"ახალ ხელმძღვანელობას წვლილი არ შეუტანია" — ფეზუაშვილი თავისი წიგნის თარგმნაზე
ფოტო: თინათინ კიღურაძე, გურამ წიბახაშვილი / საბა | Heinrich-Böll-Stiftung
ქართველი მწერალი ივა ფეზუაშვილი აცხადებს, რომ მისი წიგნის, ბუნკერის, პოლონურ ენაზე თარგმნაში მწერალთა სახლის "ახალ ხელმძღვანელობას არანაირი წვლილი არ აქვს შეტანილი".
14 თებერვალს მწერალთა სახლმა ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მათი "ხელშეწყობით", პოლონურად ითარგმნა და გამოიცა ფეზუაშვილის რომანი. ამბავს მალევე თავად მწერალი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება დაწესებულების წინა ხელმძღვანელობის პერიოდში დაიწყო.
"კი, ბუნკერი მართლაც მწერალთა სახლის ხელშეწყობით ითარგმნა პოლონურ ენაზე, ოღონდ ეს პროცესი ჯერ კიდევ ნატაშა ლომოურის და მაიკო დანელიას დროს დაიწყო, ასე რომ, ახალ ხელმძღვანელობას ამ საქმეში არანაირი წვლილი არ აქვს შეტანილი", — ამბობს ფეზუაშვილი.
ავტორი ამატებს, რომ მწერალთა სახლს დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნიდან დღემდე ბოიკოტს უცხადებს და მათ ორგანიზებულ პროექტებსა თუ კონკურსებში მონაწილეობას არ იღებს.
"მწერალთა სახლის ბოლო პერიოდის ფეისბუქპოსტებს თუ დააკვირდებით, ადვილად მიხვდებით, რომ ახალი გუნდი წინა ხელმძღვანელობის წარმატების საკუთარ თავზე მიწერას 'ირიბად' ცდილობს", — აღნიშნავს ფეზუაშვილი, — "არ გამოგივათ, მეგობრებო; თქვენი ხელწერა — მაგიდაზე მიმობნეული ფოთლები და ყოჩაღი პიონერის სტილში წაკითხული ლექსები — უკვე ყველამ ვნახეთ, შევაფასეთ და ცოტაც გვაცადეთ და გადავაფასებთ კიდეც. ბოიკოტი გრძელდება!".
ივა ფეზუაშვილის ბუნკერი 2020 წელს გამოიცა. წიგნმა ავტორს არაერთი ჯილდო მოაპოვებინა, მათ შორის, წინანდლის პრემია და საბა სპეციალურ ნომინაციაში — საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში. ამ რომანისთვის ავტორმა 2022 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემიაც დაიმსახურა.
რა ხდება მწერალთა სახლში
ფოტო: Heinrich-Böll-Stiftung
მას შემდეგ, რაც 2021 წლის გაზაფხულზე თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა, რამდენიმე დაწესებულებაში, მათ შორის, კინოცენტრსა და ეროვნულ მუზეუმში, მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაიწყო. რეპრესიებად შეფასებული პროცესის შედეგად დათხოვნილმა არაერთმა თანამშრომელმა მოგვიანებით სასამართლო დავა მოიგო.
- ყველაფერი კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციასა და პროტესტზე — მოკლედ
- გათავისუფლება, ჩამოლაბორანტება, ცენზურა — წულუკიანის კულტურა
რაც შეეხება მწერალთა სახლს — ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევა კულტურის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, როცა კონკურსში ლიტერა თავისი წარმომადგენელი იოსებ ჭუმბურიძე ჟიურის წევრად დანიშნა. მაშინ სამინისტროს ჟიურის წევრის უკან გაწვევა მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ და ლიტერას მონაწილეების დიდმა ნაწილმა სთხოვა, თუმცა, ჭუმბურიძე ჟიურიში დარჩა. საბოლოოდ, ჟიური მის გარდა ყველა წევრმა დატოვა, ლიტერა 2021 კი გაუქმდა. საქართველოს პენცენტრის ინიციატივით, იმ წელს კონკურსი თავისუფალი ლიტერა ჩატარდა.
მოგვიანებით, მინისტრმა წულუკიანმა განაცხადა, რომ "პრემია [ლიტერას], რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს", მის ნაცვლად კი ლიტერატურული კონკურსი წლის საუკეთესო დაფუძნდა. სხვათა შორის, ამ პრემიის შექმნის ინიციატორიც ქეთევან დუმბაძე გახლდათ.
///
2023 წლის აგვისტოში კი, ნატა ლომოურს, რომელიც მწერალთა სახლს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა, სამინისტროდან წერილობით აცნობეს, რომ თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურებოდა. ლომოურის თქმით, უწყებას მან წერილობითვე მიმართა, რომ უფლებამოსილების გაგრძელებით იყო დაინტერესებული, თუმცა, პასუხი არ მიუღია. მან აღნიშნა, რომ კომუნიკაცია ვერ შედგა, "ისევე, როგორც ბოლო 2 წლის განმავლობაში, თითქმის არ ყოფილა ურთიერთობა" მათსა და სამინისტროს შორის.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტრომ 2019 წელს მწერალთა სახლი გააუქმა, რასაც ქართველი ლიტერატორების პროტესტი მოჰყვა. ორგანიზაციის ნაცვლად მაშინ ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი დაარსდა.
სამინისტროს ჩარევით ხელმძღვანელობის შეცვლა გასულ წელს არაერთმა ქართველმა მწერალმა გააპროტესტა, მათ შორის, ლაშა ბუღაძემ და არჩილ ქიქოძემ. ბევრმა ავტორმა და მთარგმნელმა დაწესებულებას ბოიკოტიც გამოუცხადა.
ნატა ლომოურმა კი, თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის გასულ წელს პრემია საბა მიიღო.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები