"ბასიანთან" შალვა კეკელია და სხვა სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან — რა ხდება
ფოტო: On.ge
რა ხდება: კლუბ ბასიანთან დეკანოზი შალვა კეკელია პარაკლისს იხდის, ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.
"ბასიანის" მიმდებარე ტერიტორია
ფოტო: On.ge
დეტალები: ბასიანთან იმყოფებიან მოძალადე, ჰომოფობი აქტივისტები, მათ შორის — გურამ ფალავანდიშვილი.
ასევე, ღიად პრორუსი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
"ებრძვიან ტრადიციას, ებრძვიან 10 მცნებას... შეიძლება ყველა ასეთი არ არის, მაგრამ ქალბატონი ნაჯა [ნაჯა ორაშვილი, ბასიანის თანამფლობელი] და ვიღაცები არიან, ისეთი სიმბოლიკები აქვთ, რომ ლამის შეპყრობილები არიან ბოროტი ძალით და უნდა ამას ლოცვა, ბოროტს განდევნის. ამან შეიძლება იმოქმედოს მათ სინდისზე, მთავრობის სინდისზე, შეწევნა ბევრნაირია...
- ეს იმიტომ ხდება მათი იქ შესვლის წინ, რომ ერთი კაციც კი რომ არ შევიდეს იქ, ჩვენი აქ დგომის გამო, ეგეც საქმეა და შეიძლება მეტიც არ შევიდეს.
- საერთოდ დასახურია ეს კლუბი, თუ არ დახურავს მთავრობა, შეიძლება იმდენი ხალხი შეიკრიბოს, რომ ფიზიკურად არ შეუშვან იქ ხალხი", — ამბობს ფალავანდიშვილი.
გურამ ფალავანდიშვილი
ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge
"ბასიანთან" შალვა კეკელია და მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლია შეკრებილი
ფოტო: On.ge
ფოტო: On.ge
რა გეგმები აქვს დეკანოზ შალვა კეკელიას: მან თქვა, რომ დღეს, 9 თებერვალს, 23:00 საათზე, ბასიანის ტერიტორიასთან პარაკლისს გადაიხდიდა. ამის შესახებ ფეისბუქით გავრცელებული ვიდეომიმართვისას განაცხადა.
- "მივიდეთ კლუბთან და პარაკლისი გადავიხადოთ, ღმერთს ვთხოვოთ, ჩვენი ახალგაზრდობა გადაგვირჩინოს", — თქვა მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირმა.
- მისი თქმით, ამ ფორმით ეხმიანება 27 იანვარს 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, კლუბური ნარკოტიკი იყო.
კონტექსტი: 27 იანვარს 19 წლის გოგო გარდაიცვალა. როგორც კლუბი ბასიანი წერს, ახალგაზრდა ქალი კლუბის ტერიტორიაზე "დაუდგენელი მიზეზით" ცუდად გახდა, რის შემდეგაც, "მომენტალურად გაეწია პირველადი დახმარება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უსაფრთხოების გუნდის მხრიდან".
- ბასიანის მიხედვით, დაახლოებით, 10-12 წუთში ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც გარდაიცვალა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები