ევროკავშირსა და სომხეთს შორის ამბიციური პარტნიორობის პროგრამა დაიწყო — რას გულისხმობს
ფოტო: ევროკავშირი
ევროკავშირმა სომხეთთან "ამბიციური" პარტნიორობის დღის წესრიგის შესახებ განაცხადა, რომელიც მოიცავს ვიზალიბერალიზაციას, ვაჭრობას და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას.
მიმდინარე კვირას, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა, ბრიუსელში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პარტნიორობის დღის წესრიგის შესახებ ისაუბრა.
"ეს გადაწყვეტილება არის ძლიერი სიგნალი ჩვენი საერთო ინტერესის შესახებ, რომელიც ურთიერთობებში ახალი სტრატეგიული ეტაპის დაწყებას ეხება და ის უზრუნველყოფს მკაფიო გეგმას და ხედვას წინსვლისთვის“, — თქვა ბორელმა და დასძინა, რომ ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობები "უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“.
ბორელმა შეაჯამა ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის საბჭოს მეხუთე შეხვედრის შედეგები, რომლის დროსაც, მან თქვა, რომ ბრიუსელმა და ერევანმა "აღიარეს, რომ არსებობს სივრცე ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის (CEPA) შეთანხმების სრული პოტენციალის გასახსნელად".
CEPA-ს შეთანხმება ძალაში შევიდა 2021 წლის მარტში, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
ბრიფინგზე ბორელმა, ასევე, ისაუბრა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების დაწყებაზე და ვაჭრობის, ენერგეტიკის, კავშირისა და საავიაციო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე.
მან ასევე გამოაცხადა, რომ ევროკავშირი დაეხმარება მეწამორის ატომური ელექტროსადგურის დეკომისიასა და ატომური უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.
ბორელმა აღნიშნა, რომ იმავე დღეს ევროკომისიამ გამოყო დამატებითი 5,5 მილიონი ევრო, სომხეთში მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების დასახმარებლად.
თავის მხრივ, მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მზადაა გააღრმაოს კავშირები ევროკავშირთან, რათა მოხდეს "მოქალაქეების მისწრაფებების რეალიზება".
თავდაცვა და უსაფრთხოება
ბრიფინგზე ბორელმა სომხეთთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის კავშირებზეც ისაუბრა.
მეორე მთიანი ყარაბაღის ომის დამთავრების შემდეგ, სომხეთი, ეტაპობრივად, შორდება ტრადიციულ სამხედრო მოკავშირეს, რუსეთს და იწყებს დასავლეთთან, ძირითადად — საფრანგეთთან, თავდაცვისა და უსაფრთხოების კავშირების დივერსიფიკაციას.
ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი იღებს ვალდებულებას, გააძლიეროს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.
"ჩვენ ვაწარმოებთ დიალოგს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე უახლოეს თვეებში,” — თქვა მან.
გასული წლის ნოემბერში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, "შეისწავლონ" სომხეთისთვის "არალეტალური“ მხარდაჭერის გაწევის შესაძლებლობა, მისი სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში, რაზეც სომხეთი მანამდე უარს ამბობდა.
2022 წლის სექტემბერში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორდღიანი ომის შემდეგ, ევროკავშირმა გაუშვა სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია ორი ქვეყნის საერთო საზღვარზე, 138 დამკვირვებლით. 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირი დამკვირვებელთა რიცხვის 209-მდე გაზრდას დათანხმდა.
ბორელის განცხადებას წინ უძღოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის ესკალაცია; სამშაბათს, ოთხი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა აზერბაიჯანის "შურისძიების ოპერაციაში", რომელიც მას შემდეგ მოხდა, რაც სომეხმა ჯარისკაცმა, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაჭრა.
აზერბაიჯანმა საპასუხო დარტყმა განახორციელა იმის მიუხედავად, რომ სომხეთმა პირობა დადო, რომ ინციდენტს გამოიძიებდნენ და პასუხისმგებელი პირები დაისჯებოდნენ.
ბორელმა აზერბაიჯანელი ჯარისკაცის დაჭრას "სამწუხარო“ უწოდა, მაგრამ გააკრიტიკა აზერბაიჯანის პასუხი და თქვა, რომ ეს იყო არაპროპორციული. ასევე, აღნიშნა, რომ სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომ ინციდენტი სრულად იქნებოდა გამოძიებული, აზერბაიჯანის მხრიდან იგნორი მოჰყვა.
ევროკავშირის დიპლომატმა თქვა, რომ ინციდენტი ხაზს უსვამს "ძალების დისტანცირების გადაუდებელ აუცილებლობას", რასაც ევროკავშირი "დიდი ხანია მხარს უჭერს".
აზერბაიჯანმა ბორელის კომენტარებს "უსაფუძვლო" უწოდა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები