Roamingo eSIM App — იაფი ინტერნეტი მოგზაურობისთვის
ფოტო: Roamingo
საქართველოში პირველმა მომხმარებლებმა ახალი მობილური აპლიკაციით უკვე ისარგებლეს.
ქართულ ბაზარზე ახალი მობილური აპლიკაცია, Roamingo გამოჩნდა, რომელიც უცხოეთში მიმავალ მოგზაურებს მობილურ ინტერნეტს eSIM ტექნოლოგიის საშუალებით სთავაზობს. ტრადიციული როუმინგისგან განსხვავებით, Roamingo-ს აპლიკაცია არ საჭიროებს ფიზიკურ SIM-ბარათს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეარჩიოს ქვეყანა და შეიძინოს გიგაბაიტები ბევრად დაბალ ფასად, სასურველი ვადით.
კომპანია Roamingo-ს გუნდმა წარმატებით მოახდინა წამყვანი საერთაშორისო მობილური ოპერატორების დაერთება საკუთარ პლატფორმაში. შედეგად, Roamingo-ს მომხმარებლისთვის აპლიკაციაში ხელმისაწვდომია უმსხვილესი ოპერატორების მიმზიდველი ტარიფები და მრავალფეროვანი აქციები.
უცხოური სამოგზაურო აპლიკაციებისგან განსხვავებით, Roamingo-ს ქართულენოვანი მხარდაჭერის სამსახური WhatsApp-ის, Messenger-ისა და სატელეფონო ცენტრის საშუალებით ემსახურება. ამით Roamingo-ს მომხმარებელი მიიღებს მხარდაჭერას, მარტივი და გასაგები ენით, იმ არხით, რომლითაც მისთვისაა კომფორტული და მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად დაჭირდება.
ქართული და მსოფლიო ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, Roamingo-ს აპლიკაციაში თავიდანვე ხელმისაწვდომია გადახდის ყველა ძირითადი საშუალება: Amex, Visa, Mastercard ბარათები, Apple Pay და Google Pay სწრაფი და დაცული გადახდების გლობალური სერვისები. ბარათების საერთაშორისო სისტემებთან და ბანკებთან თანამშრომლობით, Roamingo-ს აპლიკაციაში ასევე ხელმისაწვდომია აქციები და ბონუსები.
Roamingo ცნობილ ქართულ ტექნოლოგიურ კომპანია Lemondo-სთან პარტნიორობით შეიქმნა, რომელსაც მრავალ წარმატებულ და პოპულარულ პროდუქტზე მუშაობის გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს საქართველოს ბაზრის საჭიროებებს. Lemondo-სთან პარტნიორობით, აპლიკაცია რეკორდულად მოკლე ვადაში შეიქმნა და იგი თავიდანვე ხელმისაწვდომია როგორც iPhone-ის, ისე Android-ის eSIM-თავსებად ტელეფონებთან.
"Lemondo Growth Capital-ში შემავალმა კომპანიებმა სხვადასხვა დროს ქართული ბაზრისთვის შექმნა და წარმატებით განავითარა პოპულარული ციფრული პროდუქტები – TKT.GE, SS.GE, რამდენიმე მსხვილი ონლაინ მაღაზია, ათობით მობილური აპლიკაცია, რომლებიც 2 მილიონზე მეტ კმაყოფილ მომხმარებელს ითვლის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს აპლიკაციებს 10 წელზე მეტია ჰყავს კმაყოფილი მომხმარებლები საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამიტომ, Roamingo-ს შექმნისას ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო ერთი მხრივ ქართველი მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინება და მეორე მხრივ – აპლიკაციის გლობალური ბაზრისთვის მომზადება. მჯერა, რომ Roamingo, როგორც ქართული გამოცდილებით შექმნილი პროდუქტი ძალიან მალე ყოველი ქართველი მოგზაურის ტელეფონში დაიკავებს ადგილს, რის შემდეგაც გლობალურად გახდება წარმატებული", — განაცხადა ლევან კილაძემ, Lemondo Growth Capital-ის დამფუძნებელმა და Roamingo-ს მმართველმა პარტნიორმა.
"საქართველოში გვაქვს რამდენიმე მაგალითი, როცა ქართულ მობილურ აპლიკაციებს მოპოვებული აქვთ საერთაშორისო აღიარება. მაგალითად, 10 წლის წინ არავის წარმოედგინა, რომ ქართული ტექნოლოგიური სტარტაპები სილიკონ ველიზე წარმატებას მოიპოვებდნენ ან ქართული ბანკების აპლიკაციები ევროპასა და მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდებოდა. სწორედ შემდეგი ასეთი "მოულოდნელი" გარღვევის შემოქმედი უნდა გახდეს Roamingo. მჯერა, რომ კომპანიის გუნდი, Lemondo Growth Capital-ის გამოცდილება, წამყვანი საერთაშორისო პარტნიორების ქსელი და საქართველოს მომთხოვნი მომხმარებელი – ის მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რომლებიც დაეხმარება Roamingo-ს, ჯერ საქართველოში მოიპოვოს ნდობა და შემდეგ რეგიონის და მსოფლიო ბაზარს დაუმიზნოს", — განაცხადა დავით ბირმანმა, კომპანია Roamingo-ს პარტნიორმა.
Roamingo-ს აპლიკაცია უკვე განთავსებულია App Store-სა და Google Play Store-ში. საქართველოში წარმატებული გაშვების შემდეგ კომპანია იაფი სამოგზაურო ინტერნეტის სერვისის სხვა ქვეყნების მომხმარებლებისთვის შეთავაზებას გეგმავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები