გაიცანით თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ფოტო: თიბისი
თიბისიმ ბიზნესდაჯილდოების პროექტის 2023 წლის ფინალისტები გამოავლინა!
გთავაზობთ ნომინაცია საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის ფინალში გასულ კომპანიებს:
3D ანიმაციასა და ვიზუალური ეფექტების მწარმოებელი კომპანია HIGHWAY VFX-ი 2018 წელს, 4 მეგობარმა დააარსა. მათი მთავარი მიზანი, დაარსების დღიდან, გლობალურ მასშტაბებზე გასვლა და საქართველოს ანიმაციის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა იყო, რაც, პირველ რიგში, ხარისხზე ორიენტირებულობითა და ანიმაციისა და ვიზუალური ეფექტების ადგილობრივ სივრცეში განვითარებით უნდა მიღწეულიყო. შესაბამისად, ჰაივეიმ ძალისხმევა, პირველ რიგში, ქართულ ბაზარზე მიმართა და თითქმის ყველა მასშტაბური ადგილობრივი ბრენდის პროექტში მიიღო მონაწილეობა.
ფოტო: თიბისი
სწორი ხედვა და განვითარების სურვილი სტუდიის წარმატების მთავარი კატალიზატორი გახდა და ძალიან მალე ჰაივეის პორტფოლიოს ისეთი წარმატებული და გლობალური ბრენდების პროექტები შეემატა, როგორებიცაა Honda-ი, Nissan-ი, Airbus-ი, Suzuki, Samsung-ი.
"გაგვიმართლა, რომ კომპანიის დამფუძნებლები საერთო ინტერესის და მიზნების გარშემო გავერთიანდით. კომპანიის დაარსების დღიდან განსაზღვრული გვქონდა, საით მივდიოდით და როგორი უნდა ყოფილიყო „ჰაივეი“ მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ახლა ზუსტად ამ გზის ნახევარი გავიარეთ. შეიძლება ვთქვა, რომ უკეთაც შეგვეძლო, მაგრამ, სავარაუდოდ, ამაზე მხოლოდ ამ 5 წლისთავზე დაგროვილი გამოცდილება მალაპარაკებს. მგონია, რომ სწორედ ეს წელიწადი არის იმ დიდი მიზნების და გეგმების ხორცშესხმის დრო, რომელიც სტუდია „ჰაივეის“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე, ოკეანის მიღმა გაყვანას და მსოფლიო კინოინდუსტრიის მოთამაშეებთან პარტნიორობას გულისხმობს. ამისთვის ყველანაირი ნიადაგი მომზადებული გვაქვს და გვგონია, ამ პროექტში გამარჯვების შემთხვევაში, თიბისის ბიზნესდაჯილდოება ჩვენი კომპანიის წარმატების ისტორიაში დადებს აგურს!" - ამბობს HIGHWAY VFX-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ლევან ლაფაჩი.
ბიზნესდაჯილდოების მეორე ფინალისტია მუსიკალური მენეჯმენტის კომპანია, გამომცემლობა და ლეიბლი „სტოქტონ რექორდსი“. დაარსების დღიდან კომპანიის მიზანი არტისტების ხელშეწყობა და ქართული მუსიკის ინდუსტრიის განვითარება იყო. საქმიანობის დაწყებიდან მალევე, კომპანიამ მზარდი განვითარება დაიწყო, რამაც დამფუძნებლები მიახვედრა, რომ სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორი საქმის კეთება ჰქონდათ დაწყებული. მოკლე დროში გაიზარდა პარტნიორების, ბრენდებისა და წარმატებული პროექტების რაოდენობა, კომპანიამ სრული ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვა, რაც განხორციელებული პროექტების ხარისხზეც აისახა, გაფართოვდა კომპანიის ოფისი, რომელიც სტუდიასა და ჰაბს მოიცავს.
დღეს სტოქტონიისეთ არტისტებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Bedford Falls-ი, კორძი (korz), Moku Moku, სირკუს-მირკუსი. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტი ბრუნტეტი — თეატრალურ-მუსიკალური წარმოდგენა, რომლითაც სტოქტონმა“ უკვე განახორციელა ტური საქართველოში და საერთაშორისო პროექტი KORDZ x Sakamoto, რომელიც საქართველოს საზღვრებს გასცდა.
"კომპანიამ იმდენად სწრაფად დაიწყო განვითარება, რომ, რაღაც მომენტში, ამ პროცესებისთვის ფეხის აბმა თავადვე გაგვიჭირდა. მიმაჩნია, რომ განვითარების ამ ეტაპზე საჭიროა კომპანიის ცნობადობის ამაღლება, იმიტომ, რომ ჩვენი კომპანია უკვე ნდობის ნიშანია. დადგა დრო, კომპანიის საიმიჯო ზრდაზე ვიფიქროთ. თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვება იძლევა იმის საშუალებას, რომ კომპანია სტრატეგიულად, საიმიჯოდ და ბრენდულად განვითარდეს. მას სჭირდება რებრენდინგი, ასევე ვებსაიტი. გამარჯვების შემთხვევაში, 2024 წლიდან ამაზე ვიზრუნებთ." - ამბობს სტოქტონის დამფუძნებელი, კოკა გოგოხია.
ბიზნესდაჯილდოების კიდევ ერთი ფინალისტია კავეა პლუსის მიერ შექმნილი პირველი ქართული სტუდენტური სერიალი ცვალებადი ნიშნები. სერიალში ნაჩვენებია სტუდენტური გამოწვევებით, დილემებით, სოციალური საკითხებითა და გადაწყვეტილებებით სავსე თანამედროვე ცხოვრება და მკაფიოდ ისმის ახალი თაობის ხმა. "ცვალებადი ნიშნების" პირველი სეზონი ციფრულ პლატფორმებზე ყველაზე ნახვადი და განხილვადი პროექტი უმოკლეს დროში გახდა და ადგილობრივ გართობისა და შემოქმედებით ინდუსტრიაში მასშტაბური წარმატების პრეცედენტი შეიქმნა — სოციალურ ქსელში, ტიკტოკი“, ეპიზოდის სცენები 38 მილიონჯერ ნახეს, „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ იგივე მაჩვენებელი 10 მილიონზე მეტია, ხოლო „კავეა პლუსზე“ სერიალის 12 ეპიზოდის ჯამური ნახვების რაოდენობამ 3-მილიონს გადააჭარბა. წარმატების და ზრდის პოტენციალის დასტურად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ სერიალის მეორე სეზონის გადაღებები უკვე მიმდინარეობს და მონატრებული მაყურებელი ახალ ეპიზოდს იანვარში ნახავს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში კიდევ ორი სეზონია დაგეგმილი.
ფოტო: თიბი
ბიზნესდაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდამჭერი პროექტია, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება და მასში მონაწილეობა 3000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები