განახლებული Porsche Taycan — გაუმჯობესებული თითქმის ყველა დისციპლინაში
ფოტო: თეგეტა
- 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარების დრო 0,6 წამით გაუმჯობესდა და ახლა 2,4 წმ-ს შეადგენს;
- ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი 35 პროცენტით გაიზარდა და 678 კილომეტრს შეადგენს;
- ტაიკანის დამუხტვის სიმძლავრე 50 კილოვატით გაიზარდა და ახლა 320 კილოვატამდე აღწევს;
- 10-დან 80 პროცენტამდე დამუხტვას ნებისმიერ ტაიკანში 18 წუთი სჭირდება.
პორშემ ტაიკანი მრავალი მიმართულებით განაახლა და მოდელის ახალ ვერსიებს მეტი სიმძლავრე, ერთი დამუხტვით მეტი მანძილის გავლა, უკეთესი აჩქარება და უფრო სწრაფად დატენის ფუნქცია მისცა. გარდა ამისა, Style Porsche-მ დიზაინი დახვეწა და Turbo-მოდელები ახლა უფრო მძლავრადაა დიფერენცირებული. ტაიკანის ყველა ვერსიას კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერიული კომპლექტაცია აქვს, ასევე Porsche Driver Experience-ის უახლესი თაობა ბევრი მიმართულებით გამოირჩევა გაუმჯობესებული მაჩვენებლებისა და მომსახურების კონცეფციით.
ცვლილება ძარის სამივე ტიპის მქონე ტაიკან შეეხო — როგორც სპორტულ სედანს, ისე ოფროუდ პაკეტით ხელმისაწვდომ Taycan Cross Turismo-სა და სპორტულ-პრაქტიკულ Taycan Sport Turismo-ს. უკვე ხელმისაწვდომია მოტორიზების 4-4 ვარიანტი — წინა ან სრული ამძრავით. ტაიკანის განახლებულ ვერსიებს კი პორშეს ცენტრებში 2024 წლის გაზაფხულიდან იხილავთ.
ფოტო: თეგეტა
სერიული წარმოების დაწყებამდე მაქსიმალური სრულყოფისთვის პორშეს ინჟინრებმა და ტესტდრაივერებმა ტაიკანის შენიღბული სატესტო მოდელებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 3,6 მილიონი კილომეტრი გაიარეს. მათი მიზანი იყო პორშეს პირველი სპორტული ელექტრომობილის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება. სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა პორშემ დღემდე თითქმის 150 000 ტაიკანი გამოუშვა. ამ მოდელის გასაღების უმთავრესი ბაზრები კი აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ჩინეთია.
კევინ გიკი, ტაიკანის წარმოების ხელმძღვანელი: "ელექტრომობილურობის ერაში პირველი ნაბიჯი სწორედ ტაიკანით 2019 წლის ბოლოს გადავდგით — მოდელით, რომელმაც ელექტრომობილების სეგმენტში თამაშის წესები შეცვალა და ინოვაციურ წინამძღოლად იქცა. ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული ტაიკანით წარმატებული ისტორია გრძელდება. პერფორმანსის თვალსაზრისით ტაიკანი ახალ საფეხურზეა აყვანილი: მისი სვლის დინამიკა და მართვის სიამოვნება განუმეორებელია. ამავდროულად, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ ეფექტიანობა, რესურსი, კომფორტი და პრაქტიკულობა".
ფოტო: თეგეტა
ტაიკანის განახლებული მოდელები კიდევ უფრო უკეთესი აჩქარებით გამოირჩევიან. ამის აღსაქმელად საწყისი და TOP-ვერსიების მაგალითებიც საკმარისია: Taycan 0-დან 100 კმ/სთ-მდე 4,8 წამში ჩქარდება, Taycan Turbo S კი — 2,4 წამში. TOP-მოდელის სიმძლავრე 952 ცხენის ძალამდეა გაზრდილი.
ძარისა და მოტორიზების ვარიანტების მიხედვით, ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი 678 კილომეტრამდეა გაზრდილი (WLTP). ეს 175 კილომეტრითა და 35 პროცენტით მეტს ნიშნავს. განახლებულ ტაიკანს შორ გზაზე არა მარტო ნაკლები გაჩერებები სჭირდება დასამუხტად, არამედ წინამორბედ მოდელზე უფრო სწრაფადაც იტენება. მაგალითად, DC დამტენებზე, 800-ვოლტიანი ტექნიკით, 320 კილოვატამდე სიმძლავრით იმუხტება. ეს 50 კილოვატით მეტია, ვიდრე წინამორბედის შედეგი. დამუხტვის მაღალი სიმძლავრე ძალიან დაბალ ტემპერატურებშიც სწრაფად მიიღწევა. პირველი თაობის ტაიკანს 10-დან 80 პროცენტამდე დასამუხტად ბატარეის 15-გრადუსიანი ტემპერატურის დროს 37 წუთი სჭირდებოდა. იდენტურ ვითარებაში განახლებული ტაიკანი 10-დან 80 პროცენტამდე მხოლოდ 18 წუთში იტენება (მიუხედავად ბატარეის მეტი ტევადობისა).
განახლებული ტაიკანის ყველა ვერსიას სერიულად მოჰყვება აეროდინამიკის თვალსაზრისით ოპტიმიზებული დისკები და საბურავები. აღსანიშნავია, რომ ტაიკანისთვის განახლებული 21-დუიმიანი დისკები და საბურავები შეიქმნა.
ფოტო: თეგეტა
მიუხედავად იმისა, რომ ტაიკანის კომპლექტაცია ახლა უფრო მრავალფეროვანია, ავტომობილის წონა დაახლოებით 15 კილოგრამით შემცირდა. მაგალითად, სერიულ კომპლექტაციაში შედის: ინტერიერის განათება, პარკირების ასისტენტით უკანა ხედვის კამერა, ელექტროსარკეები, სარკის გარშემო განათება, სავარძლების გათბობა, Porsche Intelligent Range Manager (PIRM), სმარტფონების უკაბელო დატენის ფუნქცია, სვლის რეჟიმების გადამრთველი და ა.შ.
რაც შეეხება Style Porsche-ს დიზაინს — ექსპერტებმა ტაიკანი ვიზუალურად მეტად დახვეწეს. HD-Matrix ტექნოლოგიით აღჭურვილი მთავარი მაშუქები ახლა უფრო დეტალური ოპტიკით გამოირჩევა. უკანა განათების ხაზზე კი წარწერა Porsche სამგანზომილებიანია. Turbo და Turbo S მოდელები ექსტერიერითაც და ინტერიერითაც ვიზუალურად ახლა უფრო მკვეთრად გამოირჩევიან სხვა მოდელებისგან.
განახლებული პორშე ტაიკანი, პორშე ცენტრი თბილისში, აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები