აზერბაიჯანის არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია — ალიევმა ხმების 92% მიიღო
ფოტო: Azertac
აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 92% მიიღო.
ამ შედეგით, ალიევი ქვეყნის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდება. ამ თანამდებობაზე მან მამამისი 2003 წელს შეცვალა. წინა არჩევებში, 2018 წელს, საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ალიევმა ხმების 86% მიიღო. ცესკო-ს ინფორმაციით, აქტივობამ 77% შეადგინა.
გუშინ, 7 თებერვალს გამართულ კენჭისყრას თან ახლდა ინფორმაცია გაყალბების შესახებ. დამოუკიდებელი მედია და აქტივისტები აქვეყნებენ კადრებს ინტერნეტში, სადაც ჩანს, რომ მიმდინარეობა საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრა, ადგილი ჰქონდა ე.წ. კარუსელებს და სხვა დარღვევებს.
ეს კადრები ინტერნეტში გამოჩნდა მცდელობის მიუხედავად, დაებლოკათ ზოგიერთი დამკვირვებელი საარჩევნო უბნებზე. მედიასაშუალება თურანმა განაცხადა, რომ ჟურნალისტებს, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული აზერბაიჯანის მედია რეესტრში, უბნებზე გადაღება აეკრძალათ.
საარჩევნო სპეციალისტმა მამედ მამადზადემ Meydan TV-ს განუცხადა, რომ დამკვირვებლებზე ზეწოლა ხდებოდა საარჩევნო უბნების გახსნისა და ხმის მიცემის პროცესში.
"დამკვირვებლები, რომლებსაც სურთ ფოტოების, ან ვიდეოების გადაღება, გარკვეული ფორმით იხსნებიან [საარჩევნო] უბნიდან. მათზე ახორციელებენ ზეწოლას, იძახებენ პოლიციას. ზეწოლის ეს ფორმები თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე გვხვდება”, — თქვა მამადზადემ.
ალიევს არჩევნებში 6 მოწინააღმდეგე ჰყავდა, რომლებიც მმართველი პარტიის მხარდამჭერები იყვნენ. ოფიციალური შედეგების მიხედვით, მათგან 2%-ზე მეტის მოპოვება ვერავინ შეძლო.
აზერბაიჯანის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა დეკემბერში თქვეს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ არჩევნებს.
არჩევნები მედიაზე განხორციელებული რეპრესიების ფონზე გაიმართა. ნოემბრის ბოლოდან პოლიციამ დააკავა და ბრალი წაუყენა AbzasMedia-ს ხუთ წევრს ჯგუფურად უცხოური ვალუტის კონტრაბანდისთვის. დაკავებულთა შორის იყვნენ დირექტორი და დამფუძნებელი ულვი ჰასანლი, მთავარი რედაქტორი სევინჯ ვაგიფგიზი, დირექტორის მოადგილე მაჰამედ კეკალოვი და ჟურნალისტები ჰაფიზ ბაბალი და ნარგიზ აბსალამოვა და ელნარა გასიმოვა.
ილჰამიზ გულიევი, უფლებადამცველი და ყოფილი პოლიციელი, რომელმაც AbzasMedia-ს ანონიმურად მოუყვა, როგორ უდებდა პოლიცია ეჭვმიტანილებს ნარკოტიკს, ასევე დააკავეს დეკემბრის დასაწყისში და ბრალი დიდი რაოდენობით მეტამფეტამინის ფლობაში წაუყენეს.
ნოემბერსა და დეკემბერში დააკავეს ორი ონლაინ ტელეარხის, Kanal 13-ისა და Kanal 11-ის დამფუძნებლებიც. პირველს ბრალად ედებოდა სახლის უნებართვოდ აშენება, მეორეს კი — გამოძალვა.
ალიევმა ვადამდელი არჩევნების შესახებ დეკემბერში განაცხადა და თქვა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი იყო აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღზე აღებული სრული კონტროლი. არჩევნები 2025 წელს უნდა გამართულიყო.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები