ჯანმრთელობის პრობლემების ფონზე სელინ დიონმა გრემიზე მოსვლით ყველა გაახარა
ფოტო: Getty
წლევანდელ გრემის დაჯილდოებაზე ლეგენდარული სელინ დიონი მივიდა. საღამოს მთავარი ჯილდო წლის საუკეთესო ალბომი ტეილორ სვიფტს სწორედ მან გადასცა.
ცნობილმა კანადელმა მომღერალმა 2022 წელს განაცხადა, რომ გაშეშებული ადამიანის სინდრომი (Stiff Person Syndrome) დაუდგინდა. ეს იშვიათი ნევროლოგიური დაავადება თანდათან პროგრესირებს და იწვევს ტკივილს, კრუნჩხვებს და კუნთოვან გაშეშებას. სწორედ ამ მიზეზით დიონის დაჯილდოებაზე მისვლას გულშემატკივრები არ ელოდნენ.
"როცა ვამბობ, რომ აქ თქვენთან ერთად ყოფნით ბედნიერი ვარ, ამას მართლა ვგულისხმობ. გრემის დაჯილდოება უზომო სიყვარულისა და სიხარულის გაზიარებაა, რომელიც მუსიკას ადამიანებისთვის მოაქვს და უნდა დავაფასოთ, რომ ამ საღამოზე დასწრების პატივი გვერგო", — აღნიშნა სელინმა სცენიდან.
შარშანდელ განცხადებაში მომღერალმა თქვა, რომ კრუნჩხვები ყოველდღიურობაში ბევრ სირთულეს უქმნიდა, უძნელდებოდა სიარული და უწინდებურად სიმღერაც კი. შესაბამისად, გაუქმდა წელს დაგეგმილი ევროპული ტურნე.
სელინის თქმით, სურდა, ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრების პერიოდი გადაეღო და საზოგადოებისთვის გაეზიარებინა, რათა მსგავსი დიაგნოზის მქონე სხვა ადამიანებს დახმარებოდა.
სინდრომი, რომელიც პირველად 1950-იან წლებში აღიწერა, მილიონში ერთ ადამიანს ემართება. ამის გამო, დაავადებაზე სათანადო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები არაა ჩატარებული.
55 წლის სელინ დიონი თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ვოკალისტად მიიჩნევა. მუსიკოსის კარიერა მან 1980-იან წლებში დაიწყო, საყოველთაო აღიარება კი მან 1988 წელს მოიპოვა, როცა შვეიცარია წარადგინა ევროვიზიაზე და გაიმარჯვა.
დიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალიცაა — მსოფლიოში მისი ჩანაწერების 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ამასთან, ჩანაწერების გაყიდვის მაჩვენებლით, იგი ყველა დროის ყველაზე პოპულარულ კანადელ და ფრანგულენოვან შემსრულებლადაც მიიჩნევა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები