ამერიკელებმა ბაღდადში დრონით დაარტყეს მანქანას, სადაც დაჯგუფების მაღალი რანგის მეთაური იჯდა — ის ლიკვიდირებულია
ფოტო: AP
მოკლედ: აშშ-ის მიერ დრონით თავდასხმის შედეგად, ერაყის დედაქალაქში, გასულ ღამეს, მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც დაიღუპა დაჯგუფება ქათაიბ ჰეზბოლას მაღალი რანგის მეთაური.
- ის რეგიონში ამერიკულ ჯარებზე თავდასხმების დაგეგმვასა და უშუალო მონაწილეობაზე იყო პასუხისმგებელი.
დეტალები: აფეთქება ბაღდადის დასავლეთ ნაწილში, რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე მოხდა. ვარაუდობენ, რომ მომხდარი ერაყის მთავრობის აღშფოთებას გამოიწვევს — ის, როგორც აშშ-ის მაღალჩინოსნები ამბობდნენ, დარტყმის შესახებ წინასწარ გაფრთხილებული არ იყო.
- აფეთქების შემდეგ, უსაფრთხოების ძალებმა მკაცრად დაცული მწვანე ზონა ჩაკეტეს, სადაც რამდენიმე დიპლომატიური შენობაა განთავსებული, რადგან სოციალურ მედიაში გაჩნდა პოსტები, მომიტინგეები შტურმით შეჭრილიყვნენ აშშ-ის საელჩოში.
ამ თემაზე: როგორ უპასუხებს აშშ იორდანიაში მდებარე ბაზაზე თავდასხმას — რას უნდა ველოდოთ
მანქანა, რომელიც ბაღდადში ამერიკულმა დრონმა ააფეთქა
ფოტო: Getty
მსხვერპლზე ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. ამერიკის ოფიციალური პირები, პირველადი შეფასების შემდეგ, ამბობდნენ, რომ დაიღუპა ერთი ადამიანი და დარტყმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან, არც დაღუპულან.
- აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ამ დროისთვის არ არსებობს რაიმე მინიშნება მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაშავებულების, ან მსხვერპლის შესახებ." მათ, ასევე, აღნიშნეს, რომ აშშ "პასუხისმგებლობას დააკისრებს ყველას, ვინც საფრთხეს უქმნის მათი ძალების უსაფრთხოებას“.
- თუმცა, ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ორმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ვისამ მუჰამედ საბირ ალ-საადი, ცნობილი როგორც აბუ ბაქირ ალ-საადი, სირიაში ქათაიბ ჰეზბოლას ოპერაციების მეთაური.
კონტექსტი: რამდენიმე დღით ადრე ამერიკის შეიარაღებამ საჰაერო თავდასხმა განახორციელა ერაყსა და სირიაში ათეულობით ობიექტზე, რომლებსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები და ირანის რევოლუციური გვარდია იყენებდნენ დარტყმებისთვის, რომელსაც იორდანიაში სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, დაშავდა 40-ზე მეტი.
გაიგე მეტი: რა ვიცით იორდანიაში, ამერიკის ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ
- იორდანიაში განხორციელებულ თავდასხმაში ამერიკის შეერთებული შტატები ერაყში ისლამურ წინააღმდეგობას, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ფართო კოალიციას ადანაშაულებს.
- პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სხვა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ აშშ გააგრძელებს შურისძიებას იორდანიის თავდასხმაზე პასუხისმგებელ პირებზე.
- ისლამური წინააღმდეგობა ერაყში რეგულარულად ახორციელებს თავდასხმებს ერაყსა და სირიაში აშშ-ის ჯარების ბაზებზე, ისრაელ-ჰამასის მიმდინარე ომის ფონზე. მათი თქმით, ეს არის პასუხი ვაშინგტონის მხარდაჭერაზე ისრაელისთვის, ღაზაში მიმდინარე ომში. ომს უკვე ემსხვერპლა 27 ათასზე მეტი პალესტინელი.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები