ისევ გრძელდება რეაქციები სკოლაში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებისთვის ნაკლები დროის დათმობის იდეაზე
ფოტო: კოლაჟში გამოყენებულია ფრაგმენტი წიგნის ილუსტრაციიდან — ქართული ჰაგიოგრაფია
რა ხდება: ინტერნეტი ისევ განიხილავს სკოლებში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებისთვის ნაკლები დროის დათმობის იდეას. ეს საკითხი აქტუალურია გასული თვიდან.
- გამოხმაურებების პირველი ნაწილი მას შემდეგ გამოვაქვეყნეთ, რაც განათლების მინისტრის კონსულტანტის, გია მურღულიას მოსაზრებას მოჰყვა განსხვავებული მოსაზრებები.
- მურღულიამ თქვა, რომ სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლას, შესაძლოა, ნაკლები დრო დაეთმოს, მეტი ყურადღება კი — თანამედროვე ლიტერატურაზე გამახვილდეს.
ამჯერად, გამოხმაურებების მეორე ნაწილს გთავაზობთ, რომელიც ამავე თემაზე, ახალგაზრდა ტელეწამყვანის, მარიამ გულედანის მოსაზრებას მოჰყვა.
- რა თქვა მარიამ გულედანმა: "მე, მაგალითად, მომეწონა აბო და შუშანიკი, მაგრამ, აი, გრიგოლ ხანძთელის წაკითხვისას რა დროც დავხარჯე, ვიღაცამ მინდა ეს დრო დამიბრუნოს. მე მგონია, მაგის წაკითხვა არავის სჭირდება. შეგიძლია, ისწავლო ეს ყველაფერი ისტორიის საგანში ორ პარაგრაფში, ისე, რომ ამხელა ნაწარმოები არ წაიკითხო.
- ხანძთელში ლიტერატურულ ღირებულებას ვერ ვხედავ; ეგ არის ისტორიულად საინტერესო და კი ბატონო, ისწავლე ისტორიაში აშოტ კურაპალატი. ჩემთვის ხანძთელის მხატვრული ღირებულება არის ნულის ტოლი".
ფეისბუქის ქართულენოვან აუდიტორიაში გამოხმაურებები ბევრია, ამ მასალაში კი რამდენიმე მოსაზრებას გიზიარებთ.
გია ნოდია: პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მარიამ გულედანმა სკოლადამთავრებულთა უმრავლესობის შეხედულება გამოხატა, როდესაც თქვა, რომ გრიგოლ ხანძთელის სწავლით არაფერი მიუღია. და რომ გულედანს უმრავლესობისგან ის განასხვავებს, რომ მოსაზრების გამოთქმისას გულწრფელია.
- "მე რომ უხსოვარ დროს სკოლაში გავიარე ეს ტექსტი, იმის მოგონებით დაახლოებით იმავეს თქმა შემიძლია. კარგი მასწავლებლის ხელში გრიგოლ ხანძთელიც სკოლის მოსწავლისთვის საინტერესო ტექსტად შეიძლება იქცეს, მაგრამ ამდენად კარგი მასწავლებელი და კარგი ცხოვრება სად არის", — წერს ნოდია.
ნოდია არ ეთანხმება აზრს, რომ მაგალითად, თუ პროგრამისტობა გინდა, ისტორიის სწავლა არ გჭირდება, თუმცა, მისი თქმით, განათლებისადმი ასეთი დამოკიდებულება მსოფლიოს პრობლემაა.
- "სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრი ფიქრობს ასე. ამიტომ კონკრეტული ახალგაზრდისგან ასეთი ნათქვამი არ უნდა გაგვიკვირდეს (რაც არ ნიშნავს, დავეთანხმოთ). ესე იგი, მეტი უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, საერთოდ, რისთვისაა საჭირო განათლება", — დაწერა გია ნოდიამ.
გიორგი მშვენიერაძე: კონსტიტუციონალისტი ამბობს, სკოლა საარჩევნო ადმინისტრაციად არის ქცეული, რითიც "ჩვენი შვილები ზარალდებიან, ჩვენივე წაყრუებით". მისი თქმით, სასკოლო განათლების მიზანი, ფურცელზე დაწერილი მიზნის ნაცვლად, ადამიანის თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბება უნდა იყოს.
- "სასკოლო (ზოგადი) განათლების მიზანი მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა, მისი გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობაა", — წერს გიორგი მშვენიერაძე.
ნინო ლომჯარია: იურისტი და ყოფილი სახალხო დამცველი წერს, რომ საკამათოა, როგორ უნდა ისწავლებოდეს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები და არა ის, უნდა ისწავლებოდეს თუ არა.
- "მარიამ გულედანმა თავისი თამამი და კრიტიკული მოსაზრებებით ეს დისკუსია გახსნა", — წერს ის.
ლომჯარიას თქმით, ჰაგიოგრაფია გვასწავლის ადამიანის თავგანწირვას ღირსებისთვის, რწმენისთვის, თავისუფალი არჩევანისთვის, თანასწორობისთვის; როგორ მიდის ის ქცევის დამკვიდრებული ნორმების და ძალაუფლების წინააღმდეგ, როცა შეუძლია "უზრუნველად და არხეინად იცხოვროს".
ბექა მინდიაშვილი: თეოლოგი მიიჩნევს, რომ არგუმენტი — ჰაგიოგრაფია არ უნდა ისწავლებოდეს, რადგან სწორად არ ასწავლიან და შესაბამისი კომპეტენციის მასწავლებლები არ გვყავს, "უკიდურესად სუსტია".
- "ამ არგუმენტის მიხედვით, არცერთი საგანი არ უნდა ისწავლებოდეს, არათუ ლიტერატურა და კონკრეტულად, ვთქვათმ, შუშანიკი ან ხანძთელი", — წერს მინდიაშვილი.
მისივე მოსაზრებით, პედაგოგების მხოლოდ 6%-მა ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა საკუთარ საგანში, რაც "კოლაფსის მთავარი არგუმენტია. მინდიაშვილი აღნიშნავს, რომ მთლიანად უნდა შეიცვალოს სასკოლო გარემო: "უნდა შეიცვალოს ყველაფერი, მაგრამ არა იმისთვის, რომ მაინცდამაინც აი, ეს "ურთულესი" ჰაგიოგრაფია არ ისწავლებოდეს."
ია ანთაძე: ჟურნალისტი და ფილოლოგი წერს, რომ როდესაც ახალგაზრდა გულწრფელად გამოხატავს მოსაზრებას, თუგინდ ზოგისთვის მიუღებელს, მას ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ: "თუ მის მოსაზრებებში პრობლემებს ვხედავთ, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ უნდა მივხვდეთ, სად გვაქვს სამუშაო ჩვენ, უფროსებს", — წერს ია ანთაძე.
- მისი თქმით, საზოგადოებას, რომელსაც "თავისი ახალგაზრდები არ ანჯღრევენ, უპერსპექტივოა".
ზურა ჯაფარიძე: "ჰაგიოგრაფია თუ პროგრამირება, თუ ორივე, თუ არცერთი?" — პოლიტიკოსის აზრით მათ, ვინც საკითხს ასე სვამს, უნდათ, "ყველა ბავშვი ერთ თარგზე გამოჭრან".
- ის წერს, რომ გადასახადებიდან ფინანსდება "ბოროტების მანქანა", რომელსაც განათლების სისტემას ვუწოდებთ: "ბოროტების მანქანა, რომელიც სავსეა ასეთივე აზროვნების და ყველა ბავშვის ერთ თარგზე გამოჭრის სურვილის მქონე ადამიანებით, და რომელიც ანადგურებს თაობას თაობაზე", — დაწერა ფეისბუქზე ჯაფარიძემ.
- მისი თქმით, მშობელმა, ბავშვმა და სკოლამ უნდა გადაწყვიტოს ჰაგიოგრაფიას ისწავლის ბავშვი თუ — პროგრამირებას.
თამარ ჯაყელი: სამოქალაქო აქტივისტის თქმით, მარიამ გულედანმა მშვენიერი საქმე გააკეთა, რადგან "აგერ, ორი დღეა, ყველა იმაზე ლაპარაკობს, თუ როგორი უნდა იყოს განათლება, რომელიც ადამიანს მოქალაქედ ჩამოაყალიბებს".
- ჯაყელი იხსენებს, რომ სკოლაში ისტორიის საგანი ძალიან უყვარდა, თუმცა, თარიღების დამახსოვრება კი არა, წარსულისა და აწმყოს კრიტიკული გააზრებაა მნიშვნელოვანი.
"კრიტიკულად აზროვნება იმასაც ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი მთელი თაობის სახედ არ წარმოვაჩინოთ და შესაბამისად არ ავკიდოთ ზედმეტი ვალდებულება. ადამიანზე კონტექსტიდან ამოგდებული 20-წამიანი ნაწყვეტებით არ ვიმსჯელოთ და განსხვავებული, თუნდაც ძალიან არასწორი აზრის გამო, სხვას შეურაცხყოფა არ მივაყენოთ", — წერს აქტივისტი.
წინა მასალა ამ თემაზე: რეაქციები სკოლაში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებისთვის ნაკლები დროის დათმობის იდეაზე
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები