სამოგზაურო დაზღვევა 80 თეთრად
მოგზაურობა უფრო სასიამოვნოა, როცა იცი, რომ უსიამოვნო მოულოდნელობებისგან დაზღვეული ხარ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაწყვიტეთ გასვლა, სხვა საბუთებთან ერთად, საჭირო და აუცილებელია გქონდეთ აღნიშნული დოკუმენტიც.
ბევრისთვის სამოგზაურო დაზღვევა მხოლოდ სავიზო აპლიკაციისთვის სავალდებულო საბუთთან ასოცირდება. ამიტომ, არც კი ინტერესდებიან, რეალურად რა სახის ბენეფიტების მიღება შეუძლიათ.
როგორ "მუშაობს" სამოგზაურო დაზღვევა?
მოგზაურობის დროს, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, თქვენ უნდა დარეკოთ ასისტანსის სადღეღამისო სამსახურში, რომლის საკონტაქტოსაც პოლისზე იპოვით, რის შემდეგაც, დეტალურად მიიღებთ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მოიქცეთ.
რა არის ასისტანს-კომპანია?
ასისტანს-კომპანია, ერთმანეთთან აკავშირებს სადაზღვევოსა და ადგილობრივ კლინიკებს და არეგულირებს დაზღვეულისა და სამედიცინო დაწესებულების ურთიერთობას. ასევე, აგვარებს ყველა სახის ფინანსურ და საბუთებთან დაკავშირებულ საკითხებს და ეხმარება კლიენტს, შესაბამისი მომსახურების დროულად მიღებაში.
თუ გადაუდებელი მდგომარეობაა და სასწრაფოში ასისტანტ კომპანიის გარეშე დარეკავთ, ამ შემთხვევაში, თავად მოგიწევთ ყველა ხარჯის გაწევა, სადაზღვევო კი საქართველოში დაბრუნების შემდეგ აგინაზღაურებთ მას. გასათვალისწინებელია, რომ თანხების სრულად დაფარვასთან ერთად, უნდა შეაგროვოთ ყველა საბუთი, რაც შემდგომ ანაზღაურების მიღებაში დაგეხმარებათ.
რას უზრუნველყოფს სადაზღვევო პოლისი?
- ანაზღაურებს სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ხარჯებს;
- ანაზღაურებს გადაუდებელ სტომატოლოგიურ ხარჯებს;
- ანაზღაურებს გადაუდებელ ამბულატორიულ და ჰოსპიტალურ მკურნალობის ხარჯებს;
- ტრანსპორტირებას უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
სადაზღვევო პოლისი მოქმედებს მხოლოდ სადაზღვევო პერიოდში მომხდარ შემთხვევებზე და ძალაშია მასში მითითებულ ქვეყანაში.
ყოველთვის საჭიროა მისი შეძენა?
ზოგიერთი ქვეყნის საკონსულო აუცილებლად ითხოვს სამოგზაურო დაზღვევას სავიზო განაცხადის შევსებისას და ბევრი მათგანი, საზღვარზეც კი ამოწმებს, ხართ თუ არა დაზღვეული. თუმცა, დაზღვევას არ ითხოვენ იმ ქვეყნებში შესვლისას, სადაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გვაქვს, მაგალითად, თურქეთში ან სომხეთში.
მიუხედავად იმისა, გვავალდებულებს თუ არა ესა თუ ის სახელმწიფო სამოგზაურო დაზღვევით, გირჩევთ, აუცილებლად შეიძინოთ იგი, რათა თავი დაიზღვიოთ უცხო ქვეყანაში გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან.
სამოგზაურო პოლისი, პირველ რიგში, თქვენს დაცულობას უზრუნველყოფს. ამასთან, აღნიშნული მომსახურების მიღება, დაუჯერებლად დაბალ ფასადაა შესაძლებელი, რომელიც სულაც არ ღირს დასაფიქრებლად.
რა ღირს სამოგზაურო დაზღვევა?
სამოგზაურო დაზღვევა მოგზაურობისას ყველაზე იაფი პროდუქტია. მისი ფასი დღეში, სულ რაღაც, 80 თეთრია.
ასეთი მისაღები ფასის მქონე იმედი L -ის სადაზღვევო პაკეტი ბევრ გაუთვალისწინებელ პრობლემას გადაგიჭრით. აღნიშნული პაკეტი 50 ათას დოლარამდე ხარჯებს დაგიფარავთ. ამასთან, სამოგზაურო დაზღვევასთან დაკავშირებულ კითხვებზე კონსულტაციის მიღება 24-საათიანი ონლაინ დახმარების სერვისით იქნება შესაძლებელი.
რომელ ქვეყნებს ფარავს სადაზღვევო პოლისი?
პოლისის არჩევისას, თავად წყვეტთ, როგორი ტიპის პაკეტი გსურთ — იქნება ეს მსოფლიოს მასშტაბით დაფარვა თუ კონკრეტულ ქვეყანაზე. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლების 99% მსოფლიო მასშტაბის დაფარვას ირჩევს.
Avia.ge გთავაზობთ სამოგზაურო დაზღვევას, რომლის შეძენაც შეგიძლიათ როგორც ოფისში, ასევე დისტანციურად. ამისათვის დაგვირეკეთ ნომერზე: 551 907 907
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში


კომენტარები