"ფარისევლობაა" — პაპი ფრანცისკე გეი წყვილების დალოცვის მოწინააღმდეგეებზე
ფოტო: Getty Images
გასული წლის მიწურულს, 18 დეკემბერს, რომის პაპმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო — მან მღვდელმსახურებს ოფიციალურად დართო ნება, დაელოცათ ერთი და იმავე სქესის წყვილები. ამბავს დიდი და არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა; კათოლიკეების ნაწილმა, განსაკუთრებით კონსერვატიულ საზოგადოებებში, გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა. მაგალითად, აფრიკაში ეპისკოპოსებმა განაცხადეს, რომ ისინი გეი წყვილების კურთხევაზე მაინც უარს იტყოდნენ.
კრიტიკას ცოტა ხნის წინ თავად პაპი ფრანცისკეც გამოეხმაურა. იტალიურ ჟურნალ Credere-სთან ინტერვიუში, მან "ფარისევლობა" უწოდა გადაწყვეტილებას მოყოლილ უარყოფით გამოხმაურებას.
"არავინ აღშფოთდებოდა, ის ბიზნესმენი რომ დამელოცა, რომელიც ალბათ ხალხის ექსპლუატაციას ეწევა. ეს კი საშინელი ცოდვაა", — აღნიშნავს პაპი ფრანცისკე, — "სამაგიეროდ, მაშინ არიან აღშფოთებულები, როცა კურთხევას ჰომოსექსუალს ვაძლევ. ეს ფარისევლობაა. ჩვენ, ყველამ, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს. ყველას. ამ გადაწყვეტილების საფუძველიც შეწყნარებაა".
///
ამავე ინტერვიუში, რომის პაპი "იდეოლოგიზებულ ჯგუფებად" მოიხსენებს მათ, "ვინც ეკლესიის სწავლებებს შერჩევითად იყენებს და ჰომოსექსუალობას გამოყოფს". ამასთან, ვატიკანი განმარტავს, რომ გადაწყვეტილების შედეგად, ერთი და იმავე სქესის წყვილებს დალოცავენ და არა მათ "კავშირს".
"მე ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას არ ვაკურთხებ. მე ვაკურთხებ ორ ადამიანს, რომელთაც ერთმანეთი უყვართ და მათ ვთხოვ, ჩემთვისაც ილოცონ", — ეუბნება პაპი ინტერვიუერს, მღვდელ დონ ვინჩენცო ვიტალეს, — "აღსარების ჩაბარებისას, ჰომოსექსუალი იქნება თუ ხელმეორედ დაქორწინებული, ყოველთვის ვლოცულობ [მათთვის] და ვლოცავ. დალოცვაზე უარი არავის არ უნდა ეთქვას".
კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ისინი, "სასულიერო პირები, ზოგჯერ კომფორტში ცხოვრებენ" და საჭიროა, გაიგონ "ადამიანების გარჯა და ტანჯვა".
ფოტო: Franco Origlia / Getty Images
პაპ ფრანცისკეს ლგბტქ ადამიანებისთვის აქამდეც არაერთხელ დაუჭერია მხარი. 2020 წელს მან განაცხადა, რომ "ლგბტქ ბავშვები ღმერთს ისეთები უყვარს, როგორებიც არიან". ეკლესიის ლიდერმა მშობლებსაც მოუწოდა, გეი შვილებს გვერდში დაუდგნენ. მან ასევე მხარი დაუჭირა ერთი და იმავე სქესის წყვილების სამოქალაქო პარტნიორობას.
"ჰომოსექსუალ ადამიანებს ოჯახში ყოფნის უფლება აქვთ. ისინი უფლის შვილები არიან, ამდენად ისეთი სამოქალაქო კავშირის კანონის შექმნა გვჭირდება, რომელიც მათაც შეეხება. მე ამას მხარს ვუჭერ", — აღნიშნა პაპმა ფრანცისკემ.
გარდა ამისა, გასული წლის შემოდგომაზე ვატიკანმა ტრანსგენდერ ადამიანებს დართო ნება, მოინათლონ, ან თავად გახდნენ ნათლიები.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები