ათი არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, ევროკომისიის 9 დათქმასთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესში ჩართონ
მოკლედ: ათი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრები არ არიან, საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, ევროკომისიის 9 დათქმასთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესში ჩართონ.
- ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საფარი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ღია სივრცე კავკასია, უფლებები საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ადამიანის უფლებათა ცენტრი.
სტრიქონებს შორის: 2022 წლის აგვისტოში ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში ორგანიზაცია ISFED (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) არ მიიწვია, რის შედეგადაც, არასამთავრობოების გაერთიანება პლატფორმა რამდენიმე ორგანიზაციამ დატოვა. ეს ორგანიზაციებია: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC).
რა არის საქართველოს ეროვნული პლატფორმა: არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა და მონაწილეობს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის შექმნილ საპარლამენტო ჯგუფებში.
განცხადების დეტალები: ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში იგეგმებოდა სამუშაო შეხვედრა ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით.
- "პარლამენტს მოვუწოდეთ, გაეფართოებინა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და უზრუნველეყო ფართო სამუშაო ფორმატის გამართვა და მასში დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართვა", — წერია განცხადებაში.
- ორგანიზაციების თქმით, მათი მიმართვა პარლამენტმა არ დააკმაყოფილა და შეხვედრაზე არ მიიწვია. მათ შეხვედრაზე მიწვევაზე.
რატომ არის მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრაში არასამთავრობოების ჩართულობა: იმიტომ, რომ ევროკომისიისგან მიღებულ 9 პირობაში აღნიშნულია, რომ პირობების შესრულების პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური: "ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მნიშვნელოვანია გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის წარმართვა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით", — ვკითხულობთ დათქმებში.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები