5 სიმღერა, რომლითაც გიული ჩოხელის შემოქმედებას შეიყვარებ
ფოტო: გრიგორ დევეჯიევი, მერაბ ჭუმბურიძე
ქართული მუსიკის განვითარების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი გიული ჩოხელს მიუძღვნის. ქართული ჯაზის ცოცხალი ლეგენდის სიმღერა ალბათ ერთხელ მაინც გექნება წაღიღინებული იმის ცოდნის გარეშე, რომ მათი შემსრულებელი სწორედ ჩოხელია.
მომღერლის კარიერა საბჭოთა კავშირის პერიოდს, კერძოდ კი, 1950-იან წლებს, უკავშირდება. ვოკალისტი უფრო პოპულარული 70-იან წლებში გახდა, როცა მუსიკალური ფირფიტების გამოშვება და ევროპის მასშტაბით მუსიკალურ ტურნეებში მონაწილეობა დაიწყო.
გიული ჩოხელს კულტურის დარგში შეტანილი წვლილისთვის არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, ხოლო ვარსკვლავი 2015 წლის 28 მარტს გაუხსნეს. 89 წლის მომღერალი დღემდე არ კარგავს აქტუალობას და ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ქართველ არტისტად რჩება.
ცნობილი მომღერლის შესახებ საზოგადოების ნაწილს ჯერაც არ სმენია, სწორედ ამიტომ, თუ გინდა გიული ჩოხელის შემოქმედებას უკეთ გაეცნო და არ იცი, საიდან დაიწყო, ამ სტატიაში 5 სიმღერის შესახებ მოგიყვები.
1. წამოვალ
რა თქმა უნდა, ეს სია ჩოხელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შესრულებით უნდა დავიწყოთ. ფართო საზოგადოება ჯაზის ლეგენდას სწორედ სიმღერით წამოვალ იცნობს. მისი მუსიკის ავტორი ზურა ნადარაიაა, ტექსტის კი — თემურ ცაგურია.
ალბომი ეს იყო სიზმარი იმ იშვიათი ფირფიტებიდანაა, რომელმაც თანამედროვეობამდე მოაღწია და საშუალებას გვაძლევს, გიული ჩოხელის წამოვალ და სხვა შესანიშნავი შესრულებები მოვისმინოთ.
მომღერალს უნდოდა, რომ ინგლისურად მეტი სიმღერა შეესრულებინა, ამიტომ, მიუხედავად საბჭოთა რეჟიმისა, ამ ენაზე შესრულებული რამდენიმე სიმღერაც დაგვრჩა, მაგრამ ბუნებრივია, სიმღერების უმეტესობა რუსულ და ქართულ ენებზეა ჩაწერილი.
2. პაემანზე
1970 წელს გამოსული პაემანზე ჯაზის სამყაროში გვამოგზაურებს და წარმოდგენას გვიქმნის ჯადოსნურ მუსიკაზე, რომელსაც გიული ჩოხელი ქმნიდა.
პოპულარული სიმღერის პაემანზე მელოდია გამოჩენილი ბრაზილიელი მუსიკოსის, ანტონიო კარლოს ჟობიმის, 1963 წლის ჩანაწერის Agua de Beber ინსპირაციითაა შექმნილი, ტექსტი კი იოსებ ნონეშვილს ეკუთვნის.
3. ეს იყო სიზმარი
ცნობილი მსახიობისა და კომპოზიტორის, ივიკო საყვარელიძის, ტექსტის მიხედვით შექმნილი სიმღერა ეს იყო სიზმარი, როგორც უკვე იცი, მთლიანი ალბომის სათაურადაც იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შესრულება ათწლეულებს ითვლის, ის დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას ახალგაზრდა თაობის მომღერლებში და მის თანამედროვე ვერსიებს ხშირად მოისმენ.
4. მზე ჩემი კარგი მეგობარია
ჯაზის ლეგენდის სტილს განსხვავებულ ხმასთან ერთად გაგრძელებული ხმოვნებითა და დარბილებულ თანხმოვნებითაც იცნობ, რისი კარგი მაგალითიც ეს სიმღერაა. დარწმუნებული ვარ, მზე ჩემი კარგი მეგობარია აქამდეც მოგისმენია ან მისი მელოდია გეცნო, თუმცა შეიძლება, არ იცოდე, რომ მას წარსულში გიული ჩოხელი ასრულებდა.
5. ჩავაქრე სანთელი
გიული ჩოხელი საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტ რეროსთნ ერთადაც მუშაობდა. მათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დუეტი სიმღერა ჩავაქრე სანთელია. შესრულებას ჯაზის არაჩვეულებრივი მელოდიაც გამოარჩევს. მუსიკის ავტორი გურამ ბზვანელი, ტექსტის ავტორი კი ცნობილი პოეტი იოსებ გრიშაშვილია. სიმღერის არანჟირება კონსტანტინე პევზნერსა და ორკესტრ რეროს ეკუთვნის.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები