რამდენს ხარჯავს ხელფასიდან პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპაში საქმიანი ვიზიტებისთვის
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
რა ხდება: საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ 2024 წლის 29 იანვარს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, პირადი შემოსავლიდან დახარჯა 48 217 ლარი ევროპის ქვეყნებში ვიზიტების განსახორციელებლად.
- მთლიანობაში, გასული წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მან ხელფასის სახით 84 220 ლარი აიღო;
- და როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ხელფასის თითქმის ნახევარი დახარჯა საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნით გამართული შეხვედრებისთვის ევროპის სხვადასხვა ლიდერთან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მედიასთან 2024 წლის 13 თებერვალს დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიიწვიეს და შესაბამისად, მონაწილეობასაც მიიღებს.
- პრეზიდენტს, მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, მთავრობისთვის თანხმობის მისაღებად არ მიუმართავს, რადგან თვეებია, ხელისუფლება უარს აცხადებს, ბიუჯეტიდან დააფინანსოს ზურაბიშვილის ევროპული ვიზიტები.
- სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ახალმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა შეაფასა, როგორც "სირცხვილი" და "ღალატი".
- მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 17-18 თებერვალს ჩატარდება.
- არსებული ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთავრობიდან კონფერენციას საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი დაესწრება.
კონტექსტი: 2023 წლის 30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპულ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა, რასაც ქართული ოცნების მიერ ზურაბიშვილის ერთხმად გაკრიტიკება მოჰყვა. პარტიის იმდროინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და სხვებმა ის კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში დაადანაშაულეს და დააანონსეს, რომ ამას "რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდნენ".
- მთავრობის უარის მიუხედავად, ზურაბიშვილის ვიზიტები მაინც შედგა.
- არც სახელისუფლებო რეაგირებამ დააყოვნა — "რეაგირება" კი ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცესი იყო.
პრეზიდენტის ვერშემდგარი იმპიჩმენტის ქრონიკა — მოკლედ: მმართველი პარტია აპელირებდა იმაზე, რომ რომ მთავრობის თანხმობის გარეშე ოფიციალური ვიზიტები არაკონსტიტუციურია, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაეწყოთ.
- საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წევრების [ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის] კონსტიტუციური წარდგინება პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით 22 სექტემბერს მიიღო.
- 2023 წლის 16 ოქტომბერს, ექვსი მოსამართლის გადაწყვეტილების შედეგად საკონსტიტუციო სასამართლომ ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.
- წინააღმდეგი იყო საკონსტიტუციოს სამი მოსამართლე — ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.
გაიგე მეტი: რა დაწერეს მოსამართლეებმა, რომლებმაც პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად არ ცნეს
- თუმცა, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შეძლო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები