გაიცანით აგროოლიმპიადის გამარჯვებულები
ფოტო: აგროსფერო
მეორე წელია, ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია აგროსფერო ეროვნული აგრარული ოლიმპიადის მხარდამჭერია. ამასთან ერთად, ის სტუდენტის კატეგორიის გამარჯვებულებსაც აჯილდოებს და ასაჩუქრებს. პრიზებს, რომლებსაც აგროსფერო მათ გადასცემს, საგანმანათლებლო დანიშნულებისაა, რადგან კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ცოდნის მიღების ახალი შესაძლებლობების მიცემაა. წლევანდელ გამარჯვებულებს აგროსფერომ საზომი ხელსაწყოებით დაკომპლექტებული სპეციალური ჩემოდანი გადასცა, რომელშიც 3000 ლარის ღირებულების პროდუქცია მოათავსა.
სტუდენტები, რომლებმაც 2023 წლის აგროოლიმპიადის საპრიზო ადგილები მოიპოვეს გიორგი ვენგო ღლონტი, თეა იმნაძე და ბექა ფანგანია. გადავწყვიტეთ, უფრო ახლოს გაგვეცნო ახალგაზრდები, რომლებმაც ყველაზე მაღალი ქულების დაგროვება და უპირატესობის მოპოვება ასობით კონკურსანტს შორის შეძლეს.
ფოტო: აგროსფერო
გიორგი, როგორც ვიცით, თქვენ უკვე მესამედ მიიღეთ მონაწილეობა აგროოლიმპიადაში. როგორი იყო თქვენი შედეგები წინა მცდელობებზე?
გიორგი ვენგო ღლონტი: აგროოლიმპიადაში მონაწილეობას მისი დაარსების დღიდან ვიღებ. პირველ წელს შეგეძლო, რამდენიმე მიმართულებაში გეცადა ბედი. მაშინ სატყეო საქმეში – მე-2, ხოლო მექანიზაციაში მე-3 ადგილი დავიკავე. შემდეგი წლიდან პირობები შეიცვალა და მხოლოდ ერთი მიმართულების არჩევის შესაძლებლობა მქონდა. ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე, არჩევანი აგრონომიაზე შევაჩერე, ფინალშიც მოვხვდი, თუმცა ფინალურ ტურზე გასვლა ვეღარ მოვახერხე. წელს მესამედ ვცადე ბედი და დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის საშუალებით პირველი ადგილის მოპოვებაც შევძელი.
ფოტო: აგროსფერო
რამდენად რთული იყო აგროოლიმპიადის ტესტები?
ბექა ფანგანი: აგრონომია, ზოგადად, საკმაოდ რთული მიმართულებაა, რომელიც აერთიანებს ისეთ დარგებს, როგორებიცაა ფიტოპათოლოგია, აგროქიმია, ენტომოლოგია და სხვა. კითხვები მაქსიმალურად ფარავდა ყველა საკითხს, შესაბამისად, ტესტებიც საკმაოდ რთული იყო.
გიორგი ვენგო ღლონტი: ვფიქრობ, რომ ტესტი მოითხოვდა ყველა მიმართულების არა ზოგად, არამედ სიღრმისეულ ცოდნას. ამასთან ერთად, იყო კითხვები ისეთ ქვედარგებზეც, რომლებიც უნივერსიტეტში ან არ ისწავლება, ან მხოლოდ ზედაპირულად. ამიტომ ტესტის კარგად დასაწერად, საჭირო იყო უნივერსიტეტს გარეთ დაგროვებული ცოდნაც.
თეა იმნაძე: მეც შემხვდა ისეთი საკითხები, რომლებიც უნივერსიტეტში ჯერ გავლილი არ მაქვს, თუმცა პასუხების გაცემისას ჩემს ლოგიკასა და ზოგად აგრონომიულ ცოდნას ვენდე. პირველი ცდის კვალობაზე ჩემი შედეგით უკმაყოფილო არ ვარ.
როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის აგროოლიმპიადები?
გიორგი ვენგო ღლონტი: ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში სოფლის-მეურნეობაში პროფესიონალების დიდი დეფიციტია. ეს ოლიმპიადა კი მნიშვნელოვანია იმით, რომ სფეროთი დაინტერესებულ პირებს დამატებით მოტივაციას აძლევს, რათა განვითარდნენ, გაიფართოონ ცოდნა და შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები.
თეა იმნაძე: როცა ამ ოლიმპიადის შესახებ გავიგე, ძალიან ბედნიერი ვიყავი და მოუთმენლად ველოდი პირველ ტურს, რადგან ეს საკუთარი ცოდნის გამოვლენისა და გამოცდის ძალიან კარგი საშუალებაა. აგროოლიმპიადაზე დავინახე ჩემი შრომის შედეგი, რამაც ახალი ცოდნის მიღების დამატებითი მოტივაცია მომცა.
რამდენად მნიშვნელოვანია კერძო კომპანიების ჩართულობა ამ ტიპის ღონისძიებებში?
ბექა ფანგანი: ზოგადად, ვფიქრობ, კერძო კომპანიებისგან განათლების წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია. ამით სტუდენტებს არა მხოლოდ ჯილდოების მოპოვების საშუალება ეძლევათ, არამედ იძენენ ინფორმაციას ბაზარზე არსებული კომპანიების შესახებ. მაგალითად, აგროსფეროსთან გვქონდა ვიზიტიც, რა დროსაც უკეთ გავიცანი მისი საქმიანობა და პროცესებიც ბევრად ხელშესახები გახდა. ვფიქრობ, რაც უფრო მეტად ჩაერთვება კერძო სექტორი სტუდენტების ცნობიერების ამაღლებაში, მით უკეთესი პროფესიონალები ეყოლება მომავალ თაობას.
ფოტო: აგროსფერო
უკვე გამოცადეთ თუ არა აგროსფეროს მიერ გადმოცემული საზომი ხელსაწყოები პრაქტიკაში?
თეა იმნაძე: დიახ, უკვე აქტიურად ვიყენებ ციფრულ მიკროსკოპს, რომლის დანახვაც, ვერ აღგიწერთ, რამდენად სასიხარულო იყო ჩემთვის. განსაკუთრებით მცენარეების მავნებელ-დაავადებები მაინტერესებს და ციფრული მიკროსკოპის დახმარებით უკვე შევისწავლე გარკვეული მავნებლები ჩემი სახლის ციტრუსზე. დანარჩენ ხელსაწყოებს, ვფიქრობ, უნივერსიტეტის პრაქტიკული საგნის, აგროპროექტის ფარგლებში უფრო აქტიურად გამოვიყენებ.
გიორგი ვენგო ღლონტი: აგრონომიაში პრობლემის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული, ცალკეული ფაქტორი ან გარკვეულ ფაქტორთა ერთობლიობა. პრობლემის გადასაჭრელად ყოველთვის საჭიროა გამომწვევი მიზეზის პოვნა, რაც ხშირ შემთხვევაში დამატებითი ხელსაწყოების გარეშე შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, საზომ ხელსაწყოებს შეგვიძლია აგრონომიის მარჯვენა ხელი ვუწოდოთ.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი პროფესიით ვმუშაობ, სამსახურში უკვე გამოვიყენე მარილიანობის და ph პარამეტრების მზომელები. დანარჩენს კი ეტაპობრივად მოვსინჯავ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ აგროსფეროს მიერ დაწესებული პრიზი ზუსტად ემთხვევა აგროოლომპიადის მიზნებს. ხელსაწყოების ნაკრები, რომელიც, როგორც აღვნიშნე, აგრონომიის მარჯვენა ხელია, გაძლევს შესაძლებლობას მეტი ინფორმაცია დააგროვო, მეტი ექსპერიმენტი ჩაატარო და განვითარდე.
ფოტო: აგროსფერო
აგროოლიმპიადა 2023-ში 870 კონკურსანტი მონაწილეობდა, რომელთაგანაც ორეტაპიანი ტესტირების შედეგად 39 გამარჯვებული გამოვლინდა. პრიზიორები ოთხ კატეგორიაში (სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი და მოსწავლე) და ექვსი საკონკურსო მიმართულებით (აგრონომია, ვეტერინარია-მეცხოველეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, სასურსათო ტექნოლოგია, მექანიზაცია და სატყეო საქმე) დასახელდნენ.
აგრარული ეროვნული ოლიმპიადა 2021 წლიდან ტარდება, აგროსფერო კი მეორე წელია მას პარტნიორობას უწევს. გასულ წელს კომპანიამ 9 გამარჯვებული სტუდენტი დააჯილდოვა და მათ აუდიო და ელექტრონული წიგნები, ონლაინ კურსი, JBL-ის უსადენო ყურსასმენები, Amazon Kindle და Samsung Galaxy Tab გადასცა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები