ქეთი მელუამ ჩვენი დუეტის ლიცენზიის გაუქმება, ანუ სიმღერის აღება მოითხოვა — მასტერი
რეპერმა გიორგი პავლიაშვილმა, იგივე მასტერმა, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ქეთი მელუასთან დუეტის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. მასტერის თქმით, ქეთი მელუა დუეტ Tbilisi London-ის აღებას ითხოვს. როგორც მასტერი განმარტავს, ამის მიზეზად ქეთი მელუას ლეიბლმა LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე დაასახელა.
"ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ჩვენი დუეტის ლიცენზია, ანუ მოითხოვეს სიმღერის აღება. მიზეზად კი დასახელდა ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე", — წერს მასტერი ფეისბუქის პოსტში.
მასტერის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დუეტის აღება მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც The Drag Ball-ზე ნანი ბრეგვაძის მიწვევა გააპროტესტა.
"ყურადსაღებია, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პროტესტი გამოვხატე ფაქტზე, რომელიც ეხებოდა ნანი ბრეგვაძის "დრაგ ბოლზე" მიწვევას. ნანიმ ივენთზე აღარ იმღერა და ახლა ალბათ მათი მხრიდან "რევანშის" დრო იყო. ვფიქრობ სრულიად უსამართლოა ეს გადაწყვეტილება, რადგან ამ კონკრეტულ სიმღერას არ ჰქონდა არანაირი შეხება ამ თემასთან და მასზე დაიხარჯა უდიდესი დრო და ენერგია, არ იფიქროთ ვწუწუნებდე ამ თემაზე, უბრალოდ ყველა ჩემი სიმღერა ჩემთვის ძვირფასია, მითუმეტეს როცა მსმენელი მას ასე იყვარებს", — წერს მასტერი.
The Drag Ball ქვიარ კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ტარდება. შეგახსენებთ, რომ The Drag Ball-ის წლის ბოლო ღონისძიებაზე ნანი ბრეგვაძეს უნდა ემღერა. მოგვიანებით კი, The Drag Ball-ის სოციალურ ქსელში ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მომღერალი ღონისძიებაზე დასწრებას ვეღარ შეძლებდა.
რაც შეეხება ქეთი მელუასა და მასტერის დუეტ Tbilisi London-ს, იუთუბზე სიმღერის მოსმენა ჯერჯერობით შესაძლებელია. ქეთი მელუა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალია, რომელსაც ამ დრომდე ჯამში ცხრა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. ზედიზედ ორი წლის განმავლობაში მელუა გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე გაყიდვადი ჩანაწერების მქონე მუსიკოსი ქალი იყო. 2008 წელს ქეთი 30 წლის ასაკს ქვემოთ მე-7 ყველაზე მდიდარ ბრიტანელ მუსიკოსად დასახელდა. 2021 წელს მელუამ ევროპის კულტურის ჯილდოც მიიღო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები