კამბოჯელი კაცი პლასტმასის ბოთლებისგან გამძლე ცოცხებს ამზადებს
ფოტო: Chantha Lach / Reuters
კამბოჯელი მეწარმე ჰას კეა თავისი ორიგინალური საქმიანობით ცოტა ხნის წინ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. 41 წლის კაცს პატარა საწყობში დასაქმებული ჰყავს რამდენიმე ადამიანი, რომელიც პლასტმასის ბოთლებს გამძლე ცოცხებად აქცევს.
საწარმოს მცირე ზომის მიუხედავად, იქ ყოველდღიურად პლასტმასის 5 ათასამდე ბოთლს ამუშავებენ და მათგან 500 ახალთახალ ცოცხს ამზადებენ. ბოლო 11 თვის განმავლობაში, კეას თანამშრომლებმა 40 ტონამდე პლასტმასა გადაამუშავეს.
საწარმოში პლასტმასის ბოთლებს ჯერ წვრილ ზოლებად ჭრიან, შემდეგ ცხელი წყლით არბილებენ, ბოლოს კი ბამბუკის ჯოხზე მავთულებით ამაგრებენ. თითოეული ცოცხის ფასი $2,5-დან $3,75-მდე მერყეობს. მეწარმეც და მისი მომხმარებლებიც აღნიშნავენ, რომ ეს ცოცხები ჩვეულებრივზე უფრო გამძლე და პრაქტიკულია.
"საკმაოდ მყარია და ადვილად არ ტყდება", — ამბობს ბუდისტი ბერი, რომელმაც წინა თვეში თავისი ტაძრისთვის 80 ცოცხი იყიდა.
ჰას კეას თქმით, მისი მიზანი პლასტმასით დაბინძურების შემცირებაა. ადგილობრივი სამსახურების ცნობით, კამბოჯის დედაქალაქში ყოველდღიურად 38 ათასი ტონა ნარჩენი იყრება, მისი მეხუთედი კი პლასტმასის ერთჯერადი მოხმარების ნივთებია, რომლებიც, როგორც წესი, ნაგავსაყრელზე ან მდინარეში ხვდება.
///
თავისი საწარმოსთვის საჭირო ნედლეულს კეა ნარჩენების შემგროვებლებისგან ყიდულობს. ხოლო რადგან ნედლეული ფაქტობრივად უსასრულოა, მეწარმის აზრით, მისი ბიზნესიც დიდხანს იმუშავებს. თუმცა, კეა არც კონკურენტების გამოჩენას არ უფრთხის.
"ეს ხომ გარემოს დაბინძურებასაც შეამცირებს", — აღნიშნავს კამბოჯელი მეწარმე, — "ხალხს კი სურვილი უჩნდება, პლასტმასის ბოთლები შეაგროვონ და ჩვენ მაღალ ფასად მოგვიყიდონ, სანაცვლოდ კი თავადაც იხეირონ".
ფოტო: Paul Tomlins / Eye Ubiquitous / Getty
პლასტმასის ნივთების მასობრივი წარმოება 1950-იან წლებში დაიწყო. მას შემდეგ, მსოფლიოში 8,3 მილიარდი მეტრული ტონა პლასტმასა შეიქმნა, საიდანაც 6,3 მილიარდი მეტრული ტონა უკვე ნარჩენად იქცა. მისი მხოლოდ 9% გადამუშავდა, ხოლო 12% დაიწვა. დარჩენილი 79% ნაგავსაყრელებსა და ბუნებრივ გარემოშია დაგროვებული, რითაც ეკოსისტემას საფრთხეს უქმნის.
სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ თუ პლასტმასის წარმოების ამჟამინდელი ტემპი მომავალშიც შენარჩუნდება და ნარჩენებთან ბრძოლის მეთოდები ფართოდ არ დაინერგება, 2050 წლისთვის მათი წონა 12 მილიარდ მეტრულ ტონამდე მიაღწევს, რაც საგანგაშო მაჩვენებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები