სელფი მობაილმა, თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა ობლიგაციების განთავსების თაობაზე შეხვედრა ჩაატარა
ფოტო: გალტ & თაგარტი
ქართული მობილური ოპერატორის, სელფი მობაილის 65 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციების გამოშვების დახურვასთან დაკავშირებით, გაიმართა შეხვედრა არსებული და პოტენციური ინვესტორებისთვის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის. შეხვედრა სიტყვით გახსნა სიბიეს ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ, რის შემდეგაც გაიმართა პანელური დისკუსია სელფი მობაილის, განთავსების აგენტების — გალტ & თაგარტის და თიბისი კაპიტალის, ასევე საპენსიო სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაწილეობით. პანელური დისკუსიის მონაწილეებმა მიმოიხილეს ობლიგაციების განთავსების დეტალები და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება საქართველოში.
სელფი მობაილის ობლიგაციებზე დაფიქსირდა უპრეცედენტო მოთხოვნა ინვესტორების მხრიდან, რომელმაც 25%-ით გადააჭარბა მიწოდებას. ასევე აღსანიშნავია საპენსიო სააგენტოს მხრიდან მაღალი დაინტერესება, რაც აისახა სააგენტოს მიერ ქართულ ფასიან ქაღალდებში აქამდე განხორციელებულ ყველაზე მსხვილ განთავსებაში. სელფი მობაილის ობლიგაციები ლარშია დენომინირებული, ვადა 3 წელს შეადგენს, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 6-თვიან TIBR + 3.5%-ია. ფასიანი ქაღალდი უზრუნველყოფილია კომპანიის უძრავი და მოძრავი ქონებით.
"ჩვენ აღვნიშნავთ სელფი მობაილის მიერ 65 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსების დახურვას. ამ ტრანზაქციის შედეგად, დღეს სელფის აქვს არა მხოლოდ გაუმჯობესებული დაფინანსების სტრუქტურა და საპროცენტო განაკვეთი, არამედ გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი, რასაც მოახმარს მისი ქსელის გაუმჯობესებასა და გაფართოებას, 5G ტექნოლოგიის და მასთან დაკავშირებული პროდუქტების განვითარებას. ტრანზაქციაზე საუბრისას, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო „სელფის“ გუნდის თავდადება იმ საქმისადმი, რასაც ემსახურებიან, რაც აისახა როგორც ობლიგაციებზე უპრეცედენტო მოთხოვნაში, ისე კომპანიის მიერ ტელეკომუნიკაციის სექტორში ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგის მიღებაში. როგორც არაერთხელ ვთქვი, ობლიგაციების განთავსებით, სელფი განაგრძობს მომხმარებლისთვის მიცემული დაპირების შესრულებას, კერძოდ კომპანიის უწყვეტ განვითარებას იმისთვის, რომ ჩვენს აბონენტებს ჰქონდეთ მრავალფეროვანი პროდუქტები, საუკეთესო მომსახურება და საიმედო ქსელი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და ძალიან საინტერესო დისკუსიაში მონაწილეობისთვის ჩვენი განთავსების აგენტებს, გალტ & თაგარტსა და თიბისი კაპიტალს, ჩვენს ინსტიტუციონალურ ინვესტორს- საპენსიო სააგენტოს და საქართველოს ეროვნულ ბანკს," — განაცხადა სიბიეს ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ.
"მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტის მხარდაჭერით სელფი მობაილმა მოახერხა მოეპოვებინა თავის სექტორში უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი და წარმატებით გამოეშვა სადებიუტო ლარის უზრუნველყოფილი ობლიგაციები. მოპოვებული მაღალი რეიტინგის შედეგად, კომპანიამ შეძლო ფინანსური ინსტიტუტების დივერსიფიცირებულ ინვესტორთა წრეზე ტრანზაქციის ხელსაყრელ პირობებში განთავსება. შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა დაფინანსების სტრუქტურა, საპროცენტო განაკვეთი და დააფინანსა 5G-ს ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული პროექტები. ასევე მოხარულები ვართ, რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანმა ინსტიტუციურმა ინვესტორმა, საპენსიო სააგენტომ, მორიგ ადგილობრივ ტრანზაქციაში მიიღო მონაწილეობა", — ლევან შავკაციშვილი, გალტ & თაგარტის მმართველი დირექტორი.
"მოხარული ვართ, რომ თიბისი კაპიტალი სელფი მობაილის სადებიუტო ემისიის მხარდამჭერია. ობლიგაციების გამოშვებით, კომპანიამ შეძლო ფინანსური რესურსების დივერსიფიკაცია და საპროცენტო ხარჯის გაუმჯობესება. ამასთან ერთად, კომპანიას მომავალში შესაძლებლობა ექნება გამოათავისუფლოს მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები, რითიც დააფინანსებს მსხვილ კაპიტალურ დანახარჯებს. შედეგად კი, უზრუნველყოფს ბიზნესის უწყვეტ განვითარებასა და მომხმარებლებისთვის გამოცდილების გაუმჯობესებას. სელფი მობაილის სადებიუტო ობლიგაციები გამყარებულია Scope Ratings-ის მიერ მინიჭებული BB- რეიტინგით (სტაბილური პერსპექტივით), რამაც ასევე შეუწყო ხელი ობლიგაციებისადმი ინტერესის ზრდას. შედეგად, ობლიგაციების შეძენის მიმართ დაინტერესება დაახლოებით 25%-ით აღემატებოდა ემისიის მოცულობას. ტრანზაქცია CBS ჯგუფისა და თიბისის 15 წლიანი წარმატებული პარტნიორობის მორიგი დასტურია", — მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები