამასთან, პროექტის წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, კარიერა საქართველოს ბანკში განაგრძონ.
"საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების და მათი შესაძლებლობების. ამიტომ, ჩვენი ინიციატივები მათი პოტენციალის სრულად გამოვლენის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამ მიზნით, 2017 წლიდან ჩვენ ლიდერატორის პროგრამას ვახორციელებთ, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მაღალი აკადემიური მოსწრების შენარჩუნების პარალელურად, იმუშაონ დარგის ექსპერტებთან ერთად, დააგროვონ სამუშაო გამოცდილება და განვითარდნენ როგორც კარიერულად, ასევე პიროვნულად. ლიდერატორის პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება, მასში მონაწილეობა 400-მდე სტუდენტმა მიიღო, პროგრამის დასრულების შემდეგ კი 85%-მა ჩვენთან განაგრძო თანამშრომლობა. ყოველწლიურად პროგრამის მიმართ ინტერესი იზრდება, რაც ხაზგასმით გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ", — აღნიშნავს ელენე ოქრომჭედლიშვილი, ადამიანური კაპიტალის, თანამშრომელთა კმაყოფილების, ბიზნეს პროცესების ეფექტურობისა და ლინის ტრანსფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები